‘შენ

14333179_693011897522961_5413912248202197117_nშენ იტყოდი , რომ ბანალურია,
მაგრამ მაინც,
რა კარგი იქნებოდა, ვიწვეთ ახლა გულაღმა ცას მიშტერებულები,
და შენ შენს ოცნებებზე მიყვებოდე..

ოქტომბერია.
არ მეგონა თუ დამივიწყებდი.
მითუმეტეს ამ შემოდგომას, როცა ისეთია ყველაფერი, ისეთი.. ლამისაა სიყვარულის მეც დავიჯერო.

თითქმის ყველა ფოთოლი ჩამოვარდა.
მაგ თვალებმა კი ჩემი გული ვერ დაინახეს.

Advertisements

‘წუხელ სიზმარში გნახე’

fg

წუხელ სიზმარში გნახე.
ისეთი იყო ყველაფერი, ისეთი ნამდვილი, ისეთი ხელშესახებად ნამდვილი. .
შენ იყავი ისეთი კარგი, როგორიც ხარ, მე კი ისეთი ბედნიერი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ.
და ვიყავით ერთად.
მე და შენ. ჩვენ.

წუხელ სიზმარში გნახე.
.. ვითომ გიყვარდი.
ვითომ კი არა, მართლა გიყვარდი!
..ალბათ ასე გეყვარებოდი ცხოვრებაშიც, სიზმრები რომ ხდებოდეს.

ახდენილი სიზმრები კი არ არსებობს.
ოცნებებივით.

ახდენილ სიზმრებს უკვე ბედნიერება ქვია.
..
მე წუხელ სიზმარში გნახე.
შენ შენი საყვარელი მაისური გეცვა, მე შენი საყვარელი ყვავილებიანი კაბა.
და ყველაფერი იყო ისეთი არაჩვეულებრივი,ისეთი კარგი, როგორიც მხოლოდ სიზმარში შეიძლება იყოს.

‘სიზმრები კი აუხდენელ ოცნებებს გვანან.
გაუშლელად დამჭკნარი ყვავილივით,
სიცოცხლეში  რომ ვერასოდეს გაიხარებენ.’

მატარებელი. წერილი.წვიმა.

 

DSC_1856-1
დგა გაუნძრევლად. ბაქანი სავსე იყო ხალხით. წვიმდა. ის იდგა , ხელში გაშლილი ფურცელი ეჭირა. გაფითრებულიყო, ეტყობოდა ერბინა. მძიმედ სუნთქავდა. გაშეშებული, თვალმოუცილებლად უყურებდა მიმავალ მატარებელს.
იდგა კიდევ ორიოდ წუთს. მერე ქაღალდს დახედა. ერთხანს უყურა, სწრაფად დაკუჭა, ძირს დააგდო და უკანმოუხედავად , სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გასასვლელს.
მივედი. ჩუმად, თითქოს მითვალთვალებენო, მიმოვიხედე, ავიღე ფურცელი და  გავშალე. გაკრული ხელით ეწერა, მაგრამ ლამაზად, ქალურად, დახრილი ასოებით:

‘-რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა.
რაღაც ისეთი, ჩემს თავს რომ შეგაყვარებდა..და..
ვერ გითხარი.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა..
გუშინ საღამოს, ან უფრო ადრე.
რაღაც ისეთი..როგორ ვთქვა.. ახდენილი ოცნების მსგავსი,
ადრე გაზაფხულის მსგავსი,
წიგნში ნაპოვნი წერილის მსგავსი.. რაღაც მთავარი. გესმის?
მაგრამ..
ვერ გითხარი.
შენ კიდევ ადექი და წახვედი.
გეგონა დაგივიწყე, გეგონა გული ამიცრუვდა შენზე.
რაღაც მთავარი მინდოდა მეთქვა. და ვერ გითხარი.
მაპატიე.’

Tengo ganas de ti.

54d282178d0ff18896d3755adfc5fbe6o
შენთან ყოველთვის სხვა იქნება. მე კი..
ვზივარ , როგორც ცარიელი სახლი. მოლოდინით მტვერდადებული,
როგორც ფურცელი, რომელზეც არ დაწერეს,
როგორც ისტორია, სადაც არაფერი ხდება.
ვზივარ.
შენთან კი, ყოველთვის სხვა იქნება.

შენთან ყოველთვის სხვა იქნება. ხედავ?
ხომ გეუბნებოდი. შენ კი ჯიუტად ამბობდი, არაო.
მე წავალ. დღეს თუ არა ხვალ.
ჩემს მერე გაზაფხულიც დადგება შენთან და ზამთარიც.
გაგახსენდები ხოლმე, ალბათ უფრო ზამთარში. ზამთარივით ცივი ვარ და იმიტომ.

“დამიჯერებდი მაშინაც, თუ კი ყველა იტყოდა რომ ვტყუი?”
მე კი მაინც იმედი მაქვს, მე გახსენდები,
როცა შენს საყვარელ სიმღერაზე ფიქრობ.
რა დიდი ოცნებაა არა?
(ახდენილი ოცნებები არ არსებობს.)

სეზონები იცვლებიან,
მე კი ისევ შენს ღიმილზე ვფიქრობ..

რა პატარაა ეს ცხოვრება სიყვარულისთვის.

ჩვენ რომ ფილმში ვიყოთ

13239312_609137599252332_6895682304676841413_n
ვენ რომ ფილმში ვიყოთ-მეთქი, ვფიქრობდი. ანუ-მე და შენ.
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა:
შენ  ყველაფრით განებივრებული, პოპულარული ბიჭი იქნებოდი.
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო.
ყველაფრით ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი თმით, ჩვეულებრივი თვალებით, ჩვეულებრივი მოსაწყენი ცხოვრებით. მხოლოდ ჩემი სიყვარული იქნებოდა არაჩვეულებრივი, რომელსაც ყველა შეამჩნევდა ..შენს გარდა.
ჰოდა, შენც ადგებოდი და ყველას შეამჩნევდი, ყველას შეიყვარებდი, ყველას დაინახავდი.. ყველას- ჩემს გარდა.
ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიქნებოდით და მეტი არაფერი.
და ასე გავიდოდა დღეები, კვირები, თვეები.. იქნებოდი-შენ შენთვის. მე არავისთვის.
დავჯდებოდი საღამოობით ფანჯარასთან და დავწერდი შენს ყველა გამოხედვას, შენს ყველა მაისურის ფერს, და შენს სიცილს, მზის სხივებად რომ მეჭრება სახეზე, ყოველ შენს დანახვაზე.

Continue reading

შენ მართლა აქ ხარ? თუ მე ვოცნებობ..

13697050_1778906818992017_2719519915285127695_n


“-შენ მართლა აქ ხარ? ..თუ მე ვოცნებობ?

(უკვე ვერ ვარჩევ ოცნებას რეალობისგან)
შენ მართლა აქ ხარ?  იქნებ სიზმარია. ვეღარ ვარჩევ შენს სახეს, იმდენი დრო გავიდა..”

დარწმუნებული ხარ, რომ დამიჯერებდი, თუ კი ყველა იტყოდა რომ ვტყუი?
მე კი ისევ შენს ღიმილზე ვფიქრობ..
თვალებში სიამაყეჩამდგარ ღიმილზე. და თითქოს, უკვე, ძნელად ვიხსენებ შენს სახეს.
იმისიც კი მეშინია, არ დამავიწყდეს შენი თვალები.
..
და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი დავიწყება შეგიძლია,
სხვისი პოვნა შეგიძლია! სხვისი , გესმის? ვიღაც ახლის..
..
იმ სხვას შეუძლია ადგეს და წავიდეს.
სხვას შეუძლია უყვარდე, და სხვასთან იყოს.
მე შემიძლია სხვასთან იყო , და მიყვარდე.
..
ჩემთვის უშენობა სეზონებით იზომება.
შენთვის ცხოვრების ერთი გვერდია.

ზაფხულიც უშენოდ ჩაივლის.

***
მე დღესაც არ ვიცი რამდენი ფოთოლი უნდა ჩამოვარდეს, შემოდგომას შემოდგომა რომ  დაერქვას.
არ ვიცი რამდენი ვაშლი უნდა აყვავდეს,  გაზაფხული რომ მოვიდეს ჩემს ქუჩაზე.
ისიც არ ვიცი, რამდენი ხელის გაწვდენაზეა ტყემლის ხე ჩემი ფანჯრიდან, ან რამდენი ბავშვობა დამრჩა, სანამ ნაძვები ფერს შეიცვლიან..
მაგრამ ვიცი,  დაგიჯერებდი მაშინაც, თუ კი ყველა იტყოდა, რომ ტყუი..

ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო..

image

‘ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო, ავდგებოდი და ყველაფერს გეტყოდი.
გეტყოდი როგორ აცივდა ჩემთან, როგორ ერთნაირად ინთება და ქრება სინათლე აგურის, წითელსახურავიან სახლებში. იმასაც გეტყოდი, დილით, ფანჯრებზე მზის სხივები, შენს სიცილს მაგონებს მეთქი..
ახლა რომ გეკითხა როგორ ხარო ყველაფერს გეტყოდი, ყველა გამოვლილ  და არგამოვლილ ტრაგედიას მოგიყვებოდი.
მოგიყვებოდი როგორ ერთნაირად , თავჩაქინდრულები დგანან ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე, იმასაც გეტყოდი, ყოველ წასვლა- წამოსვლაზე ვითვლი მეთქი.
ყველა დამალობანას და მთელ ჩემს ხელებდაკაწრულ ბავშვობას მოგიყვებოდი..ტყემლის ხეებით დაწყებული, ტომ სოიერით დამთავრებული.
შენ რომ გეკითხა, როგორ ხარო,ახლა რომ გეკითხა როგორ ხარო.. ყველაფერს გეტყოდი.
იმასაც, ჩემი ერთადერთი გადარჩენა შენი თვალებია მეთქი.
ახლა რომ გეკითხა, როგორ ხარო,
გეტყოდი. ყველაფერს გეტყოდი..’