ენამწარე გოგონას ამბავი

18118524_832356023588547_3899170981658711618_n

ბავშვობაში დედა ერთ ზღაპარს მიკითხავდა ხოლმე. ბოლოს ხმაში ცრემლი ერეოდა. მე ვერ ვხვდებოდი რატომ ტიროდა დედა, ეს ხომ ჩვეულებრივი ზღაპარი იყო, ზღაპარი ენამწარე გოგონაზე. სხვანაირად-ზრაპარი ედემის ყვავილზე. ამბავი ლამაზ მაგრამ გულქვა გოგონაზე, რომელიც ბოლოს მიხვდა დანაშაულს, როცა ლამის ყველაფერი გვიან იყო.
დრო გავიდა, მე გავიზარდე , წლები იყო არ გადამეშალა ის წიგნი, აღარც კი მახსენდებოდა ხოლმე მისი არსებობა. მხოლოდ ერთ მომენტში გამკრავდა ხოლმე გულში ნაცნობი ზღაპარი, როცა ვინმეს ნებით ან უნებლიეთ გულს ვატკენდი და შემდეგ ამას ვნანობდი.
ერთი ასეთი შემთხვევის დროს დედამ მითხრა, სუფთა ის ენამწარე გოგონა ხარო.
ძალიან მეწყინა. შინაგანი პროტესტი გამიჩნდა. გამახსენდა , ბავშვობაში ზღაპრის დასასრულს დედა ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია კეთილი იყო, სხვა ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვსო.
ბავშვობაში ხშირად ვიყავი ენამწარე. მინდოდა ჩემი გამეტანა ყოველთვის, ადამიანებს დაუფიქრებლად მივახლიდი სათქმელს და როდესაც ეწყინებოდათ, მერე უარესად მტკიოდა გული. ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვიქცეოდი, რატომ არ ვფიქრობდი წინასწარ, სანამ რაიმეს ვიტყოდი.
ზღაპრის გმირი გოგონასგან განსხვავებით მე არც ლამაზი ვყოფილვარ და არც გრძელი, ლამაზი თმა მქონია ოდესმე. მას მხოლოდ მწარე ენით ვგავდი.
რაც დრო გადიოდა ამაზე უფრო და უფრო ვდარდობდი, რატომ მისწრებდა ენა წინ. ეს ხომ მე თვითონ მკლავდა.
ახლა 24 წლის ვარ. ახლა აღარ მისწრებს ენა , ახლა ვისწავლე რომ მთავარია სხვას არ ვატკინოთ გული, მთავარია სხვა გავახაროთ ,თუნდაც ერთი სიტყვით.

იმ დღეს, ერთ წიგნს ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი ზღაპარს ენამწარე გოგონაზე. გადავშალე. თითქოს დრო არც გასულაო, იგივე გრძნობა დამეუფლა-ყველაზე დიდი სიმართლე რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველაზე გულზე მოსახვედრი ამბავი.

ზღაპარში , ბოლოს, ენამწარე გოგონა ავად ხდება , მისი სილამაზეც სადღაც ქრება, ჩამოჭკნება, ჩამოიფერფლება. ავადმყოფს ასეთი რამ ესიზმრება – ვითომ მხოლოდ ერთი გზაა გადარჩენის, ვარდების კონა იმ მოხუცი ბერიკაცის ბაღიდან, რომელსაც ბევრჯერ მწარედ დასცინა და გული ატკინა , საჩუქრად გაწოდებულ ყვავილზე კი უხეშად აუკრა ხელი.
როცა გოგონას დედა მოხუცთან ვარდებისთვის ტირილით მივა, მოხუცი დაუფიქრებლად მოუჭრის ვარდებს, თუმცა იცის თუ კი ყვავილს მოჭრის , ბაღში ყველა ყვავილი გაუხმება .
მოხუცი გოგონას გადარჩენს. და გოგონა მიხვდება სიკეთის ფასს.
მხოლოდ მაშინ, როცა სიცოცხლისთვის დასჭირდა ბრძოლა.

მე მგონია, რომ ეს სიცოცხლის ზღაპარია, ზღაპარი იმაზე, რა დიდი ძალა აქვს სიკეთეს და სიყვარულს. და როგორ გვკვლავს და გვამახინჯებს თითოეული მწარე სიტყვა!
არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ ვწყვეტთ როგორები ვიქნებით. მთავარია ამას იქამდე მივხვდეთ, სანამ ის ედემის ყვავილი არ დაგვჭირდება გადასარჩენათ, რომელიც ერთხელ გულგრილად მოვისროლეთ.

18118749_832345303589619_4282176790726684461_n

სასწაულები, სიყვარული, სიცოცხლე და სიკვდილი. ანუ – ჩემი ცხოვრების წიგნები.

ალიან ბევრია წიგნი, რომელმაც რაღაც შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც შემიცვალა ფიქრები, გრძნობები და გზებიც კი. ახლა მე დავწერ იმ 10 წიგნზე, რომელმაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი. შეიძლება წამიკითხავს მათზე გენიალურიც, მათზე დიდებულიც  , მაგრამ აქ მხოლოდ “იმ წიგნებზე დავწერ, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ვერ ვივიწყებ ისეთზე.                                                 

1. ალან ფურნიე” დიდი მოლნი”.
ლან ფურნიემ მხოლოდ ერთი წიგნი დაწერა ცხოვრებაში, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. თუმცა ამ ერთ წიგნში მოაქცია მთელი თავისი ცხოვრება. ოცნებებითა და იმედებით.
“დიდი მოლნი” პირველად წლების წინ წავიკითხე, 13 თუ 14 წლის ასაკში. როგორც წესი, დროთა განმავლობაში იცვლება შთაბეჭდილებები წიგნზე, მეც მეცვლება ხოლმე, ოღონდ ამ წიგნზე არა.. მე შემიძლია ვთქვა ,რომ, ეს არც ისე ცნობილი მწერლის, არც ისე ცნობილი წიგნი ისეთი ძალით შემოიჭრა ჩემში, რომ მთლიანად მოიცვა ჩემი ფიქრები, ოცნებები და მთლიანად ცხოვრება.|
le-grand-meaulnes
ოდესმე გინახავთ სიზმარი, ისეთი, გამოფხიზლებულს თვალის გახელა რომ არ გდომებიათ, გინატრიათ, ისევ დამაძინაო..
საერთოდ ჩემი ცხოვრება უცნაურობებით არის სავსე, დამთხვევებით, შემთხვევბით,ბედისწერის მსგავსი რამეებით, უეცრად და უცნაურად ახდენილი ნატვრებით, აუხდენელი ოცნებებითაც და საერთოდ, უცნაურობებით.
ამიტომაც მჯერა სასწაულების და მე თუ მკითხავთ, ისინი იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ სწორედაც უნდა მოხდეს ! და ხდება კიდეც.. რომ არ მომხდარიყო, რომ არ ყოფილიყო, ხომ არც იარსებებდა ეს სიტყვა ” სასწაული”.
ამ სასწაულებით არის სავსე “დიდი მოლნი” . Continue reading

მოუთმენლობა გულისა

ოუთმენლობა გულისა. ძალიან დიდი ტკივილით, დიდი მოლოდინით , დიდი სინანულით და მოუთმენლობით, უსაშველო მოუთმენლობით სავსე ამბავი.
25 წლის ლეიტენანტი ტონი ჰოფმილერი, ჯანმრთელი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. 17 წლის ედით კეკეშფალვა , კეთილშობილი წარმოშობის, დავრდომილი და უიმედო.

”ჯანმრთელებმა, ძლიერებმა, ამაყებმა, მხიარულებმა , არ იციან სიყვარული- ან კი რაში სჭირდებათ იგი? სიყვარულს ისინი ქედმაღლურად და გულგრილად იღებენ, როგორც დამსახურებულ თაყვანისცემას, თითქოს სხვებს ევალებოდეთ მათი ტრფიალი . მათთვის სხვისი გრძნობა, თუნდაც ის სხვა მთელ თავის მეობას აქსოვდეს შიგ, უბრალო დანამატი, თმაში გარჭობილი სამკაულია, მკლავზე წამოცმული სამაჯურია და არა მთელი ცხოვრების აზრი და ბედნიერება.”

Stefan Zweig

შტეფან ცვაიგი

ველაფერი კი ასე დაიწყო:

აჩახჩახებული დარბაზი, ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები..და ამ დროს,

Continue reading

ერთი აფრინდა, ერთი დაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

Image
         ალბათ, თავად ავტორიც ვერ იფიქრებდა, რომ სამოციანი წლების ამერიკისთვის, ცოტა არ იყოს უჩვეულო შინაარსის წიგნი, მოგვიანებით, ეკრანიზაციის სახით, კინოსამყაროში გადატრიალებას მოახდენდა. ფილმმა ხუთი ოსკარი აიღო. დღესაც, როდესაც გადაღებიდან თითქმის ორმოცი წელი გავიდა, არავის დავიწყებია ფილმი, სახელად – „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“

წიგნი უჩვეულო სახელით 

       ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ინდიელი წარმოშობის მწერალმა წიგნი  60-იანების  ჩრდილოეთ ამერიკაში, ანუ იმ დროს დაწერა, როცა ისეთი ცნებები, როგორიცაა „თავისუფალი სული“ , ლიტერატურისთვის უცხო იყო. ეს იყო წიგნი „სისტემის“ წინააღმდეგ პიროვნების დაუღალავ ბრძოლაზე, ცოტა უჩვეულო შინაარსის, ისეთივე უჩვეულო,როგორიც მისი სათაური.
Continue reading