ზამთარი. წვიმა. ფანჯრები.

არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეა, მაგრამ მგონია, რომ ყველა სევდა ზამთარში ახსენდება ადამიანს.

ადრე ვწერდი რომ ზამთარი მიყვარდა. ახლაც მგონია რომ მიყვარდა, მიყვარდა ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ყველაფერი კარგად იყო.
წარმოიდგინეთ, რომ გიყვარდათ ადამიანი, ძალიან გიყვარდათ. მაგრამ იმდენი ცუდი მოგონება დაგიგროვათ, იმდენად გატკინათ, რომ ახლა აღარც გიყვართ და ვეღარც ივიწყებთ. სადღაც შუაში ხართ გაჩხერილი და ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან.

image

ახლა, როცა ვიცი რომ ერთ თვეში მოვა, მოვა მთელი თავისი დიდებულებით, მთელი თავისი იდუმალებით, სითეთრით, სიცივითა და მარტოობით, მეშინია მისი.
წარმოგიდგენიათ? მეშინია იმის , რაც ადრე ძალიან მიყვარდა.
ასეც ხდება ალბათ.

ადრე წვიმაც მიყვარდა. დავდიოდი, თვალებს ვხუჭავდი და სახეს ცას ვუშვერდი. მიხაროდა წვიმა. გაქცეულ გამვლელებს ამაყად გადავხედავდი ხოლმე- ნახეთ! მე წვიმის არ მეშინია! ბედნიერი ვარ რომ ვსველდები, რომ მცივა, და არც-ერი წამით არ ავუჩქარებ ფეხს!
იცით , როგორ მიყვარდა წვიმა ?
და ახლა, ამ წუთას, იცით როგორ მეშინია მისი ?
იცით როგორ მინდა გამოტოვოს ღმერთმა ზამთარი..მარტო წელს..
ზოგჯერ ისე გვინდა ადამიანებს მზე, ისე გვინდა სითბო ,ისე გვინდა რაღაც ათბობდეს, ზამთრის გამოტოვებაც კი შეიძლება ვინატროთ..
რას არ იტყვის არა ადამიანი? რას არ ინატრებს და რას არ მიედმოედება..
ფანჯრები დახურულია. მოპირდაპირე სახლს ვუყურებ. ფანჯარაში სინათლე მკრთალად ანათებს. ვფიქრობ, რომ შეიძლება იმ ფანჯრიდანაც უყურებს ვიღაც ჩემს ფანჯრებს, და ამის შესახებ არც მე ვიცი, და არც მან.
იქნებ მასაც ეშინია ზამთრის.
რას არ იფიქრებს ადამიანი..

ზამთარი , ყინვა და ლამპიონები

Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და Continue reading