იქ

BeFunky_null_4.jpg  რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან  კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.

სადაც ოცნებები არ იცვლებიან


“-მ
ე შენ არაფერში გაგცვლი, არასოდეს არაფერში. ჰოლივუდში რომ სახლი მაჩუქონ შენ სანაცვლოდ, მაინც არ გაგცვლი.კარიერის მწვერვალები რომ დამაპყრობინონ , არც მაშინ გაგცვლი. იმიტომ, რომ არ მინდა არაფერი, შენ თუ არ იქნები.”

 ათასი წლის მერეც ,ასე ჩამოვივლი იმ ასფალტაყრილ, უსაშველოდ ახლობელ ჩამოსახვევში, იმ კიბეებზე ამოვირბენ, რომლის სახეფურებიც მილიონჯერ დამითვლია, თმისსამაგრით ამოკაწრულ ჩემს სახელს შევხედავ კედელზე, თვალწინ დამიდგება ის მუხლებგადაყვლეფილი ჩემი ბავშვობა.. მერე შევაღებ კარს, მივალ წიგნების კარადასთან, შუშის გარედან გავუღიმებ და ვეტყვი, “გამარჯობა, ტომ”..

qao0r
ს ნაძვებიც იქ დამხვდებიან, ფერს რომ არასოდეს იცვლიან, და მეც ისევ დავიჯერებ, რომ მათ ძირში განძი მარხია.
ეს იმ ფანჯრის რაფაა, მაშინ, ბავშვობაში რომ ვერ ვწვდებოდი და მხოლოდ ცას ვხედავდი. და არც მინდოდა დამენახა სხვა არაფერი.

ეს მაშინ იყო, ბავშვობაში, იმ ზამთარს და ზაფხულს, ჩემს სოფელში რომ ჩავდიოდი.
იმ სოფელში, სოფელს მე რომ ვეძახი, და სინამდვილეში პატარა ქალაქი რომ არის.
იმ სოფელში, სადაც წავიკითხე პირველი წიგნი, და სადაც მასწავლა დედამ ხატვა.
იმ სოფელში ,სადაც ოცნებები არ იცვლებიან..
ოცნებები, რომლის სინათლემაც გამზარდა მე.

ზამთარი , ყინვა და ლამპიონები

Image

ლამპიონები ჩემი სოფლის გზადკეცილზე

ე მომწონს ნიუიორკი, უფრო მეტად კი მომწონს ლოს-ანჯელესი . დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ვნახავდი. თბილისიც მომწონს, მიყვარს კიდეც . მაგრამ ჩემი ცარიელი და პატარა მშობლიური ქალაქი, ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. იმიტომ კი არა რომ ყველაზე კარგი და მაგარია, იმიტომ რომ ჩემია, იქ წავიკითხე პირველი წიგნი და იქ მასწავლა დედამ ხატვა..
(21 თებერვალი, საღამო,დედოფლისწყარო)
7
თუ 8 წლის წინ, ამ დროს,ჩემს სოფელში, ეზოში მთელ დღეებს ვატარებდი.ციოდა,ყინავდა და მაინც. კილომეტრიანი გორიდან ციგით ვსრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ლამის ხელ-ფეხი დავიმტვრიე , ერთი სიტყვით მთელ დღეებს ყინვაში და თოვლში ვატარებდი , სამჯერ ვიცვლიდი სველ ტანსაცმელს და ისევ ეზოში ჩავდიოდი. ვიყინებოდი და მაინც არ ამოვდიოდი სახლში, სანამ ძალით არ ამიყვანდნენ.  მაშინ, 7 თუ 8 წლის წინ ყველა ასე ვიყავით, მთელი ეზოს ბავშვები.  მაშინ აქ ჩამოსვლა ჩემთვის დღესასწაული იყო და Continue reading

ჩემი სოფლის ლამპიონები

ემი სოფლის  გზადკეცილზე 68 ლამპიონია,  ეს მე ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ ასე მგონია. მაგრამ ვიცი, მე ეს ლამპიონები, ყველა სხვა ლამპიონზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.  

ერთი, ორი, სამი, ოთხი.. ყოველ ზამთარს და ზაფხულს, ზოგჯერ  ანათებენ,  ზოგჯერ არა. ეს იყო ადრე, მილიონი წლის წინ, როცა მივყვებოდი  ათასჯერ გავლილ გზას.

ჩემს სოფელს ზემოდან ელიის მთა გადმოჰყურებს, რომელზეც თუ ახვალთ, ხელისგულივით პატარა ტბას დაინახავთ. სოფელს მე ვეძახი, თორემ, სინამდვილეში პატარა ქალაქია, სადაც ღამღამობით მატარებელი გუგუნებს, ძაღლები ყეფენ , ცა კი ვარსკვლავებითაა მოჭედილი. დღისით უბრალოდ მატარებელი გუგუნებს და ძაღლები ყეფენ.. სხვა არაფერი ხდება. მაგრამ, მე ,ის მაინც ,ყველა სხვა ქალაქზე მეტად მიყვარს ამქვეყნად. რადგან... იქ წავიკთხე პირველი წიგნი, და იქ მასწავალა დედამ ხატვა.

Image

აშინ, როცა სულ რამდენიმე დღე იყო დაეფარა თოვლს,  მეგონა, რომ  თოვლის ბაბუას მზე ვერ ადნობდა, კიდევ მეგონა, რომ იქ ან სულ ახალი წელი, ანდა სულ ზაფხული იყო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მე აღარ ვითვლი ლამპიონებს ჩემი სოფლის გზადკეცილზე, ან ვითვლი, მაგრამ მერევა თვლა, დ ა უკვე აღარც მახსოვს სულ რამდენია. აღარ გავრბივარ სულმოუთქმელად გზას, მანქანიდან სახლამდე, აღარ ავრბივარ ათასჯერ და მილიონჯერ არბენილ კიბეებს.. მივდივარ ჩვეულებრივ ,როგორც სხვები და კიბეებზე ვხედავ იმ თამაშებს, იმ ტირილს, იმ სიცილის, იმ წაქცევას და უსაშველოდ, უსაშველოდ ბედნიერ ბავშვობას.
წიგნების კარადასაც ისე ჩავუვლი, ვერც კი ვამჩნევ
Continue reading