დამალობანა გინდა?

– დამალობანა გინდა?
და ისე , როგორც ადრე,
დრო დავაბრუნოთ გინდა?
ეზო , სხივებით სავსე..

რა დრო გასულა უკვე..
თითქოს ათასი წელი..
ეს დრო დაეტყოთ ქუჩებს,
ხეებს შეცვლიათ ფერი..

და იმ თამაშებს მომწყვეტს
დიდი ქალაქი ისევ,
მეც დავივიწყებ ნებით,
ან სულ არც მახსოვს იქნებ..

ციგით დავეშვათ მოდი !
ან , სულაც, ცასთან ახლოს
იმ ჰორიზონტებს ვდიოთ..
..სულ არაფერი გახსოვს?..

გთხოვ..სანამ ჩვენი ქუჩა
ფოთლებით არის სავსე..
-დამალობანა გინდა?
ჰო, ისე, როგორც ადრე..

Advertisements

დილის 9-დან საღამოს 9-მდე , ანუ -სად წავიდა ჩვენი ოცნებები?

                                 lost_dreams
დამიანები 6 – დან 25 წლამდე სწავლობენ, 65 წლამდე მუშაობენ.
მუშაობენ ყოველდღე, დილის 9- დან საღამოს 9- მდე. დადიან. გამუდმებით დადიან.. სწავლობენ, ასწვალიან, ბეჭდავენ, ბრძოლობენ, სიტყვით გამოდიან, დაარბენინებენ ქაღალდებს..ზოგჯერ დაწინაურდებიან, ზოგჯერ ჩამოქვეითდებიან, მაგრამ ისინი მუშაობენ, მუშაობენ გამუდმებით. თითქოს მოვალეობააო, თითქოს ვინმე აიძულებთო. ეჩვევიან ყოველთვიურ სტაბილურ შემოსავალს და ფიქრობენ რომ ესაა ცხოვრება..
სხვები მათზე ამბობენ რომ  “ცხოვრება აიწყეს”. ისინიც ფიქრობენ რომ ეს ასეა.
მაგრამ ზოგჯერ , უფრო კი ღამით, დაძინებისას, სხვანაირად ფიქრობენ..
ისინი მუშაობენ ყოველდღე, დილის 9 -დან საღამოს 9- მდე. და აღარ რჩებათ დრო ცხოვრებისთვის.
როდის უნდა იცხოვრონ, როცა არასოდეს სცალიათ, როდის უნდა იოცნებონ, როდის უნდა გაათენონ ღამეები , როდის უნდა დაუკრან პიანინოზე ღამის 2 საათზე,
როდის უნდა დახატონ განთიადი, როდის უნდა ითამაშონ, იმღერონ.. როდის უნდა მიატოვონ ყველაფერი..როცა დილიდან საღამომდე მუშაობენ?
რა იქნა ის ოცნებები ? ბავშვობაში სიზმრად ნანახი თავგადასავლები? მათ საძებნელად რატომ არ მიდიხართ? რატომ არ მიდიხართ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით?
რამდენი ხანია მშობლიური სოფელი არ გინახავთ?
საქმეში ჩარგულებს, ხმაურიანი ქალაქის ქუჩებით გაბრუებულებს, რამდენი ხანია თქვენი ბავშვობის ქუჩა არ გინახავთ?
მაგრამ ამ განათებულ, დიდ ქალაქში, ხომ ასე ძნელია გაიხსენო ის პატარა, ასფალტაყრილი ქუჩა, რომელიც მთელ თქვენს ოცნებებს იტევდა..

გგონიათ თქვენი ბრალია? არა, ეს ცხოვრების ბრალია. ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები რომ ჩვენი თავი არ დავკარგოთ. რომ ჩვენი ოცნებები არ დავკარგოთ. უკვე არაფრისმთქმელი სიტყვაა ეს “ოცნებები”, მაგრამ ისინი ყველაზე ძვირფასები იყვნენ ერთ დროს თქვენთვის. სად არიან ის თავგადასავლები, რომლებიც საყვარელი წიგნის ფურცლებიდან მოიპარეთ და სასწაულებად დაიჯერეთ?
მერე კი ცხოვრება იწყება. ვმუშაობთ, რომ ვიცხოვროთ.
ჩვენ დავდივართ სამსახურში დილის 9- დან საღამოს 9- მდე. ასე გარბის მთელი ცხოვრება.. და მერე გვიკვირს, სად წავიდა ჩვენი ოცნებები.

ზამთარი , ყინვა და ლამპიონები

Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და Continue reading