შთაბეჭდილებები

არშან, ამ დროს ,ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყო .
თითქოს არაფერი შცვლილა, მაგრამ მაინც, ადრე  სხვანაირად იყო. ბედნიერად.  ცხოვრება ყოველთვის ცვლის ყველაფერს, ეს შეიძლება ზედმეტად სევდიანია. შეიძლება არა.
ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა.

Image
რ იქნებოდა მოგონება, დასასრული რომ არ ყოფილიყო. დასასრული იმ მომენტის, იმ წუთის, რასაც დღეს მოგონება ჰქვია.
იცით როგორ მოგონებებზე ვამბობ? დიდ ამბავზე კი არა, ან ისტორიაზე, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია.. არა, მე ვამბობ შთაბეჭდილებებზე. სხვისთვის უმნიშვნელოზე, შეიძლება ზედმეტად უმნიშვნელოზეც კი მოსაყოლად. მაგრამ ისეთ მოგონებებზე, მთელ დღეებს, მთელ წელს და ზოგჯერ ცხოვრებასაც  რომ ცვლის. ამას სხვები ვერ ამჩნევენ, თორემ ნამდვილად ცვლის.
ერე, დროის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვიხსენებთ რა კარგი იყო მაშინ, იმ დროს. და ვამბობთ რომ ცხოვრება გაცილებით ლამაზი იყო, სხვანაირი.  ვიცით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაშინ ,მაინც სხვანაირი იყო ეს ცხოვრება.
Continue reading

Advertisements

გამარჯობა, ტომ..

იდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შენს პატარა ქალაქში, უკანასკნელად გესტუმრე, ტომ.
მაპატიე, რომ არ მომიწერია აქამდე. ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა. ბოლოს შენთან რომ ვიყავი, ხეები მწვანე იყო, სახლებიდან კი ჯერ კიდევ ბჟუტავდა სინათლე.
ტომ, ვიცი, არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ თითქმის დამავიწყდა  ქუჩების სახელები შენს ქალაქში, და უკვე ვფიქრობ, რა იქნება ხვალ.

არა, არ იფიქრო რომ დიდებს დავემსგავსე, ასე ხდება ხოლმე.. აი მანდ, თქვენთან კი არაფერი იცვლება.

Tom-Sawyer (2)
აქ სხვანაირადაა. იცი, ზოგჯერ მომწონს კიდეც , ცხოვრებას თავისთავად ერგები და ისიც ცდილობს დაგეხმაროს. აქ ასე ხდება. დიდი ქუჩებია და განათებული, სულ განათებული ხმაურიანი ქალაქი. კარგიცაა ზოგჯერ.. მაგრამ..
ნეტავ სულ ბავშვად დავრჩენილიყავი ტომ.. Continue reading

ზამთარი , ყინვა და ლამპიონები

Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და Continue reading

ახალგორი..


                                                                                                 “ლამის ჩამოიღონ ზეცა წეროებმა,
                                                                                         სახლი, მოწყენილი, სადღაც იყურება” 

ვიწრო, ძველ, ასფალტაყრილ ქუჩას რომ დაუყვებით, ხევს რომ გადაკვეთთ, პირველივე შესახვევში დიდ სახლს დაინახავთ, ცისფერი ჭიშკრით. ძველია, დროს ბზარები დაუმჩნევია, რომ შეხედოთ , იფიქრებთ, უკანასკნელ ძალებს იკრებს რომ არ წაიქცესო.
აგერ უკვე მეექვსე წელი იწყება, ასე მარტოდმარტო დგას, დგას და გაჰყურებს გზას, გეგონებათ ჯიუტად ასრულებს მოვალეობასო.

ეს სახლი ,ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო, ჩემი დედულეთი, დედაჩემის სამშობლო.
..ახლადგამომცხვარი პურის სურნელი, ეზოში დიდი კაკლის ხე და ამ კაკლის ხის ფოთლის სურნელი ადრე შემოდგომაზე. მზისგან დასიცხული , ასფალტაყრილი ქუჩის მტვერი, უსაშველოდ ნაცნობი და ახლობელი, ბავშვობასავით ახლობელი.. სხვა რომ ვერ გაიგებს ისეთი..

Image 
აღის ბოლოში ახლადჩაყრილი ატმის ნერგები. ალუბლის ხე, ბავშვობის პირველი მესაიდუმლე, სამალავი, და სახლიც კი…

ველი კრამიტების ბილიკი, რუს  კვეთს ,რომელიც ,სარწყავი არხის მოვალეობას  ასრულებს. ამ ბილიკს რომ დაუყვებით გეორგენებით და ზაფრანებით სავსე  ყვავილების პატარა თავშესაყართან მიხვალთ,  გვიან გაზაფხულიდან მოყოლებული საოცრად ჰყვავიან , თეთრად ,ლურჟად და ყვითლად ..

Continue reading

შარიკა


აკო ბებოს ეზოში ერთი ტყემლის ხე იდგა. გამოზაფხულდებოდა თუ არა, უბნის ბავშვები შევესეოდით ამ ხეს და მალე ისე გავაჩანაგებდით, ერთი ტყემალი აღარ შერჩებოდა ხოლმე. მაკო ბებო სახლის კარს რომ გააღებდა, კარის ჭრიალზე ვიგებდით და თავპირისმტვრევით გამოვრბოდით ეზოდან. უკან კი შარიკა მოგვყვებოდა და გვაცილებდა, ის არასოდეს გვიყეფდა. შარიკა  მაკო ბებოს ერთადერთი მოსახლე იყო.

თეთრი იყო, საშუალო ზომის. არაფერით განსხვავდებოდა სხვა ძაღლებისაგან. ერთი ის იყო, საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა.
მთელი ეზო აკლებული ჰქონდა შარიკას. ყეფდა, უცხოებს უღრენდა   , დასდევდა ბურთებს, ჩვენც დაგვდევდა . ერთი სიტყვით ცხოვრობა ისე, როგორც სხვა ძაღლები ცხოვრობენ ,არც უკეთესად, არც უარესად.  უჩვეულო ის იყო, რომ ეზოს გარეთ არასოდეს გასულა.პატრონს არ მოშორებია. ერთ დაძახებაზე მასთან გაჩნდებოდა ხოლმე.

chemi ca
მაკო ბებო და შარიკა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგნა  . სულ ერთმანეთის კუდში დაბორიალობდნენ და ისინი ცალ-ცალკე არც არავის უნახავს. მე არ ვიცი როდის მოიყვანეს ის ჩვენს ეზოში, მაგრამ ბავშვობა მის გარეშე არ მახსენდება.

2005 წლის ზაფხული იდგა, მე-8 კლასში გადავდიოდი და როგორც წინა შვიდ ზაფხულს,
ახლაც არდადეგებს სოფელში ვატარებდი. Continue reading

ჩემი სოფლის ლამპიონები

ემი სოფლის  გზადკეცილზე 68 ლამპიონია,  ეს მე ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ასე მგონია. მაგრამ ვიცი, მე ეს ლამპიონები, ყველა სხვა ლამპიონზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.  

ერთი, ორი, სამი, ოთხი.. ყოველ ზამთარს და ზაფხულს, ზოგჯერ  ანათებენ,  ზოგჯერ არა. ეს იყო ადრე, მილიონი წლის წინ, როცა მივყვებოდი  ათასჯერ გავლილ გზას.

ჩემს სოფელს ზემოდან ელიის მთა გადმოჰყურებს, რომელზეც თუ ახვალთ, ხელისგულივით პატარა ტბას დაინახავთ. სოფელს მე ვეძახი, თორემ, სინამდვილეში პატარა ქალაქია, სადაც ღამღამობით მატარებელი გუგუნებს, ძაღლები ყეფენ , ცა კი ვარსკვლავებითაა მოჭედილი. დღისით უბრალოდ მატარებელი გუგუნებს და ძაღლები ყეფენ.. სხვა არაფერი ხდება. მაგრამ, მე ,ის მაინც ,ყველა სხვა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. რადგან... იქ წავიკთხე პირველი წიგნი, და იქ მასწავალა დედამ ხატვა.

Image

აშინ, როცა სულ რამდენიმე დღე იყო დაეფარა თოვლს,  მეგონა, რომ  თოვლის ბაბუას მზე ვერ ადნობდა, კიდევ მეგონა, რომ იქ ან სულ ახალი წელი, ანდა სულ ზაფხული იყო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე აღარ ვითვლი ლამპიონებს ჩემი სოფლის გზადკეცილზე, ან ვითვლი, მაგრამ მერევა თვლა, დ ა უკვე აღარც მახსოვს სულ რამდენია. აღარ გავრბივარ სულმოუთქმელად გზას, მანქანიდან სახლამდე, აღარ ავრბივარ ათასჯერ და მილიონჯერ არბენილ კიბეებს.. მივდივარ ჩვეულებრივ ,როგორც სხვები და კიბეებზე ვხედავ იმ თამაშებს, იმ ტირილს, იმ სიცილის, იმ წაქცევას და უსაშველოდ, უსაშველოდ ბედნიერ ბავშვობას.
წიგნების კარადასაც ისე ჩავუვლი, ვერც კი ვამჩნევ
Continue reading