“კატების სიყვარული სავალდებულოა “

მ დღეს ვუყურე “დისქავერის” გადაცემას სახელად- “კატების სიყვარული სავალდებულოა“(Must love cats). ეს იყო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება.

image

იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სასტუმრო კატებისთვის, თავად მიჰყავდათ უპატრონო კატები და აცხოვრებდნენ მათ სრულ კომფორტში; ვნახე ექიმი, რომელამაც თვითონ გაიღო 10 000 დოლარი და კატას გაუკეთა ფეხების პროთეზი .ამას გარდა ათობით კატა ჰყავდა გადარჩენილი უსასყიდლოდ.
ეს ყველაფერი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში:ინგლისში რიგები დგას კატის ასაყვანად, იაპონიაში საერთოდ კულტი აქვთ ამ ცხოველის ,ესპანეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერც ნახავთ ქუჩაში უპატრონო კატასა და ძაღლს.

image

ეს  არ ხდება აქ.
მხოლოდ აქ გეტყვიან რომ მეტი საქმე არ გაქვს, როცა წუხარ გარეთ , სიცივეში მყოფ კატებზე და იმაზე, რომ მათ დააძინებენ და მოკლავენ.
რატომ არ გესმით, რომ კატებსა და ძაღლებზე წუხილი არ ნიშნავს რომ საქმე არ გაქვს, ეს ნიშნავს რომ უნდა დაეხმარო მათ, ვისი დახმარება შეგიძლია. შეიძლება არ გქონდეს ფული, რომ  უსახლკარო ადამიანს მისცე სახლი, უზრუნველყო ყველანაირად ,მაგრამ ხომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია?  გავუნაწილოთ საჭმელი, დავეხმაროთ ცოტაოდენი ფულით?
და მითუმეტეს ყველას გვაქვს  ერთი ნაჭერი პური, რომ დავაპუროთ უპატრონო კატა და ძაღლი. ხომ გვაქვს ყუთი რომ გავუკეთოთ მათ სახლი.. ან დავდოთ ფოტო ინტერნეტში და გავაჩუქოთ მზრუნველ პატრონზე? სიკეთის თეორიაა. დაეხმარე ისე, როგორც შეგიძლია.

image

არც კი მინდა წარმოდგენა როგორი იქნებოდა დღე, ჩემი პატარა ბიჭის გარეშე.. მისი ხტუნვისა და თამაშის გარეშე, იმის გარეშე ,როგორ დარბის, როგორ მეძახის, როგორი თბილია და საყვარელი..
ასე რომ..აიყვანეთ კატები! ❤
ნუ მისცემთ საშუალებას სხვებს სიცოცხლე წაართვან ამ უსაყვარლეს არსებებს, ნუ დაუშვებთ რომ გაიყინნონ გარეთ ან შინშილით დაიხოცნონ.
თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდება , როცა ამ საყვარელ ცხოველს მიიყვანთ სახლში. დამიჯერეთ❤

Advertisements

შარიკა


აკო ბებოს ეზოში ერთი ტყემლის ხე იდგა. გამოზაფხულდებოდა თუ არა, უბნის ბავშვები შევესეოდით ამ ხეს და მალე ისე გავაჩანაგებდით, ერთი ტყემალი აღარ შერჩებოდა ხოლმე. მაკო ბებო სახლის კარს რომ გააღებდა, კარის ჭრიალზე ვიგებდით და თავპირისმტვრევით გამოვრბოდით ეზოდან. უკან კი შარიკა მოგვყვებოდა და გვაცილებდა, ის არასოდეს გვიყეფდა. შარიკა  მაკო ბებოს ერთადერთი მოსახლე იყო.

თეთრი იყო, საშუალო ზომის. არაფერით განსხვავდებოდა სხვა ძაღლებისაგან. ერთი ის იყო, საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა.
მთელი ეზო აკლებული ჰქონდა შარიკას. ყეფდა, უცხოებს უღრენდა   , დასდევდა ბურთებს, ჩვენც დაგვდევდა . ერთი სიტყვით ცხოვრობა ისე, როგორც სხვა ძაღლები ცხოვრობენ ,არც უკეთესად, არც უარესად.  უჩვეულო ის იყო, რომ ეზოს გარეთ არასოდეს გასულა.პატრონს არ მოშორებია. ერთ დაძახებაზე მასთან გაჩნდებოდა ხოლმე.

chemi ca
მაკო ბებო და შარიკა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგნა  . სულ ერთმანეთის კუდში დაბორიალობდნენ და ისინი ცალ-ცალკე არც არავის უნახავს. მე არ ვიცი როდის მოიყვანეს ის ჩვენს ეზოში, მაგრამ ბავშვობა მის გარეშე არ მახსენდება.

2005 წლის ზაფხული იდგა, მე-8 კლასში გადავდიოდი და როგორც წინა შვიდ ზაფხულს,
ახლაც არდადეგებს სოფელში ვატარებდი. Continue reading