დილის 9-დან საღამოს 9-მდე , ანუ -სად წავიდა ჩვენი ოცნებები?

lost_dreams

დამიანები 6 – დან 25 წლამდე სწავლობენ, 65 წლამდე მუშაობენ.
მუშაობენ ყოველდღე, დილის 9- დან საღამოს 9- მდე. დადიან. გამუდმებით დადიან.. სწავლობენ, ასწვალიან, ბეჭდავენ, ბრძოლობენ, სიტყვით გამოდიან, დაარბენინებენ ქაღალდებს..ზოგჯერ დაწინაურდებიან, ზოგჯერ ჩამოქვეითდებიან, მაგრამ ისინი მუშაობენ, მუშაობენ გამუდმებით. თითქოს მოვალეობააო, თითქოს ვინმე აიძულებთო. ეჩვევიან ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს და ფიქრობენ რომ ესაა ცხოვრება..
სხვები მათზე ამბობენ რომ “ცხოვრება აიწყეს”. ისინიც ფიქრობენ რომ ეს ასეა.
მაგრამ ზოგჯერ , უფრო კი ღამით, დაძინებისას, სხვანაირად ფიქრობენ..
ისინი მუშაობენ ყოველდღე, დილის 9 -დან საღამოს 9- მდე. და აღარ რჩებათ დრო ცხოვრებისთვის.
როდის უნდა იცხოვრონ, როცა არასოდეს სცალიათ, როდის უნდა იოცნებონ, როდის უნდა გაათენონ ღამეები , როდის უნდა დაუკრან პიანინოზე ღამის 2 საათზე,
როდის უნდა დახატონ განთიადი, როდის უნდა ითამაშონ, იმღერონ.. როდის უნდა მიატოვონ ყველაფერი..როცა დილიდან საღამომდე მუშაობენ?
რა იქნა ის ოცნებები ? ბავშვობაში სიზმრად ნანახი თავგადასავლები? მათ საძებნელად რატომ არ მიდიხართ? რატომ არ მიდიხართ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით?
რამდენი ხანია მშობლიური სოფელი არ გინახავთ?
საქმეში ჩარგულებს, ხმაურიანი ქალაქის ქუჩებით გაბრუებულებს, რამდენი ხანია თქვენი ბავშვობის ქუჩა არ გინახავთ?
მაგრამ ამ განათებულ, დიდ ქალაქში, ხომ ასე ძნელია გაიხსენო ის პატარა, ასფალტაყრილი ქუჩა, რომელიც მთელ თქვენს ოცნებებს იტევდა..

გგონიათ თქვენი ბრალია? არა, ეს ცხოვრების ბრალია. ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები რომ ჩვენი თავი არ დავკარგოთ. რომ ჩვენი ოცნებები არ დავკარგოთ. უკვე არაფრისმთქმელი სიტყვაა ეს “ოცნებები”, მაგრამ ისინი ყველაზე ძვირფასები იყვნენ ერთ დროს თქვენთვის. სად არიან ის თავგადასავლები, რომლებიც საყვარელი წიგნის ფურცლებიდან მოიპარეთ და სასწაულებად დაიჯერეთ?
მერე კი ცხოვრება იწყება. ვმუშაობთ, რომ ვიცხოვროთ.
ჩვენ დავდივართ სამსახურში დილის 9- დან საღამოს 9- მდე. ასე გარბის მთელი ცხოვრება.. და მერე გვიკვირს, სად წავიდა ჩვენი ოცნებები.

Advertisements

მე ვწერ.

ნ ვწერ, ან იმაზე ვფიქრობ, როგორ დავწერო. წერას ბევრი უპირატესობა აქვს. ვფიქრობ ხოლმე, საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს წერა. გამოგვდის თუ არ გამოგვდის, ვზივართ და ვწერთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ,რასაც ხელოვნება ქვია, ძალიან გავს ერთმანეთს. მაგალითად მწერალი , ძალიან გავს მსახიობს. როცა წერ ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, შენი გმირებივით იფიქრო, შეითვისო და დაიკარგო იმ ადამიანებში, შენსავე მოგონილ ადამიანებში. გაითავისო მათი ფიქრები, გრძნობები, სიზმრები, გახდე ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ და ალბათ არც იქნებოდი, მწერალი რომ არ ყოფილიყავი.
ეს ყველაფერი, ის , რასაც ჩვენ, ადამიანები ხელოვნებას ვეძახით, სინამდვილეში ისეთი ადამიანური და თავისთავადია, ისეთი ჩვეულებრივი და ყველა ადამიანში, მათ გულის სიღრმეებში ჩაკარგული..

Image

ვენ ყველანი ვეძებთ ჩვენთვის მიუწვდომელს, ზოგჯერ მისაწვდომს, ზოგჯერ შორეულს ან ახლობელს, მაგრამ მაინც ჩვენს, და გვინდა გავაგებინოთ სხვასაც, ყვირილით, ძახილით, წერით, სიმღერით, ხატვით…ოღონდაც გავაგებინოთ Continue reading

ზამთარი , ყინვა და ლამპიონები

Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და Continue reading

4 წლის წინ…

4 წლის წინ, სამხატვრო აკადემიის გამცდაზე , ავიღე პატარა ფურცელი,სადაც ეწერა “10”. ეს ნიშნავდა, რომ მე-10 სკამზე უნდა დავმჯდარიყავი და იქიდან დამეხატა.  მე-10 სკამიდან ნატურმორტი ძალიან ცუდად და მოუხერხებლად ჩანდა. მე ხატვა დავიწყე და იმის გამო რომ სინათლე ზუსტად ჩემს მოპირდაპირე ფანჯრიდან ურტყამდა,  
  ვერ გავარჩიე და ხაზი შეცდომით გავუსვი .. შემდეგ წავშალე , სიჩქარის გამო ფურცელი დაზიანდა. ამის გამო ქულები დამაკლეს და 73 ქულით აკადემიაში ვერ მოვხვდი.. თან იმ წელს პროფესიული სასწავლებლის ბავშვები მეტი რაოდენობით მიიღეს, თან იმ წელს მისაღები ქულა გაზარდეს.. მაინცდამაინც იმ წელს.
.Image
ს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მე შემთხვევით ამოვიღე 10 პატარა ფურცლიდან მაინცდამაინც ის, რომელზეც მე-10 ადგილი ეწერა, მე შემთხვევით ვერ წავშალე სუფთად ,შეცდომით გავლებული ხაზი..ყველაფერი სულ პატარა შეცდომებს მოჰყვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელოს, მაგრამ მთავარს. ეს პატარა  შეცდომები რომ არ მომხდარიყო ,მე ახლა ამას არ დავწერდი, არ დავწერდი იმიტომ, რომ არ მეყვარებოდა წერა,  ვერც აღმოვაჩენდი რომ ჩემი ოცნება წერა იყო.
.remember-who-you-really-are
4 წლის წინ, ის ხაზი სწორად რომ გამევლო..მზის სხივის გამო, არასწორად რომ არ დამენახა ნატურმორტის კონტური..დღეს არ მექნებოდა დღიური, არც ლექსები , არც მოთხრობები არც ბლოგი..შეიძლება ერთი უბრალო და არაფრით გამორჩეული ბლოგი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი..
..შემთხვევით არაფერი ხდება.