ჩვენ რომ ფილმში ვიყოთ

13239312_609137599252332_6895682304676841413_n
ვენ რომ ფილმში ვიყოთ-მეთქი, ვფიქრობდი. ანუ-მე და შენ.
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა:
შენ  ყველაფრით განებივრებული, პოპულარული ბიჭი იქნებოდი.
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო.
ყველაფრით ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი თმით, ჩვეულებრივი თვალებით, ჩვეულებრივი მოსაწყენი ცხოვრებით. მხოლოდ ჩემი სიყვარული იქნებოდა არაჩვეულებრივი, რომელსაც ყველა შეამჩნევდა ..შენს გარდა.
ჰოდა, შენც ადგებოდი და ყველას შეამჩნევდი, ყველას შეიყვარებდი, ყველას დაინახავდი.. ყველას- ჩემს გარდა.
ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიქნებოდით და მეტი არაფერი.
და ასე გავიდოდა დღეები, კვირები, თვეები.. იქნებოდი-შენ შენთვის. მე არავისთვის.
დავჯდებოდი საღამოობით ფანჯარასთან და დავწერდი შენს ყველა გამოხედვას, შენს ყველა მაისურის ფერს, და შენს სიცილს, მზის სხივებად რომ მეჭრება სახეზე, ყოველ შენს დანახვაზე.

Continue reading

Advertisements

“აბა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას “

image

რაღაც გაორება გემართება , უყურებ და ხედავ, რომ სიყვარული არ არსებობს. უყურებ როგორ ეცვლებათ გრძნობები. კვდებიან სიყვარულისგან,  და მერე -ჰოპ, აღარ უყვართ.
თელავენ, ზედ უვლიან, აცამტვერებენ, ამიწიერებენ, აუფერულებენ.. ჰოდა აღარ გინდა ასეთი. ის გინდა, სხვა, სხვანაირი, ნამდვილი..წიგნებში და ფილმებში რომ არის ისეთი, ადრე რომ იყო ისეთი, ძალიან ადრე, სხვა ეპოქაში.

მერე უკვე წიგნებში წაკითხული სიყვარულის გჯერა , ფილმებში ნანახის, გაგონილის, მოყოლილის..
არადა, როგორ შეიძლება , ხომ წარმოუდგენელია, სიყვარულის არ გჯეროდეს! ეს იგივეა, ღმერთის არ გჯეროდეს.. იმის არ გჯეროდეს, რამაც უნდა გადაგარჩინოს..

***

“- თუ გინდა არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?
– შენ კი გხედავ, სოსოია.
– აბა, მეტი რა გინდა, ხატია?
– მეტი არაფერი. “

და რა უნდა გინდოდეს მეტი?

სადღაც ხომ იყო, ხომ არსებობდნენ სოსოია და ხატია, რომეო და ჯულიეტა, პოლი და ვირჟინი, ჯეკი და როუზი, გედია და მარიტა, ინგა და კუკარაჩა..სადღაც ხომ იყო სიყვარული. შენთვის თუ არა, ვიღაცისთვის ხომ იყო.
აი ესაა მთავარი.
თან ხომ ,  გაზაფხულია და, აბა , გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას.

 

ბიჭები არ ტირიან/ Boys don`t cry

Boys_Dont_Cry_1999_ost
იჭები არ ტირიან, მაგრამ  იტირებენ, როცა ამ ფილმს ნახავენ.
ამბობენ უნდა გაიარო ადამიანის ცხოვრების გზა, მისი ყოველი დღე უნდა ნახო, მისი ყოველი განცდა უნდა იცოდე,  რომ გაუგოო.
პირველად , როცა ამ ფილმს ვუყურე, თითქოს მთელი სიცხადით დავინახე ამ ადამიანების ცხოვრება. ყველა იმ ადამიანის, რომელიც სხვისი სხეულით იბადება.
ფილმი ბიჭზეა. გოგოს სხეულით დაბადებულ ბიჭზე.

Continue reading

ფილმები-უბრალოდ ცხოვრებაზე

რსებობს ფილმები, რომლებშიც ვერ ნახავთ თავგადასავლებს, ვერ ნახავთ სულისშემძვრელ ისტორიებს .
შეიძლება განსაკუთრებულს და ჯერაც არ ნახულს  სულაც არაფერს გვიყვებოდეს ფილმი, და იყოს უბრალოდ   ცხოვრებაზე.
მართლაც მათი  შინაარსი სულ უბრალოა, ცხოვრებასავით.
არ გიფიქრიათ რომ სწორედ ასეთი ჩვეულებრივი ფილმები უფრო მეტს გვიტოვებენ ?
მე მოგიყვებით რამდენიმე ცხოვრებისეულ ფილმზე, რომელმაც ბევრ ისეთ რამეზე დამაფიქრა, რაზეც ალბათ არ დავფიქრებოდი, ეს ფილმები რომ არ მენახა..
Valentine`s day
ნამდვილი სიყვარული ისაა, როცა ადამიანი ისეთი გიყვარს როგორიც სინამდვილეშია, თავისი ცუდი თვისებებით.
როცა მასთან ხარ, იმიტომ კი არა რომ კარგია და მის ნაკლს ერ ხედავ, ხედავ, იმიტომ რომ  გიყვარს, და არ გინდა ცხოვრება მის გარეშე.
თუ გინდათ ნახოთ ჩვეულებრივი ამბები სიყვარულზე, ისეთ სიყვარულზე, როგირიც არსებობს. მაშინ ნახეთ ეს ფილმი.
valentines-day

Feast of love
ამ ფილმმა შეიძლება გულიც დაგწყვიტოთ, მაგრამ აუცილებლად დაეთანხმებით ფილმის პერსონაჟებს, რომლებიც ამბობენ, რომ სიყვარულისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი.  Continue reading

აქ არ არსებობს წესი, ანუ -He`s just not that into you

მდღეს ერთ ფილმს ვუყურე. ქართულად ასე ერქვა , ” დაპირება არ ნიშნავს ცოლად მოყვანას” , ორიგინალში კი, “He`s just not that into you” ქვია.
მ ფილმის შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ წავიკითხე, ქართული Cosmopolitan -ის ერთ-ერთი ნომრის, რედაქტორის სვეტში. მაშინ , 5 წლის წინ, არ ვიცოდი რატომ უნდა მეფიქრა ასეთ თემებზე.  რატომ იყო მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ რას დაგპრდებოდა და ვინ რას შეასრულებდა, არ მესმოდა ფილმების, რომლებიც, ჩვეულებრივ, რეალურ ამბებს ასახავდნენ და საერთოდ, არ მესმოდა რატომ აღელვებდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. მაშინ მეგონა, რომ, თუ ვინმე გეყვარებოდა, მასაც ეყვარებოდი და იცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად.
დახლოებით 1 კვირის წინ, შემთხვევით , რომელიღაც ქართულ არხზე გადავრთე და თვალი მოვკარი ფილმის სათაურს.

Image
იუჟეტი ჩვეულებრივია.  შეიძლება უყურო, მაგრამ არც კი დაფიქრდე ფილმის იდეაზე. რადგან ზედმეტად ჩვეულებრივია ყველაფერი, ყოველგვარი ვნებათაღელვისა და თავგადასავლების გარეშე. მე ასეთი ფილმები არ მიყვარს. მაგრამ მიყვარს ისეთი დასკვნები, როგორებსაც ასეთ “ჩვეულებრივ” ფილმებში აკეთებენ. Continue reading

ოქროს შუალედი ანუ, გავხადოთ ცხოვრება უკეთესი

ხოვრებაში აუცილებლად ვხვდებით საკითხებს, რომლებზეც კამათობს ყველა. რომლის ზუსტი პასუხიც არავინ იცის და შეთანხმებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. თუ ასეთ საკითხებზე არაფერი გსმენიათ, აუცილებლად გაიგებთ. ადამაინი მუდამ ძიების პროცესშია(იგულისხმება ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი) ცდილობს აღმოაჩინოს ჭეშმარიტება, რომელიც ყელასთვის განსხვავებულია.ის ხშირად, იშვიათად ან არასოდეს იცვლის მოსაზრებებს მისთვის მნიშვნელოვან ან არამნიშვნელოვან საკითხებზე. ყველთვის იქნება სხვა ადამიანი, რომელიც ასევე ეძებს ჭეშმარიტებას, ასევე აზროვნებს და გამოაქვს დასკვნები. რა არის სწორი ან არასწორი. აქედან გამომდინარე ,ყოველთვის იქნება ორი ადამიანი მაინც,რომელთა აზრიც განსხვავებული იქნება. რადგან, ცხოვრებაში ყველაფერი სუბიექტურია! Image ს ზოგადად, ახლა კი ის საკითხები ,რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას ხშირად იწვევს. ველა ქვეყანას აქვს წესები. რომლებსაც ტრადიციებს ვუწოდებთ. ისინი იქმნებიან დროსთან ერთად. შესაბამისად შეიძლება ითქვას ორგანული და თავისთავადია. სწორია თუ არა ეს ტრადიციები?
Continue reading