წითელპომადიანი ქალი

14045702_1788333141382718_2246103410467225772_n

“-სიკვდილივით სევდიანი  და სიცოცხლესავით ლამაზი ქალი იყო ელენე.
ამოივლიდა ხოლმე, თავაწეული, მხრებში გაშლილი , ნელი და მძიმე ნაბიჯით. ძველი ჩითის კაბა ეცვა , ყვავილებით დაწინწკლული. ყველა კაბა ერთმანეთს ჰგავდა- მუხლს ქვემოთ, დაღილული და გახამებული საყელოთი.  სწორი ცხვირი ჰქონდა და აფრენილი წარბები. მუდამ წითელი პომადა ესვა. მოწითალო თმას ყოველთვის გადაწეულს და კოსად შეკრულს ატარებდა. და თვალები.. დიდებული თვალები ჰქონდა- ნუშისებრი, თაფლისფერი, საოცრად ნათელი და სევდაჩამდგარი თვალები.
მაშიც 13 წლის გოგოსთვის, საოცრად მიმზიდველი და იდუმალებით მოცული იყო მარტოხელა, მუდამ მარტოდ მოსიარულე ულამაზესი ქალი.
მისი ხმა მხოლოდ ერთხელ გავიგე- წყლის რიგში -”

Continue reading

შემოდგომა, თბილისი და ახალი ოცნებები <3

20161019_143442

ახალი აღმაშენებლის გამზირი

საერთოდ არ მიყვარს შემოდგომა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე მოვევლინე ქვეყანას.
სხვა შემოდგომებთან შედარებით , ეს შემოდგომა რაღაცით საინტერესო გამოდგა.
დავამთავრე მაგისტრატურა და სამსახურს ვეძებ.  -_-
მაქვს ახალი ოცნებები და მიზნები.
უფრო მეტს ვწერ ვიდრე ვწერდი.
ვხატავ.
ვკერავ.
პიანინოზე აღარ ვუკრავ :/ (არ ვიცი რატომ, ალბათ მივხვდი რომ არ გამომდის)
მიყვარს სეირნობა უფრო მეტად, ვიდრე მიყვარდა.
გავხდი მობილიზებული და მოწესრიგებული, რაც აქამდე ძალიან მაკლდა.
გავხდი მშვიდი და წყნარი, გადავეჩვიე ჩხუბს.
მივხვდი, რომ შენთვის უნდა იცხოვრო, არავისზე დამოკიდებული არ იყო და აკეთო ის, რაც გსიამოვნებს!
წელს უფრო გავიზარდე.
და მალე, 11 ნოემბერს, როცა ტრადიციულად დავწერ, რომ ჩემი ბლოგი 4 წლის გახდა, და რომ კიდევ ერთი წელი გავიდა, მეცოდინება, რომ უფრო დიდი ვარ, უფრო ძლიერი, ვიდრე ერთი წლის წინ, ორი, ან კიდევ უფრო მეტი წლის წინ.
ესაა ცხოვრება. დრო გადის და სეზონები იცვლებიან. ჩვენ კი უნდა გავუძლოთ. ყველა ტკივილს, ყველა ბრძოლას, ყველა ცუდად დამთავრებულ ამბავს.
იმიტომ, რომ ესაა ცხოვრება.
მეტი არაფერი.
თქვენ კი, ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ !

გულგრილობის ქრონიკები ანუ-რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ახლობლები?

                                beautiful-cute-girl-photo-writing-Favim.com-64174

არ გიფიქრიათ ? შეიძლება არ გაქვთ გაცნობიერებული, მაგრამ სადღაც , რომელიღაც ტვინის ხვეულს აუცილებლად დაებადებოდა კითხვა- რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ჩვენი ახლობლები? ნათესავები, ოჯახის წევრები, დაქალები.. კითხულობენ ყოველთვის სხვები, სრულიად უცნობი ადამიანები. ტოვებენ კომენტარებს პოსტებზე, გვეუბნებიან რომ მოსწონთ ის, რასაც ვწერთ.
მინდა ხოლმე რომელიმე წარმატებულ ბლოგერს ვკითხო, ისეთს, რომლის პოსტებიც სავსეა კომენტარებით. 50 კომენტარიდან, რამდენია ისეთი ადამიანის, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ? რომელიც მთელი ცხოვრებაა გიცნობთ? რატომ მოსწონთ თქვენი შემოქმედება სხვებს, რატომ გკითხულობენ სხვები, ყოველთვის სხვები, და არა ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები.

Continue reading

როგორია კარგი ბლოგი

                            iloveblogging

ლოგებს ყოველთვის ვკითხულობდი, მანამდეც, სანამ საკუთარს შევქმნიდი და ახლაც. ცოტაა ბლოგი, რომელიც მომწონს. ამიტომ მინდა დავწერო ჩემი, ანუ ერთი ჩვეულებრივი მკითხველის თვალით დანახული კარგი ბლოგი.
მაშ ასე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

 განწყობა
მას წიგნებზეც ამბობენ, ფილმებზეც, სიმღერებსა და ადამიანებზეც კი.
რა არის მაინც ეს განწყობა? ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა გააჩნია და რა თქმა უნდა ეს “განწყობაც” სუქბიექტურია. ყველას მოსწონს ბლოგი, რომელიც დასამახსოვრებელია, პირველივე შესვლისთანავე შეგიქმნით ავტორზე წარმოდგენას და სახელწოდებაც რომ ვერ დაიმახსოვროთ, ერთი პოსტით მაინც  ჩაგრჩებათ გონებაში. ამას კი ავტორი გულწრფელობის საშუალებით თუ მოახერხებს.

გულწრფელობა
 ლოგერის, მწერლის და ყველა იმ ადამიანისთვისაა აუცილებელი, რომელიც ქმნის. წერს, ხატავს, უკრავს..მკითხველს ყოველთვის მოსწონს, როდესაც ავტორი ღიად წერს, საკუთარ გრძნობებს უყვება მკითხველს. როდესაც ვხედავთ, რომ ავტორი გულწრფელია, ანუ წერს იმისათვის რომ სხვას მიაწვდინოს ხმა, წერს იმისათვის, რომ სიმართლე მოუყვეს მკითხველს, ყოველთვის დაიმსახურებს ადამიანების კეთილგანწყობას. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბლოგერი ბლოგისთვის წერს, მარტო იმიტომ, რომ დაწეროს. Continue reading

დრო ყველაფერს ცვლის

BeFunky_null_19.jpg
მბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის. ეს შეიძლება ასეა, შეიძლება არა. მაგრამ დრო მაინც ცვლის .

ალბათ ამისთვის შექმნა ღმერთმა დრო, რომ შეცვალოს.
იმასაც ამბობენ დრო კურნავსო. ადამიანებს კი მაინც გვგონია, რომ ბოლომდე არ კურნავს..

შარშან ამ დროს, 11 ნოემბერს, შუადღისით, ბლოგი შევქმენი. შევედი wordpress.com- ზე და ბლოგის მისამართში ჩემი გვარი და სახელი ჩავწერე.
მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა.
ერთი წელი ძალიან ცოტაა და ამავე დროს ძალიან ბევრი.
ცოტაა მთელი ცხოვრებისთვის, და ბევრია, რომ ეს ცხოვრება თავდაყირა დააყენოს, რომ ოცნებები და იმედები არიოს..

მინდოდა მეთქვა რა მასწავლა ამ ერთმა წელმა, მაგრამ ვერ ვტყვი. შეიძლება არც არაფერი მასწავლა.. ერთი კია-
თუ ოცნებები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულა, იმიტომ ,რომ ყოველთვის იქნება სხვა ოცნება ასახდენად და ყოველთვის გამოჩნდება სხვა მწვერვალი ჩვენი ფანჯრიდან.

ამ ზამთარსაც, ისევე როგორც შარშან, წავალ ჩემს სოფელში, გზაში დავითვლი ლამპიონებს და ვიფიქრებ, რომ იქ, მაინც სულ სხვანაირად კარგადაა ყველაფერი.
ისევ ისე ვითამაშებ თოვლში, ,იქ ხომ მაინც ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, ძალიან ადრე. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ შენს სახლში ისეთი ხარ, როგორიც სინამდვილეში, იქ ხომ ყველა აუხდენელ ოცნებას ეშველება..

რატომ მიყვარს ბლოგების კითხვა

ლოგების კითხვა ჯერ კიდევ იმ დროს დავიწყე, როცა არც კი ვაპირებდი საკუთარი ბლოგის შექმნას. წლების წინ, ჩემთვის ეს იყო დღიური, რომელსაც საჯაროდ, ონლაინ წერდნენ.
ამდენწლიანი კითხვის და წერის შემდეგ მე შემიძლია ვთქვა რომ –
უფრო პროფესიონალური ხასიათისაა ბლოგები, რაიმე კონკრეტული დარგზე ან სფეროზე, თუმცა უფრო გულწრფელია პირადი ბლოგები, სადაც წერენ იმ ყველაფერზე, რაზეც ფიქრობენ.

just_write__by_factor___
დრე სადღაც წავიკითხე, ბლოგებს ისევ ბლოგერები კითხულობენო. კითხულობს ის, ვინც წერს და წერს ის, ვინც კითხულობს. წერა და კითხვა ურღვევი ჯაჭვია და უერთმანეთოდ მათი არსებობა წარმოუდგენელია.
ბლოგი ჩემთვის არის საშუალება დავწერო სახალხოდ. დავწერო ის, რაც მომწონს მე და ვიქონიო იმედი, რომ მოეწონება სხვასაც.
Continue reading