ოქტომბერი

ყველა გაჭირვებას გაუძლებს ადამიანი. შიმშილს, სიცივეს, უსახლკარობას..ყველა დაბრკოლებასა და უბედურებას გაუძლებს, მაგრამ გულისტკივილს-ვერა.

image

“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ.
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს,
და ..ნებდებიან ბოლოს და ბოლოს..”

ამ ტკივილზე ვამბობ. ჭილაძის ლექსიდან პატარა სტრიქონია, მაგრამ , როცა ტკივილზე ვწერ , ტკივილისგან სიკვდილზე, პატარა ჩიტი მახსენდება მეც. ყველაზე დაუცველი , მარტოხელა პატარა ჩიტი.

მაინც ვერ ვიგებ, ვერ ვხსნი..როგორ შეიძლება შენს გვერდით ადამიანი კვდებოდეს, კვდებოდეს დარდისაგან, უსაშველო დარდისაგან და ამას ვერ გრძნობდე.

ადამიანების უბედურებაც ალბათ ესაა. სხვის ტკივილს ვერ ვგრძნობთ. მაგრამ აბა ჩვენ გვტკიოდეს, მაშინვე უსამართლობაზე ავლაპარაკდებით, ცრემლს დავღვრით და იმასაც კი გავბედავთ ღმერთს მოვთხოვოთ პასუხი..

ჰო. ეს არის ადამიანების უბედურება. კიდევ ის, რომ პასუხებს არასწორ ადგილას ვეძებთ ; კიდევ ის, რომ ბრძოლას ვეღარ ვახერხებთ, ვეცემით, ძირს ვწვებით და საკუთარი ცრემლების გემოს ვიმახსოვრებთ; ვაკვირდებით, როგორ გვერჭობა გულში პატარა, უხილავი ნემსები და სუნქთვის საშუალებას არ გვაძლევენ.

ან დავნებდებით, ან ავდგებით.
მაგრამ რა ძნელია, რა საშინლად ძნელია წამოდგე.. წარმოუდგენლად ძნელი.

image

Advertisements

Just wanna go anywhere

8971018
ინდა ჩავალაგო ზურგჩანთაში მხოლოდ ის ნივთები რაც ჩაეტევა, ჩავიცვა ლურჯი ჯინსი და ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები.
და წავიდე.
იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, ვიარო დაუსრულებლად..ავტობუსით, ფეხით, თვითმფრინავით, ველოსიპედით, სკუტერით..
იმდენი ვიარო, სანამ ისე არ დავიღლები, რომ უცხო ქალაქის ავტოსადგურზე დავიძინო და ბილეთების გამყიდველი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
მინდა ვიარო სიცხეში, სიცივეში, წვიმაში, ტყეში, ავტოსტრადაზე, მიტოვებულ დასახლებებში.. ვიარო და ვნახო ის ყველაფერი, რაც არასოდეს მინახავს.
ვიპოვო ყველა ის თავგადასავალი, რაც მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობს, გავიგო საიდუმლოებები, გავაკეთო
აღმოჩენები, ვნახო ის ადგილები, მხოლოდ სიზმრებში რომ ვხედავდი..
მინდა ჩავიცვა ლურჯი ჯინსი, ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები, და წავიდე.