ფილმები-უბრალოდ ცხოვრებაზე


რსებობს ფილმები, რომლებშიც ვერ ნახავთ თავგადასავლებს, ვერ ნახავთ სულისშემძვრელ ისტორიებს .
შეიძლება განსაკუთრებულს და ჯერაც არ ნახულს  სულაც არაფერს გვიყვებოდეს ფილმი, და იყოს უბრალოდ   ცხოვრებაზე.
მართლაც მათი  შინაარსი სულ უბრალოა, ცხოვრებასავით.
არ გიფიქრიათ რომ სწორედ ასეთი ჩვეულებრივი ფილმები უფრო მეტს გვიტოვებენ ?
მე მოგიყვებით რამდენიმე ცხოვრებისეულ ფილმზე, რომელმაც ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა, რაზეც ალბათ არ დავფიქრებოდი, ეს ფილმები რომ არ მენახა..
Valentine`s day
ნამდვილი სიყვარული ისაა, როცა ადამიანი ისეთი გიყვარს როგორიც სინამდვილეშია, თავისი ცუდი თვისებებით.
როცა მასთან ხარ, იმიტომ კი არა რომ კარგია და მის ნაკლს ერ ხედავ, ხედავ, იმიტომ რომ  გიყვარს, და არ გინდა ცხოვრება მის გარეშე.
თუ გინდათ ნახოთ ჩვეულებრივი ამბები სიყვარულზე, ისეთ სიყვარულზე, როგირიც არსებობს. მაშინ ნახეთ ეს ფილმი.
valentines-day

Feast of love
ამ ფილმმა შეიძლება გულიც დაგწყვიტოთ, მაგრამ აუცილებლად დაეთანხმებით ფილმის პერსონაჟებს, რომლებიც ამბობენ, რომ სიყვარულისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. 
სიყვარული შველის, კურნავს და უაზროა ცხოვრება მის გარეშე.
FEL_OK_K05b
Everyone says i love you
ვუდი ალენის რომანტიკული კომედია, რომელშიც ბევრ ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებას გაიგონებთ.
Everyone_Says_I_Love_You
little black book
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია. განსხვავება ნამდვილ და არანამდვილ სიყვარულს შორის. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ეს ფილმი.
onesheet
Love and other disasters
ჩვეულებრივი რომანტიკული კომედიაა, თუმცა ნამდვილად კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ზოგჯერ ასეთი ფილმი უფრო მეტად გვიჩვენებს სინამდვილეს, ვიდრე კინოშედევრები.
Love_And_Other_Disasters
A good woman
ოსკარ უაილდის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ელენ ჰანტის და სკარლეტ იოჰანსონის დუეტი. ძალიან ლამაზი ცხოვრებისეული  ისტორია. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ.
A-Good-Woman

და ბოლოს, ჩემი საყვარელი ფილმი:
Something borrowed
ეს ფილმი ცალმხრივად შეყვარებულ ადამაინებს ძალიან მოეწონებათ. იმიტომ, რომ აქ ყველაფერი კარგად მთავრდება. შეიძლება ცხოვრებაშიც მოხდეს ასე. შეიძლება არა. მაგრამ ეს ფილმია, ჩვენ კი შეგვიძლია ვუყუროთ და ვიფიქროთ, რომ შეიძლება მართლაც ასე კარგად დასრულდეს ყველაფერი.
something_borrowed_dvd_event_main

5 thoughts on “ფილმები-უბრალოდ ცხოვრებაზე

      • ჰო. ეგ მეც შევამჩნიე. მაგრამ იდეა მომეწონა. ცხოვრებაში სიყვარული იშვიათად იმარჯვებს. უფრო ქერა ლამაზმანები იმარჯვებენ ხოლმე. ხოდა მომეწონა რომ არ ფილმში სიყვარულმა გაიმარჯვა.

        Like

Leave a reply to ეველინი Cancel reply