“კატების სიყვარული სავალდებულოა “

მ დღეს ვუყურე “დისქავერის” გადაცემას სახელად- “კატების სიყვარული სავალდებულოა“(Must love cats). ეს იყო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება.

image

იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სასტუმრო კატებისთვის, თავად მიჰყავდათ უპატრონო კატები და აცხოვრებდნენ მათ სრულ კომფორტში; ვნახე ექიმი, რომელამაც თვითონ გაიღო 10 000 დოლარი და კატას გაუკეთა ფეხების პროთეზი .ამას გარდა ათობით კატა ჰყავდა გადარჩენილი უსასყიდლოდ.
ეს ყველაფერი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში:ინგლისში რიგები დგას კატის ასაყვანად, იაპონიაში საერთოდ კულტი აქვთ ამ ცხოველის ,ესპანეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერც ნახავთ ქუჩაში უპატრონო კატასა და ძაღლს.

image

ეს  არ ხდება აქ.
მხოლოდ აქ გეტყვიან რომ მეტი საქმე არ გაქვს, როცა წუხარ გარეთ , სიცივეში მყოფ კატებზე და იმაზე, რომ მათ დააძინებენ და მოკლავენ.
რატომ არ გესმით, რომ კატებსა და ძაღლებზე წუხილი არ ნიშნავს რომ საქმე არ გაქვს, ეს ნიშნავს რომ უნდა დაეხმარო მათ, ვისი დახმარება შეგიძლია. შეიძლება არ გქონდეს ფული, რომ  უსახლკარო ადამიანს მისცე სახლი, უზრუნველყო ყველანაირად ,მაგრამ ხომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია?  გავუნაწილოთ საჭმელი, დავეხმაროთ ცოტაოდენი ფულით?
და მითუმეტეს ყველას გვაქვს  ერთი ნაჭერი პური, რომ დავაპუროთ უპატრონო კატა და ძაღლი. ხომ გვაქვს ყუთი რომ გავუკეთოთ მათ სახლი.. ან დავდოთ ფოტო ინტერნეტში და გავაჩუქოთ მზრუნველ პატრონზე? სიკეთის თეორიაა. დაეხმარე ისე, როგორც შეგიძლია.

image

არც კი მინდა წარმოდგენა როგორი იქნებოდა დღე, ჩემი პატარა ბიჭის გარეშე.. მისი ხტუნვისა და თამაშის გარეშე, იმის გარეშე ,როგორ დარბის, როგორ მეძახის, როგორი თბილია და საყვარელი..
ასე რომ..აიყვანეთ კატები! ❤
ნუ მისცემთ საშუალებას სხვებს სიცოცხლე წაართვან ამ უსაყვარლეს არსებებს, ნუ დაუშვებთ რომ გაიყინნონ გარეთ ან შინშილით დაიხოცნონ.
თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდება , როცა ამ საყვარელ ცხოველს მიიყვანთ სახლში. დამიჯერეთ❤

Advertisements

MY CAT ❤

2 თვის და 2 კვირის წინ მაჩუქეს პატარა ფისო. თეთრი , ცისფერთავლება ბიჭი. თავიდან როგორც ყველა მშობელს, ჩემს მშობლებსაც არ უნდოდათ რომ მომეყვანა. ეს იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ რა საოცარი ცხოველია კატა, რა კარგ აურას ქმნის, რა თბილი და სასაცილოა.. ერთი სიტყვით არ იცოდნენ რა კარგია ყველაფერი ,როცა სახლში პატარა ფისო გყავს.

download (2)
ას ყველა ფისოს ვეძახით (სხვათაშორის იხედება). ცხოვრობს თავისთვის, თვითონ ჭამს, იძინებს, დადის საპირფარეშოში და ამაყად გადის ოთახიდან როცა ვინმე აწუხებს, ხმაური არ აძინებს ან თავს არაკომფორთულად გრძნობს.
ე შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღიდან რაც ეს პატარა არსება გვყავს, ერთი უსიამოვნო დღეც კი არ მახოვს, მიხარია სახლში მოსვლა, უფრო კარგ ხასიათზე ვარ ვიდრე ადრე, და რაც მთავარია ვიცი, არსებობს ის, ვისაც ყოველთვის ენდომება ჩემთან თამაში. Continue reading