გულგრილობის ქრონიკები ანუ-რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ახლობლები?

                                beautiful-cute-girl-photo-writing-Favim.com-64174

არ გიფიქრიათ ? შეიძლება არ გაქვთ გაცნობიერებული, მაგრამ სადღაც , რომელიღაც ტვინის ხვეულს აუცილებლად დაებადებოდა კითხვა- რატომ არ კითხულობენ ჩვენს ბლოგებს ჩვენი ახლობლები? ნათესავები, ოჯახის წევრები, დაქალები.. კითხულობენ ყოველთვის სხვები, სრულიად უცნობი ადამიანები. ტოვებენ კომენტარებს პოსტებზე, გვეუბნებიან რომ მოსწონთ ის, რასაც ვწერთ.
მინდა ხოლმე რომელიმე წარმატებულ ბლოგერს ვკითხო, ისეთს, რომლის პოსტებიც სავსეა კომენტარებით. 50 კომენტარიდან, რამდენია ისეთი ადამიანის, რომელიც ძალიან კარგად გიცნობთ? რომელიც მთელი ცხოვრებაა გიცნობთ? რატომ მოსწონთ თქვენი შემოქმედება სხვებს, რატომ გკითხულობენ სხვები, ყოველთვის სხვები, და არა ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები.

Continue reading

Advertisements

როგორია კარგი ბლოგი

                            iloveblogging

ლოგებს ყოველთვის ვკითხულობდი, მანამდეც, სანამ საკუთარს შევქმნიდი და ახლაც. ცოტაა ბლოგი, რომელიც მომწონს. ამიტომ მინდა დავწერო ჩემი, ანუ ერთი ჩვეულებრივი მკითხველის თვალით დანახული კარგი ბლოგი.
მაშ ასე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

 განწყობა
მას წიგნებზეც ამბობენ, ფილმებზეც, სიმღერებსა და ადამიანებზეც კი.
რა არის მაინც ეს განწყობა? ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა გააჩნია და რა თქმა უნდა ეს “განწყობაც” სუქბიექტურია. ყველას მოსწონს ბლოგი, რომელიც დასამახსოვრებელია, პირველივე შესვლისთანავე შეგიქმნით ავტორზე წარმოდგენას და სახელწოდებაც რომ ვერ დაიმახსოვროთ, ერთი პოსტით მაინც  ჩაგრჩებათ გონებაში. ამას კი ავტორი გულწრფელობის საშუალებით თუ მოახერხებს.

გულწრფელობა
 ლოგერის, მწერლის და ყველა იმ ადამიანისთვისაა აუცილებელი, რომელიც ქმნის. წერს, ხატავს, უკრავს..მკითხველს ყოველთვის მოსწონს, როდესაც ავტორი ღიად წერს, საკუთარ გრძნობებს უყვება მკითხველს. როდესაც ვხედავთ, რომ ავტორი გულწრფელია, ანუ წერს იმისათვის რომ სხვას მიაწვდინოს ხმა, წერს იმისათვის, რომ სიმართლე მოუყვეს მკითხველს, ყოველთვის დაიმსახურებს ადამიანების კეთილგანწყობას. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბლოგერი ბლოგისთვის წერს, მარტო იმიტომ, რომ დაწეროს. Continue reading

უფრო ადვილია დაწერო, ვიდრე თქვა

 

ღმოვაჩინე რომ ბლოგზე ყოველთვის იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ. ადრე მეგონა სახლის მაგივრობას მხოლოდ ჩემი დღიური ასრულებდა. მოულოდნელად კი ეს ვირტუალური რვეული, რომელიც უსასრულოდაა სავსე თეთრი, დასაწერად გამზადებული ფურცლით, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ამდვილი ფურცელი რა თქმა უნდა სხვაა..ოღონდ ერთია, დღიურს სხვები არ კითხულობენ, არ იზიარებენ, არ ესმით. ბლოგი კი შენი ცხოვრებაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს შენი ნაფიქრი, ისიც, რასაც ხმამაღლა არასოდეს იტყვი.
აერთოდ უფრო ადვილია დაწერო, ვიდრე თქვა. ამიტომაც ვწერთ. ალბათ ამიტომაც შექმნა ღმერთმა წერა, სათქმელი რომ გაეადვილებინა ჩვენთვის.

tumblr_m3bkyj6MkE1r60r3yo1_500
დრე მეგონა, ბლოგს რომ შევქმნიდი დავწერდი ყველაფერს, ყველა კატეგორიის პოსტს და ყველა იმ სფეროს შევეხებოდი, რომელიც მაინტერსიებდა. თუმცა არ გამოვიდა. როცა წერ, ყოველთვის მაინც იმას წერ რაც შენს სულშია.
ერ ძალიან ბევრი მაქვს დასაწერი. ვერ ვბედავ ყველაფერი ვთქვა. იმ დღისთვის კი, როცა ამას გავბედავ, მიხარია რომ ბლოგის ფურცლები არასოდეს დაილევა.

 

რატომ მიყვარს ბლოგების კითხვა

ლოგების კითხვა ჯერ კიდევ იმ დროს დავიწყე, როცა არც კი ვაპირებდი საკუთარი ბლოგის შექმნას. წლების წინ, ჩემთვის ეს იყო დღიური, რომელსაც საჯაროდ, ონლაინ წერდნენ.
ამდენწლიანი კითხვის და წერის შემდეგ მე შემიძლია ვთქვა რომ –
უფრო პროფესიონალური ხასიათისაა ბლოგები, რაიმე კონკრეტული დარგზე ან სფეროზე, თუმცა უფრო გულწრფელია პირადი ბლოგები, სადაც წერენ იმ ყველაფერზე, რაზეც ფიქრობენ.

just_write__by_factor___
დრე სადღაც წავიკითხე, ბლოგებს ისევ ბლოგერები კითხულობენო. კითხულობს ის, ვინც წერს და წერს ის, ვინც კითხულობს. წერა და კითხვა ურღვევი ჯაჭვია და უერთმანეთოდ მათი არსებობა წარმოუდგენელია.
ბლოგი ჩემთვის არის საშუალება დავწერო სახალხოდ. დავწერო ის, რაც მომწონს მე და ვიქონიო იმედი, რომ მოეწონება სხვასაც.
Continue reading

Be real- იმღერე ის რაც ხარ

შირად გაიგონებთ, როგორ ეუბნებიან დამწყებ მომღერალს “შენგან ძალიან მაგარ რაღაცას შევქმნიდი” , ანდა “რა კარგი მასალა ხარ”. ეს ერთი შეხედვით დიდ პერსპექტივებს უქადის მომღერალს..ასეც არის: მასზე იმუშავებენ, შეურჩევენ ჟანრს, სცენაზე დააყენებენ, დაუწერენ სიმღერებს, ამღერებენ, ვარსკვლავს დაამსგავსებენ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ ის გახდეს , როგორც თავად ეძახიან “უკეთ გაყიდვადი”..ერთი სიტყვით გააკეთებენ მასალას და გაყიდიან. მერე კი ამას ხელოვნებას დაუძახებენ. მაგრამ..
ყველაფერი, რაც კომერციული მიზნით კეთდება, არ არის ხელოვნება !

Image

ს არის ის, რაც  ისედაც ქვია, შოუ-ბიზნესი. ანუ სანახაობა, რომლითაც იშოვება ფული.
ჩვენ, მსმენელმა, ყოველთვის ვიცით, რომ ეს ასეა. მაგრამ მაინც ვუსმენთ მათ. მეც ვუსმენ .და ძალიან ცოტა ადამიანის გარდა უსმენს თითქმის ყველა.
როექტებში, რომლებიც ახალი მომღერლების აღმოჩენას ემსახურება, ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: “შენ ძალიან კარგი  ხარ, მაგრამ ხალხი ვერ გაიგებს შენს მუსიკას..” და  არჩევენ იმათ, ვისაც გაიგებს ხალხი, ანუ უკეთესად გაიყიდება. ისინი კი,ვისაც ხალხი ვერ გაიგებს, არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან, ისეთი თვითმყოფადები არიან, რომ ვერ მოხერხდება მათზე მუშაობა. რადგან..
ნამდვილი ხელოვანი დამუშავებას არ ექვემდებარება! 
მიტომ არიან ჩრდილში ამ ნამდვილების უმრავლესობა. უკრავენ მიწისქვეშაში , ღამეებს ათენებენ და წერენ თავიანთ სიზმრებს, ოცნებებს, ბავშვობას, ან ძალიან უბრალოდ – სიყვარულს.
მაგრამ ხალხი, მაინც სხვებს “იგებს” , სცენაზე მდგარ, დამუშავებულ, სხვის დაწერილ, სხვის დაპროექტებულ, გასაყიდად მომზადებულ მბრწყინავ და სტანდარტულ მომღერლებს, რომლებსაც შეიძლება არც კი უფუქრიათ, რატომ მღერიან იმას, რასაც არ გრძნობენ.
Continue reading

მე ვწერ.

ნ ვწერ, ან იმაზე ვფიქრობ, როგორ დავწერო. წერას ბევრი უპირატესობა აქვს. ვფიქრობ ხოლმე, საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს წერა. გამოგვდის თუ არ გამოგვდის, ვზივართ და ვწერთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ,რასაც ხელოვნება ქვია, ძალიან გავს ერთმანეთს. მაგალითად მწერალი , ძალიან გავს მსახიობს. როცა წერ ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, შენი გმირებივით იფიქრო, შეითვისო და დაიკარგო იმ ადამიანებში, შენსავე მოგონილ ადამიანებში. გაითავისო მათი ფიქრები, გრძნობები, სიზმრები, გახდე ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ და ალბათ არც იქნებოდი, მწერალი რომ არ ყოფილიყავი.
ეს ყველაფერი, ის , რასაც ჩვენ, ადამიანები ხელოვნებას ვეძახით, სინამდვილეში ისეთი ადამიანური და თავისთავადია, ისეთი ჩვეულებრივი და ყველა ადამიანში, მათ გულის სიღრმეებში ჩაკარგული..

Image

ვენ ყველანი ვეძებთ ჩვენთვის მიუწვდომელს, ზოგჯერ მისაწვდომს, ზოგჯერ შორეულს ან ახლობელს, მაგრამ მაინც ჩვენს, და გვინდა გავაგებინოთ სხვასაც, ყვირილით, ძახილით, წერით, სიმღერით, ხატვით…ოღონდაც გავაგებინოთ Continue reading

ვინ გინდა იყო ?

იფიქრიათ ოდესმე, რომ თუ ისეთი იქნებით , როგორიც სინამდვილეში ხართ, არავინ მიგიღებთ? ან არაფერი გამოგივათ?  ამას იშვიათად ვფიქრობთ, ისე იშვიათად, რომ შეიძლება გვგონია კიდეც, რომ არასოდეს გვიფიქრია.
მარტივად რომ ვთქვათ , ჩვენ, ადამიანები (და ალბათ სხვებიც) ვიბადებით ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ვიბადებით ჩვენი ოცნებებით, ჩვენი საკუთარი ნატვრებით და მიზნებით, ჩვენი საკუთარი საყვარელი ფერით, საყვარელი სიმღერით, საყვარელი ადგილით.. და მერე, როცა ვიზრდებით ,ნელ-ნელა ვხდებით ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ , და არა ისეთები როგორებიც ვართ.

Image

მინდა ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და ალბათ ვიქნებოდი კიდეც, ქვეყნად სხვა ადამაინები რომ არ არსებობდნენო. ანა ფრანკმა დაწერა, დაახლოებით ასე. ჩვენ გვცვლის ცხოვრება, ისე, რომ გვიჭირს გავიგოთ ვინ ვართ და ვინ გვინდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ კი არა,- გვინდა , რომ ვიყოთ.
Patty-Kikos-bewho-you-want
ადამიანი, ყოველთვის  იმას ესწრაფვის რაც სინამდვილეშია.
შენ გინდა დაუკრა პიანინოზე, ნოტებს რომ ხედავ ჟრუანტელი გივლის.სიზმარშიც რამდენჯერ გინახავს ხალხით სავსე დარბაზი , ოვაციები..სცენა ნათდება და შენ გამოდიხარ, თითებს ახებ კლავიშებს…და იწყება..  Continue reading