Just wanna go anywhere

8971018
ინდა ჩავალაგო ზურგჩანთაში მხოლოდ ის ნივთები რაც ჩაეტევა, ჩავიცვა ლურჯი ჯინსი და ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები.
და წავიდე.
იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, ვიარო დაუსრულებლად..ავტობუსით, ფეხით, თვითმფრინავით, ველოსიპედით, სკუტერით..
იმდენი ვიარო, სანამ ისე არ დავიღლები, რომ უცხო ქალაქის ავტოსადგურზე დავიძინო და ბილეთების გამყიდველი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
მინდა ვიარო სიცხეში, სიცივეში, წვიმაში, ტყეში, ავტოსტრადაზე, მიტოვებულ დასახლებებში.. ვიარო და ვნახო ის ყველაფერი, რაც არასოდეს მინახავს.
ვიპოვო ყველა ის თავგადასავალი, რაც მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობს, გავიგო საიდუმლოებები, გავაკეთო
აღმოჩენები, ვნახო ის ადგილები, მხოლოდ სიზმრებში რომ ვხედავდი..
მინდა ჩავიცვა ლურჯი ჯინსი, ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები, და წავიდე.

Advertisements

იქ

რთი დღეც და გავუყვები ჩემი სოფლის გზას.. ისიც ისევ ისეთი დამხვდება როგორიც იყო, ისევ ისეთი ჩუმი და ცარიელი. ისევ იგუგუნებს ღამით მატარებელი და ისევ აიკლებენ ძაღლები ყეფით ყველაფერს. ერთ დილას კი ისევ დამხვდება გადათეთრებული ჩემი ქუჩა, და ისევ ვიფიქრებ რომ ეს ქუჩა, ყველა სხვა ქუჩაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად.

მერე ჩავალ ეზოში, შევხედავ კედელზე ამოკაწრულ ჩემს სახელს, და მერე, როგორც 12 წლის, ისე ვითამაშებ თოვლში, ნამდვილი თამაშით ვითამაშებ, როგორც 12 წლის ბავშვები თამაშობენ.. და ვიფიქრებ, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში, რომელსაც მე სოფელს ვეძახი, და რომელშიც არაფერი ხდება, ყველაფერი მაინც ძალიან, ძალიან კარგად არის, მაშინაც კი, როცა არაფერია კარგად.
მერე წავალ ჩემს ნაძვებთან, იქ ვიპოვი ჩემს ხელებდაკაწრულ და მუხლებგადაყვლეფილ ბავშვობას, ვიპოვი სახლობანას და ყველა დამალობანას, რაც კი ოდესმე მითამაშია..ვიპოვი, და ვიფიქრებ, რომ რაც არ უნდა მოხდეს სხვაგან, აქ , მაინც , ყველაფერი კარგად იქნება, სხვანაირად კარგად.

რატომ არ მივდივარ სხვაგან

                                                   36555_103486963142127_56652367_n
იფიქრია შემეცვალა ჩემი ცხოვრება. მარტო ცხოვრებაზეც მიფიქრია. ისიც მიფიქრია, ნეტავ სხვების თვალით როგორია ჩემი ცხოვრება მეთქი. მაგრამ ბოლოს, მაინც ისე ვტოვებ ყველაფერს, როგორც არის.
მაინც როგორია ის? და რატომ ვტოვებ მას უცვლელად? ამაზე ვფიქრობ ხოლმე. ხშირად არა, მხოლოდ ზოგჯერ ვფიქრობ. მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრია და მეტი არაფერი. იმიტომ რომ მომწონს ასე, მომწონს როგორც ვცხოვრობ, მომწონს როგორიც ვიღვიძებ დილით სახლში, სადაც მარტო მე არ ვარ.

მე დღესვე შემიძლია ავდგე და წავიდე. მაგრამ ამას არ გავაკეთებ, იმიტომ , რომ არ მინდა.
ჩემთვის თავისუფლება არ არის მარტო ცხოვრება. ჩემთვის თავისუფლებაა ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან და ვიყო ბედნიერი. ბედნიერი იმით რომ ისინიც თავისუფლები არიან.
მე მომწონს ეს. კი არ მომწონს, მიყვარს.
მიყვარს  როგორ მაღვიძებს მამაჩემი დილაობით, როცა ტელეფონზე გაუთავებლად ლაპარაკობს. მიყვარს , როგორ  ეძახის ის დედას, როცა პერანგს ვერ აუთოვებს.
მიყვარს,  როგორ მაღვიძებს დედა და როგორ ვეუბნები მე რომ ჯერ ადრეა.
მიყვარს , როგორ ვჩხუბობთ მე და ჩემი ძმა და მაინც ვფიქორბთ რომ ჩვენ ორნი, სულ ერთად ვიქნებით მთელი სამყაროს წინააღმდეგ.
მიყვარს ,საღამოს კარების გაღების  და მამაჩემის ნაბიჯებს ხმა.
მიყვარს , როგორ ვჩხუბბთ მე და ის, და თან ვიცით ,რომ როცა ვჩხუბობთ, ესეიგი ყველაფერი კარგადაა ამქვეყნად.
მიყვარს, როცა დედა მამშვიდებს და ჩემი ძმა მაცინებს, როცა სიკვდილი მინდა.
მიყვარს, რომ მამაჩემს ჩემი კატა ჩემ გამო შეუყვარდა, და რომ ახლა მართლა უყვარს ის.
მიყვარს როცა ჩემი მშობლები ყველაფერს წირავენ ჩემი ოცნებებისთვის, და ისიც მიყვარს რომ მე მათ ყველა ოცნებას ავუხდენ.
მიყვარს როცა ჩემს ძმასთან ერთად ჩვენი ბავშვობის ალბომს ვათვალიერებთ და ის ისევ იცინის ჩემზე. მე ვეჩხუბები და ვეუბნები რომ ვერ მაფასებს. ის ჩუმადაა. მეორე წუთში კი ყველაფერი გვავიწყდება.
მე კი არ მომწონს, მიყვარს ეს ყველაფერი. და თუ მე წავალ სხვაგან, ეს შეწყდება, აღარ იქნება. აღარ იქნება და მეც აღარ ვიქნები. მე ვიქნები ვიღაც სხვა. შეიძლება დიდი და დამოუკიდებელი, მაგრამ სხვა.

დრო ყველაფერს ცვლის

BeFunky_null_19.jpg
მბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის. ეს შეიძლება ასეა, შეიძლება არა. მაგრამ დრო მაინც ცვლის .

ალბათ ამისთვის შექმნა ღმერთმა დრო, რომ შეცვალოს.
იმასაც ამბობენ დრო კურნავსო. ადამიანებს კი მაინც გვგონია, რომ ბოლომდე არ კურნავს..

შარშან ამ დროს, 11 ნოემბერს, შუადღისით, ბლოგი შევქმენი. შევედი wordpress.com- ზე და ბლოგის მისამართში ჩემი გვარი და სახელი ჩავწერე.
მას შემდეგ ზუსტად 1 წელი გავიდა.
ერთი წელი ძალიან ცოტაა და ამავე დროს ძალიან ბევრი.
ცოტაა მთელი ცხოვრებისთვის, და ბევრია, რომ ეს ცხოვრება თავდაყირა დააყენოს, რომ ოცნებები და იმედები არიოს..

მინდოდა მეთქვა რა მასწავლა ამ ერთმა წელმა, მაგრამ ვერ ვტყვი. შეიძლება არც არაფერი მასწავლა.. ერთი კია-
თუ ოცნებები არ ხდება, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი დასრულა, იმიტომ ,რომ ყოველთვის იქნება სხვა ოცნება ასახდენად და ყოველთვის გამოჩნდება სხვა მწვერვალი ჩვენი ფანჯრიდან.

ამ ზამთარსაც, ისევე როგორც შარშან, წავალ ჩემს სოფელში, გზაში დავითვლი ლამპიონებს და ვიფიქრებ, რომ იქ, მაინც სულ სხვანაირად კარგადაა ყველაფერი.
ისევ ისე ვითამაშებ თოვლში, ,იქ ხომ მაინც ყველაფერი ისეა, როგორც ადრე, ძალიან ადრე. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ შენს სახლში ისეთი ხარ, როგორიც სინამდვილეში, იქ ხომ ყველა აუხდენელ ოცნებას ეშველება..

სადაც ოცნებები არ იცვლებიან


“-მ
ე შენ არაფერში გაგცვლი, არასოდეს არაფერში. ჰოლივუდში რომ სახლი მაჩუქონ შენ სანაცვლოდ, მაინც არ გაგცვლი.კარიერის მწვერვალები რომ დამაპყრობინონ , არც მაშინ გაგცვლი. იმიტომ, რომ არ მინდა არაფერი, შენ თუ არ იქნები.”

 ათასი წლის მერეც ,ასე ჩამოვივლი იმ ასფალტაყრილ, უსაშველოდ ახლობელ ჩამოსახვევში, იმ კიბეებზე ამოვირბენ, რომლის სახეფურებიც მილიონჯერ დამითვლია, თმისსამაგრით ამოკაწრულ ჩემს სახელს შევხედავ კედელზე, თვალწინ დამიდგება ის მუხლებგადაყვლეფილი ჩემი ბავშვობა.. მერე შევაღებ კარს, მივალ წიგნების კარადასთან, შუშის გარედან გავუღიმებ და ვეტყვი, “გამარჯობა, ტომ”..

qao0r
ს ნაძვებიც იქ დამხვდებიან, ფერს რომ არასოდეს იცვლიან, და მეც ისევ დავიჯერებ, რომ მათ ძირში განძი მარხია.
ეს იმ ფანჯრის რაფაა, მაშინ, ბავშვობაში რომ ვერ ვწვდებოდი და მხოლოდ ცას ვხედავდი. და არც მინდოდა დამენახა სხვა არაფერი.

ეს მაშინ იყო, ბავშვობაში, იმ ზამთარს და ზაფხულს, ჩემს სოფელში რომ ჩავდიოდი.
იმ სოფელში, სოფელს მე რომ ვეძახი, და სინამდვილეში პატარა ქალაქი რომ არის.
იმ სოფელში, სადაც წავიკითხე პირველი წიგნი, და სადაც მასწავლა დედამ ხატვა.
იმ სოფელში ,სადაც ოცნებები არ იცვლებიან..
ოცნებები, რომლის სინათლემაც გამზარდა მე.

სხვები ფიქრობენ, რომ მე..

                         quote-if-i-talk-everyone-thinks-i-m-showing-off-when-i-m-silent-they-think-i-m-ridiculous-rude-if-i-anne-frank-328209 (1)

იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არიან, მით უფრო კი ახლობლებს,  ყოველთვის ექმნებათ მოსაზრებები ჩვენზე, და ამ მოსაზრებებს ნებით თუ უნებლიეთ ჩვენთანაც გამოხატავენ. მათგან ზოგი სწორია, ზოგი კი მცდარი.
მეც ვიცი რას ფიქრობენ ახლობლები ჩემზე, და არამარტო ფიქრობენ, ამბობენ კიდეც, თანაც ხშირად.
ისინი ფიქრობენ რომ მე: Continue reading

მარტოობა

ოგორ ფიქრობთ, რა არის მარტოობა?
ზოგჯერ ჩვენ, ადამიანებს, ძალიან გვინდა ვინმემ გვკითხოს როგორ ვართ, გვინდა გაიგოს ჩვენი ფიქრები, გვინდა გვითხრას ის, რის თქმასაც ვერ ვბედავთ.
ძალიან გვინდა ხოლმე.. მაგრამ როგორც წესი ამ დროს არავის ვახსენდებით. ან შეიძლება ვახსენდებით, მაგრამ არავინ გვეკითხება რას ვგრძნობთ.
tumblr_n96kxs0wdl1t9v6zfo1_500
ხომ წარმოუდგენელია? ზიხარ შენთვის და ამ დროს ვიღაც გწერს-” გამარჯობა, მომიყევი რას გრძნობ.”
წარმოუდგენელია. მაგრამ რომ იცოდნენ როგორ გვინდა ჩვენ ეს.. როგორ გვინდა გვკითხონ რას ვგრძნობთ..

Continue reading