შთაბეჭდილებები

არშან, ამ დროს ,ცხოვრება ძალიან განსხვავებული იყო .
თითქოს არაფერი შცვლილა, მაგრამ მაინც, ადრე  სხვანაირად იყო. ბედნიერად.  ცხოვრება ყოველთვის ცვლის ყველაფერს, ეს შეიძლება ზედმეტად სევდიანია. შეიძლება არა.
ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა.

Image
რ იქნებოდა მოგონება, დასასრული რომ არ ყოფილიყო. დასასრული იმ მომენტის, იმ წუთის, რასაც დღეს მოგონება ჰქვია.
იცით როგორ მოგონებებზე ვამბობ? დიდ ამბავზე კი არა, ან ისტორიაზე, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია.. არა, მე ვამბობ შთაბეჭდილებებზე. სხვისთვის უმნიშვნელოზე, შეიძლება ზედმეტად უმნიშვნელოზეც კი მოსაყოლად. მაგრამ ისეთ მოგონებებზე, მთელ დღეებს, მთელ წელს და ზოგჯერ ცხოვრებასაც  რომ ცვლის. ამას სხვები ვერ ამჩნევენ, თორემ ნამდვილად ცვლის.
ერე, დროის გასვლის შემდეგ, ჩვენ ვიხსენებთ რა კარგი იყო მაშინ, იმ დროს. და ვამბობთ რომ ცხოვრება გაცილებით ლამაზი იყო, სხვანაირი.  ვიცით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაშინ ,მაინც სხვანაირი იყო ეს ცხოვრება.
Continue reading

Advertisements

Be real- იმღერე ის რაც ხარ

შირად გაიგონებთ, როგორ ეუბნებიან დამწყებ მომღერალს “შენგან ძალიან მაგარ რაღაცას შევქმნიდი” , ანდა “რა კარგი მასალა ხარ”. ეს ერთი შეხედვით დიდ პერსპექტივებს უქადის მომღერალს..ასეც არის: მასზე იმუშავებენ, შეურჩევენ ჟანრს, სცენაზე დააყენებენ, დაუწერენ სიმღერებს, ამღერებენ, ვარსკვლავს დაამსგავსებენ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ ის გახდეს , როგორც თავად ეძახიან “უკეთ გაყიდვადი”..ერთი სიტყვით გააკეთებენ მასალას და გაყიდიან. მერე კი ამას ხელოვნებას დაუძახებენ. მაგრამ..
ყველაფერი, რაც კომერციული მიზნით კეთდება, არ არის ხელოვნება !

Image

ს არის ის, რაც  ისედაც ქვია, შოუ-ბიზნესი. ანუ სანახაობა, რომლითაც იშოვება ფული.
ჩვენ, მსმენელმა, ყოველთვის ვიცით, რომ ეს ასეა. მაგრამ მაინც ვუსმენთ მათ. მეც ვუსმენ .და ძალიან ცოტა ადამიანის გარდა უსმენს თითქმის ყველა.
როექტებში, რომლებიც ახალი მომღერლების აღმოჩენას ემსახურება, ხშირად გაიგონებთ ასეთ სიტყვებს: “შენ ძალიან კარგი  ხარ, მაგრამ ხალხი ვერ გაიგებს შენს მუსიკას..” და  არჩევენ იმათ, ვისაც გაიგებს ხალხი, ანუ უკეთესად გაიყიდება. ისინი კი,ვისაც ხალხი ვერ გაიგებს, არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან, ისეთი თვითმყოფადები არიან, რომ ვერ მოხერხდება მათზე მუშაობა. რადგან..
ნამდვილი ხელოვანი დამუშავებას არ ექვემდებარება! 
მიტომ არიან ჩრდილში ამ ნამდვილების უმრავლესობა. უკრავენ მიწისქვეშაში , ღამეებს ათენებენ და წერენ თავიანთ სიზმრებს, ოცნებებს, ბავშვობას, ან ძალიან უბრალოდ – სიყვარულს.
მაგრამ ხალხი, მაინც სხვებს “იგებს” , სცენაზე მდგარ, დამუშავებულ, სხვის დაწერილ, სხვის დაპროექტებულ, გასაყიდად მომზადებულ მბრწყინავ და სტანდარტულ მომღერლებს, რომლებსაც შეიძლება არც კი უფუქრიათ, რატომ მღერიან იმას, რასაც არ გრძნობენ.
Continue reading

მე ვწერ.

ნ ვწერ, ან იმაზე ვფიქრობ, როგორ დავწერო. წერას ბევრი უპირატესობა აქვს. ვფიქრობ ხოლმე, საერთოდ, რატომ უყვართ ადამიანებს წერა. გამოგვდის თუ არ გამოგვდის, ვზივართ და ვწერთ. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ,რასაც ხელოვნება ქვია, ძალიან გავს ერთმანეთს. მაგალითად მწერალი , ძალიან გავს მსახიობს. როცა წერ ხომ ყველაფერი უნდა წარმოიდგინო, შენი გმირებივით იფიქრო, შეითვისო და დაიკარგო იმ ადამიანებში, შენსავე მოგონილ ადამიანებში. გაითავისო მათი ფიქრები, გრძნობები, სიზმრები, გახდე ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილხარ და ალბათ არც იქნებოდი, მწერალი რომ არ ყოფილიყავი.
ეს ყველაფერი, ის , რასაც ჩვენ, ადამიანები ხელოვნებას ვეძახით, სინამდვილეში ისეთი ადამიანური და თავისთავადია, ისეთი ჩვეულებრივი და ყველა ადამიანში, მათ გულის სიღრმეებში ჩაკარგული..

Image

ვენ ყველანი ვეძებთ ჩვენთვის მიუწვდომელს, ზოგჯერ მისაწვდომს, ზოგჯერ შორეულს ან ახლობელს, მაგრამ მაინც ჩვენს, და გვინდა გავაგებინოთ სხვასაც, ყვირილით, ძახილით, წერით, სიმღერით, ხატვით…ოღონდაც გავაგებინოთ Continue reading

აქ არ არსებობს წესი, ანუ -He`s just not that into you

მდღეს ერთ ფილმს ვუყურე. ქართულად ასე ერქვა , ” დაპირება არ ნიშნავს ცოლად მოყვანას” , ორიგინალში კი, “He`s just not that into you” ქვია.
მ ფილმის შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ წავიკითხე, ქართული Cosmopolitan -ის ერთ-ერთი ნომრის, რედაქტორის სვეტში. მაშინ , 5 წლის წინ, არ ვიცოდი რატომ უნდა მეფიქრა ასეთ თემებზე.  რატომ იყო მნიშვნელოვანი ის, თუ ვინ რას დაგპრდებოდა და ვინ რას შეასრულებდა, არ მესმოდა ფილმების, რომლებიც, ჩვეულებრივ, რეალურ ამბებს ასახავდნენ და საერთოდ, არ მესმოდა რატომ აღელვებდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. მაშინ მეგონა, რომ, თუ ვინმე გეყვარებოდა, მასაც ეყვარებოდი და იცხოვრებდით დიდხანს და ბედნიერად.
დახლოებით 1 კვირის წინ, შემთხვევით , რომელიღაც ქართულ არხზე გადავრთე და თვალი მოვკარი ფილმის სათაურს.

Image
იუჟეტი ჩვეულებრივია.  შეიძლება უყურო, მაგრამ არც კი დაფიქრდე ფილმის იდეაზე. რადგან ზედმეტად ჩვეულებრივია ყველაფერი, ყოველგვარი ვნებათაღელვისა და თავგადასავლების გარეშე. მე ასეთი ფილმები არ მიყვარს. მაგრამ მიყვარს ისეთი დასკვნები, როგორებსაც ასეთ “ჩვეულებრივ” ფილმებში აკეთებენ. Continue reading

მოუთმენლობა გულისა

ოუთმენლობა გულისა. ძალიან დიდი ტკივილით, დიდი მოლოდინით , დიდი სინანულით და მოუთმენლობით, უსაშველო მოუთმენლობით სავსე ამბავი.
25 წლის ლეიტენანტი ტონი ჰოფმილერი, ჯანმრთელი, ლამაზი, სიცოცხლით სავსე. 17 წლის ედით კეკეშფალვა , კეთილშობილი წარმოშობის, დავრდომილი და უიმედო.

”ჯანმრთელებმა, ძლიერებმა, ამაყებმა, მხიარულებმა , არ იციან სიყვარული- ან კი რაში სჭირდებათ იგი? სიყვარულს ისინი ქედმაღლურად და გულგრილად იღებენ, როგორც დამსახურებულ თაყვანისცემას, თითქოს სხვებს ევალებოდეთ მათი ტრფიალი . მათთვის სხვისი გრძნობა, თუნდაც ის სხვა მთელ თავის მეობას აქსოვდეს შიგ, უბრალო დანამატი, თმაში გარჭობილი სამკაულია, მკლავზე წამოცმული სამაჯურია და არა მთელი ცხოვრების აზრი და ბედნიერება.”

Stefan Zweig

შტეფან ცვაიგი

ველაფერი კი ასე დაიწყო:

აჩახჩახებული დარბაზი, ორკესტრი, მოცეკვავე წყვილები..და ამ დროს,

Continue reading

ლაშა – გიორგი

    ჩემმა ლექტორმა, ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ, გამომიქვეყნა ჩემი წერილი “ხელოვნების სასახლის” facebook -ის გვერდზე. რის გამოც დიდ მალდობას ვუხდი მას.
“საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ,      ანა ბეჟაშვილის ერილი “

 

”ლაშა – გიორგი” – აზრები მეფის ფრესკასთან
(ფრესკის ასლი შესრულებული ტატიანა შევიაკოვას მიერ. დაცულია ხელოვნების სასახლის ოქროსფერ დარბაზში)

აშა-გიორგი, მეფე რომლის მიმართაც არაერთგავოვანი დამოკიდებულება გააჩნიათ ისტორიკოსებს.. რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ ის, რით გამოირჩევა სხვა მონარქებისგან, რა შეცდომები დაუშვა და ვინ იყო ლაშა-გიორგი, ძლიერი ადამიანი თუ სუსტი მეფე?!

თამარის ვაჟი – ეს ორი სიტყვა უკვე საკმარისია იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, რა პატივი და დიდება სდევდა თან ახალგაზრდა მეფეს ბავშვობიდან. ტახტის მემკვიდრის და შემდეგ უკვე მეფის უზრუნველ ცხოვრებასა და დროსტარების სიყვარულზე ჰყვებიან ისტორიკოსები. მას თითქოსდა ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა ემართა სახელმწიფო სწორად, არ დაეშვა ის შეცდომები, რომლის გამოც დღეს წერენ, რომ სუსტი მეფე იყოო. მას შეეძლო დაეტოვებინა ლეგენდები თავის მმართველობაზე, ისე როგორც ეს დიდ მეფეს ეკადრება.

ალბათ იბადებიან ძლიერი მეფეები და ძლიერი ადამიანები, ალბათ არსებობს ადამიანური კანონები, რომლებსაც არ სცნობენ დიდი მეფეები…
Image
ლაშა-გიორგი ერთადერთია ბაგრატიონთაგან, რომლის სიყვარულის ისტორიაზეც მუდმივად წერენ. ჰყვებიან უფრო მეტს მის გრძნობებზე ვიდრე მის მმართველობაზე. იქნებ სიყვარულისთვის ბრძოლა არანაკლები გმირობაა, მით უფრო თუ ეს სიყვარული აკრძალულია? ლაშა-გიორგის Continue reading

Anne

         მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ანა ქვია და ვინც დღიურს წერს. იყო კიდევ ასეთი, ანა ფრანკი. 
ანას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მხოლოდ მისი დღიური მაქვს წაკითხული და სხვისი ნაამბობი თუ მსმენია.
ამბობენ , რომ ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. ისეთი ძლიერი, რომ საკონცენტრაციო ბანაკშიც კი,სადაც იცოდა, დიდხანს არ ეწერა სიცოცხლე, ბედნიერი იყო. პიტერ ვან დაანთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადიოდა და თვალები უბრწყინავდა.
ანამ იცოდა, რომ ან გამარჯვება ელოდა ან სიკვდილი, მაგრამ ისიც იცოდა, რომ “ზოგჯერ წამებით სიკვდილიც გამარჯვებაა“. 15 წლის გოგონას აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა სიცოცხლისა და სიკვდილის არსი. იცოდა, რომ ” ბედნიერება მუდამ შენთანაა, სანამ შეგიძლია უშიშრად ახედო ცას”  .
Image
ას ერთადერთი რამ უნდოდა, უნდოდა წასულიყო ისე, რომ კვალი დაეტოვებინა. წერდა , მინდა მწერალი და ჟურნალისტი გავხდეო. უნდოდა რაიმე შეექმნა, რაიმე ღირებული. ალბათ ვერც წარმოიდგენა, რომ
Continue reading