რაც შენ წახვედი

image

რაც შენ წახვედი, ვდგავარ ისე, როგორც ის სახლი,
რომ არ ცხოვრობენ და მერცხლები იგებენ ბუდეს..
რაც შენ წახვედი, ვსუნთქავ ისე როგორც პეპელა, ცუდმა ბავშვებმა ფრთა რომ მოგლიჯეს და მიატოვეს.
რაც შენ წახვედი, მწყდება გულზე თითოდ ძაფები, იმ შემოდგომის ფოთოლივით, წეღან რომ მოწყდა.
რაც შენ წახვედი, დამავიწყდა რაც ვიოცნებე და დამავიწყდა ის ოცნებებიც, რომლებიც მოხდა.
რაც შენ წახვედი, ვეღარ ვხვდები  ცა რა ფერია, ან ღამღამობით რას ვითვლიდი ვარსკვლავებს ცაზე.
რაც  შენ წახვედი, მოვკვდი ისე, როგორც არასდროს..
ჯერ არასოდეს არ მოვმკვდარვარ აქამდე ასე!
რაც შენ წახვედი, რაც წახვედი.. მას მერე დავრჩი , როგორც ფოთოლი, ზამთრისპირზე ხიდან რომ მოწყდა.
როგორც წერილი, არავის რომ არ მიუღია, როგორც ამბავი, რომელიც მორჩა..
ვერ აწყობილი მელოდია პიანინოზე,
წიგნში დიდი ხნის ჩამარხული წერილის მსგავსად,
დავიწყებული სიყვარულივით,
არ მოხდენილი.
ვარ ასე . არსად.

ოქტომბერი

ყველა გაჭირვებას გაუძლებს ადამიანი. შიმშილს, სიცივეს, უსახლკარობას..ყველა დაბრკოლებასა და უბედურებას გაუძლებს, მაგრამ გულისტკივილს-ვერა.

image

“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ.
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს,
და ..ნებდებიან ბოლოს და ბოლოს..”

ამ ტკივილზე ვამბობ. ჭილაძის ლექსიდან პატარა სტრიქონია, მაგრამ , როცა ტკივილზე ვწერ , ტკივილისგან სიკვდილზე, პატარა ჩიტი მახსენდება მეც. ყველაზე დაუცველი , მარტოხელა პატარა ჩიტი.

მაინც ვერ ვიგებ, ვერ ვხსნი..როგორ შეიძლება შენს გვერდით ადამიანი კვდებოდეს, კვდებოდეს  დარდისაგან, უსაშველო დარდისაგან და ამას ვერ გრძნობდე.

ადამიანების უბედურებაც ალბათ ესაა. სხვის ტკივილს ვერ ვგრძნობთ. მაგრამ აბა ჩვენ გვტკიოდეს, მაშინვე უსამართლობაზე ავლაპარაკდებით, ცრემლს დავღვრით და იმასაც კი გავბედავთ ღმერთს მოვთხოვოთ პასუხი..

ჰო. ეს არის ადამიანების უბედურება. კიდევ ის, რომ პასუხებს არასწორ ადგილას ვეძებთ ; კიდევ ის, რომ ბრძოლას ვეღარ ვახერხებთ, ვეცემით, ძირს ვწვებით და საკუთარი ცრემლების გემოს ვიმახსოვრებთ; ვაკვირდებით, როგორ გვერჭობა გულში პატარა, უხილავი ნემსები და სუნქთვის საშუალებას არ გვაძლევენ.

ან დავნებდებით, ან ავდგებით.
მაგრამ რა ძნელია, რა საშინლად ძნელია წამოდგე.. წარმოუდგენლად ძნელი.

image

დამალობანა გინდა?

– დამალობანა გინდა?
და ისე , როგორც ადრე,
დრო დავაბრუნოთ გინდა?
ეზო , სხივებით სავსე..

რა დრო გასულა უკვე..
თითქოს ათასი წელი..
ეს დრო დაეტყოთ ქუჩებს,
ხეებს შეცვლიათ ფერი..

და იმ თამაშებს მომწყვეტს
დიდი ქალაქი ისევ,
მეც დავივიწყებ ნებით,
ან სულ არც მახსოვს იქნებ..

ციგით დავეშვათ მოდი !
ან , სულაც, ცასთან ახლოს
იმ ჰორიზონტებს ვდიოთ..
..სულ არაფერი გახსოვს?..

გთხოვ..სანამ ჩვენი ქუჩა
ფოთლებით არის სავსე..
-დამალობანა გინდა?
ჰო, ისე, როგორც ადრე..

უსამართლობები ანუ- სტუდენტების დანგრეული ოცნებები

8cf1db0f0a6ed86eab8d446491d37bfd        მქვეყნად ბევრი უსამართლობა ხდება. მე დავწერ იმ უსამართლობებზე, რომლებიც ძალიან, ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ რომ ამას რამე უნდა ეშველოს, თუმცა სხვები ასე არ ფიქრობენ, ამაზე არავინ არაფერს ფიქრობს, ან თუ ფიქრობს და ამბობს, ისე ცოტა, რომ ვერავინ გაიგებს, თუნდაც იყვირონ.
რომ არ იფიქროთ, გაბრაზებულ გულზე წერსო, გეტყვით რომ მე ამ მხრივ არ დავჩაგრულვარ. იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო. თუმცა, გამოვიარე ბევრი ბრძოლა და შევეფეთე ბევრ უსამართლობას, დავინახე როგორ იქცა ბევრი ადამიანი ამ უსამართლობების მსხველპლი.
ვფიქრობ, რომ უსამართლობაა, როცა უნივერსიტეტში, (სამსახურში) 2 წუთიანი გასაუბრების შედეგად წყვეტენ მიგიღონ თუ არა. ზოგჯერ ამას 1 წუთს  უთმობენ ,ზოგჯერ არც კი გიყურებენ ზედ, დაგისვამენ შაბლონურ კითხვებს და მორჩა. ან კი, ან არა.
ეს ყველაზე გაუგაბარი უსამართლობაა უსამართლობებეს შორის. როგორ შეიძლება გაიგო ადამიანის აზროვნება, ადამიანს ნიჭი, ადამიანის მოტივაცია 2 კითხვის დასმით? თანაც, როგორ შეიძლება 100 ადამიანი გაიცნო , მიხვდე ვინ ვინ არის, ვინ  რას ფიქრობს, რა იცის, რაზე ოცნებობს ..ერთი და იგივე კითხვის დასმით? ისინი ხომ ინდივიდუალური ადამიანები არიან, პიროვნებები და არა რობოტები. გასაუბრება არ უნდა იყოს ინტერვიუ-ანკეტა.☺

Continue reading