დრო ყველაფერს ცვლის

BeFunky_null_19.jpg
მბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის. ეს შეიძლება ასეა, შეიძლება არა. მაგრამ დრო მაინც ცვლის .

ალბათ ამისთვის შექმნა ღმერთმა დრო, რომ შეცვალოს.
იმასაც ამბობენ დრო კურნავსო. ადამიანებს კი მაინც გვგონია, რომ ბოლომდე არ კურნავს..

შარშან ამ დროს, 11 ნოემბერს, შუადღისით, ბლოგი შევქმენი. შევედი wordpress.com- ზე და ბლოგის მისამართში ჩემი გვარი და სახელი ჩავწერე.
მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა.
ერთი წელი ძალიან ცოტაა და ამავე დროს ძალიან ბევრი.
ცოტაა მთელი ცხოვრებისთვის, და ბევრია, რომ ეს ცხოვრება თავდაყირა დააყენოს, რომ ოცნებები და იმედები არიოს..

მინდოდა მეთქვა რა მასწავლა ამ ერთმა წელმა, მაგრამ ვერ ვტყვი. შეიძლება არც არაფერი მასწავლა.. ერთი კია-
თუ ოცნებები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულა, იმიტომ ,რომ ყოველთვის იქნება სხვა ოცნება ასახდენად და ყოველთვის გამოჩნდება სხვა მწვერვალი ჩვენი ფანჯრიდან.

ამ ზამთარსაც, ისევე როგორც შარშან, წავალ ჩემს სოფელში, გზაში დავითვლი ლამპიონებს და ვიფიქრებ, რომ იქ, მაინც სულ სხვანაირად კარგადაა ყველაფერი.
ისევ ისე ვითამაშებ თოვლში, ,იქ ხომ მაინც ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, ძალიან ადრე. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ შენს სახლში ისეთი ხარ, როგორიც სინამდვილეში, იქ ხომ ყველა აუხდენელ ოცნებას ეშველება..

Advertisements

ნეტავ, სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები

ეტავ სადამდე ძლებს ჩვენი ოცნებები?
ოგორ ფიქრობთ, ოცნებები ყველას საკუთარი გვაქვს თუ ჩვენი ოცნება შეიძლება სხვისიც იყოს? მე მგონია რომ ის, რასაც ოცნებას ვეძახით, მაინც ერთია. ჩვენ მასთან ერთად ვიბადებით და მერე მთელი ცხოვრება მივისწრაფვით მისკენ. ამას ან ადრე ვაცნობიერებთ , ან გვიან, მაგრამ ის ყოველთვის არის. ოცნება ადამიანის ბედისწერას ჰგავს.

36536968135985105527
ირველად , ოცნებებზე ყველაზე ბევრი მაშინ ვიფიქრე, ალან ფურნიეს “დიდი მოლნი “ რომ წავიკითხე. იქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ოგიუსტენ მოლნის ოცნებების მერე, უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობდი.

ის უბრალო ბიჭი იყო, სულ რაღაც 17 წლის პატარა ბიჭი, თითქოს არაფრით გამორჩეული სხვებისგან, ერთი ის იყო, ძალიან დიდი ოცნებები ჰქონდა.
იგნი ამ ოცნებებზეა, იმაზე, თუ რა ლამაზია ცხოვრება ,როცა ოცნებებს მისდევ, და ამავე დროს რა მტკივნეულია , რა ძნელია, რა ბუნდოვანია, რა საოცარია.. სიყვარულივით. მოლნიც მიყვებოდა ოცნებებს.
ს წიგნი რომ წაიკითხოთ , თავს დავდებ, სიზმარი გაგახსენდებათ.

Continue reading

მე ვწერ.

ნ ვწერ, ან იმაზე ვფიქრობ, როგორ დავწერო. წერას ბევრი უპირატესობა აქვს. ვფიქრობ ხოლმე, საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს წერა. გამოგვდის თუ არ გამოგვდის, ვზივართ და ვწერთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ,რასაც ხელოვნება ქვია, ძალიან გავს ერთმანეთს. მაგალითად მწერალი , ძალიან გავს მსახიობს. როცა წერ ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, შენი გმირებივით იფიქრო, შეითვისო და დაიკარგო იმ ადამიანებში, შენსავე მოგონილ ადამიანებში. გაითავისო მათი ფიქრები, გრძნობები, სიზმრები, გახდე ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ და ალბათ არც იქნებოდი, მწერალი რომ არ ყოფილიყავი.
ეს ყველაფერი, ის , რასაც ჩვენ, ადამიანები ხელოვნებას ვეძახით, სინამდვილეში ისეთი ადამიანური და თავისთავადია, ისეთი ჩვეულებრივი და ყველა ადამიანში, მათ გულის სიღრმეებში ჩაკარგული..

Image

ვენ ყველანი ვეძებთ ჩვენთვის მიუწვდომელს, ზოგჯერ მისაწვდომს, ზოგჯერ შორეულს ან ახლობელს, მაგრამ მაინც ჩვენს, და გვინდა გავაგებინოთ სხვასაც, ყვირილით, ძახილით, წერით, სიმღერით, ხატვით…ოღონდაც გავაგებინოთ Continue reading

გამარჯობა, ტომ..

იდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც შენს პატარა ქალაქში, უკანასკნელად გესტუმრე, ტომ.
მაპატიე, რომ არ მომიწერია აქამდე. ჩვენთან ბევრი რამ შეიცვალა. ბოლოს შენთან რომ ვიყავი, ხეები მწვანე იყო, სახლებიდან კი ჯერ კიდევ ბჟუტავდა სინათლე.
ტომ, ვიცი, არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ თითქმის დამავიწყდა  ქუჩების სახელები შენს ქალაქში, და უკვე ვფიქრობ, რა იქნება ხვალ.

არა, არ იფიქრო რომ დიდებს დავემსგავსე, ასე ხდება ხოლმე.. აი მანდ, თქვენთან კი არაფერი იცვლება.

Tom-Sawyer (2)
აქ სხვანაირადაა. იცი, ზოგჯერ მომწონს კიდეც , ცხოვრებას თავისთავად ერგები და ისიც ცდილობს დაგეხმაროს. აქ ასე ხდება. დიდი ქუჩებია და განათებული, სულ განათებული ხმაურიანი ქალაქი. კარგიცაა ზოგჯერ.. მაგრამ..
ნეტავ სულ ბავშვად დავრჩენილიყავი ტომ.. Continue reading