ყველაფერი ცხვირის ოპერაციის შესახებ

 

18237815_836533333170816_640034781479610277_o

ასე გამოიყურება ჩემი ცხვირი დღეს

ცხვირის ოპერაცია ის საკითხია, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი მესიჯი მომდის სოციალურ ქსელებში. უკვე წინასწარ ვხვდები,როცა ცხვირის შესახებ მწერენ. მეც უკვე დაზეპირებული პასუხებით  შეიარაღებული ვუხსნი მათ  ყველაფერს.
ეს იმდენად ხშირად ხდება და ინტერესი იმდენად დიდია , გადავწვიტე ერთი ვრცელი პოსტი მივუძღვნა ამ თემას.
პოსტში დაწვრილებით წაიკითხავთ ყველაფერს, ყველაზე გავრცელებული ოპერაციის- რინოპლასტიკის შესახებ.
მაშ ასე !

Continue reading

“კატების სიყვარული სავალდებულოა “

მ დღეს ვუყურე “დისქავერის” გადაცემას სახელად- “კატების სიყვარული სავალდებულოა“(Must love cats). ეს იყო სიყვარულის უდიდესი გამოვლინება.

image

იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სასტუმრო კატებისთვის, თავად მიჰყავდათ უპატრონო კატები და აცხოვრებდნენ მათ სრულ კომფორტში; ვნახე ექიმი, რომელამაც თვითონ გაიღო 10 000 დოლარი და კატას გაუკეთა ფეხების პროთეზი .ამას გარდა ათობით კატა ჰყავდა გადარჩენილი უსასყიდლოდ.
ეს ყველაფერი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში:ინგლისში რიგები დგას კატის ასაყვანად, იაპონიაში საერთოდ კულტი აქვთ ამ ცხოველის ,ესპანეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერც ნახავთ ქუჩაში უპატრონო კატასა და ძაღლს.

image

ეს  არ ხდება აქ.
მხოლოდ აქ გეტყვიან რომ მეტი საქმე არ გაქვს, როცა წუხარ გარეთ , სიცივეში მყოფ კატებზე და იმაზე, რომ მათ დააძინებენ და მოკლავენ.
რატომ არ გესმით, რომ კატებსა და ძაღლებზე წუხილი არ ნიშნავს რომ საქმე არ გაქვს, ეს ნიშნავს რომ უნდა დაეხმარო მათ, ვისი დახმარება შეგიძლია. შეიძლება არ გქონდეს ფული, რომ  უსახლკარო ადამიანს მისცე სახლი, უზრუნველყო ყველანაირად ,მაგრამ ხომ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია?  გავუნაწილოთ საჭმელი, დავეხმაროთ ცოტაოდენი ფულით?
და მითუმეტეს ყველას გვაქვს  ერთი ნაჭერი პური, რომ დავაპუროთ უპატრონო კატა და ძაღლი. ხომ გვაქვს ყუთი რომ გავუკეთოთ მათ სახლი.. ან დავდოთ ფოტო ინტერნეტში და გავაჩუქოთ მზრუნველ პატრონზე? სიკეთის თეორიაა. დაეხმარე ისე, როგორც შეგიძლია.

image

არც კი მინდა წარმოდგენა როგორი იქნებოდა დღე, ჩემი პატარა ბიჭის გარეშე.. მისი ხტუნვისა და თამაშის გარეშე, იმის გარეშე ,როგორ დარბის, როგორ მეძახის, როგორი თბილია და საყვარელი..
ასე რომ..აიყვანეთ კატები! ❤
ნუ მისცემთ საშუალებას სხვებს სიცოცხლე წაართვან ამ უსაყვარლეს არსებებს, ნუ დაუშვებთ რომ გაიყინნონ გარეთ ან შინშილით დაიხოცნონ.
თქვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდება , როცა ამ საყვარელ ცხოველს მიიყვანთ სახლში. დამიჯერეთ❤

შეხვედრა ავტობუსში

image

ოგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. ყვითლად შეღებილი თმა, ვარდისფერი პომადა. 80 წელს გადაცილებული იქნებოდა. 13 წლის წინანდელი კადრები დამიდგა თვალწინ, როგორ იჯდა როიალთან და მუდამ ერთნაირი, მომღიმარი გამომეტყველებით უკრავდა რახმანინოვსა და ჩაიკოვსკის.
ავტობუსში ამოვიდა, ადგილი დავუთმე. უცნაურია, თითქოს მოველოდი მის ნახვასო. მის სკამთან დავდექი.
თვითონ დამასწრო და გამომელაპარაკა, რუსული აქცენტით მითხრა -მადლობაო, როგორ შეგაწუხეო..
-მე თქვენ გიცნობთ – ვუთხარი და გავუღიმე.
ღიმილით შემომხედა-იცი, მე ინგლისურს ვსწავლობ!
-ძალიან კარგია ! -გავუცინე.
-რას საქმიანობ?- მკითხა ინგლისურად.
მეც ინგლისურად ვუპასუხე რომ ტელეჟურნალატიკას ვსწავლობდი თეატრალურში.
-ოიჰ ,თეატრალური, რა კარგია!
-იცით მე საიდან გიცნობთ? როცა მეხუთე კლასში ვიყავი, 2002 წელს, თქვენ ჩვენი კონცერტმაისტერი იყავით საბალეტო სკოლაში.
-ოო, მართლა? მე ახლაც ვუკრავ , სულ ვუკრავ, აბა!? -მერე ჩაფიქრდა და თითქოს თავისთვის  გაბრაზებულმა განაგრძო- ეხლა ახალი დირექტორია, განა მოცეკვავეა, არა, სხვა. საერთოდ სხვა..მერე უცებ შემომხედა და მკითხა- Are you married ?
-არა, გათხოვილი არ ვარ-გამეცინა.
-ოიჰ, უნდა გათხოვდე!
-თქვენ? შვილები გყავთ? – ვკითხე და მაშინვე ვინანე. მე ხომ ვიცოდი რომ მარტოხელა იყო. ეს არავის უთქვამს, უბრალოდ ვიცოდი. სხვანაირად ვერ იქნებოდა.

Continue reading

მხიარული და ბედნიერი

image

იფიქრიათ ოდესმე, რომ თუ ისეთი იქნებით, როგორიც სინამდვილეში ხართ, არავინ მიგიღებთ?
ან შეგიხედავთ საკუთარი ფოტოსთვის და გქონიათ ისეთი გრძნობა, თითქოს ეს თქვენ არ ხართ?
მე კი.
ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ დრო ცვლის, ის კი ვერც ხვდება ამას.
ისე გადის ცხოვრება , აღარც კი გვახსოვს როდის ვიყავით ბოლოს მხიარულები და ბედნიერები, ისეთები როგორებიც ვართ, როგორებიც ვიყავით და ალბათ ვიქნებოდით კიდეც, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო.
მე მახსოვს როდის ვიყავი ბოლოს მხიარული და ბედნიერი. უბრალოდ კარგ ხასიათზე კი არა, ნამდვილად მხიარული და ბედნიერი.
ადრე ამას ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ახლა, ვუყურებ ხოლმე ჩემს საკუთარ ფოტოს და ვფიქრობ რომ ეს მე არ ვარ.
ვფიქრობ , რომ მე სხვანაირი ვიყავი, სხვანაირად ვფიქრობდი, სხვანაირად ვოცნებობდი, სხვანაირად ბედნიერი ვიყავი. სხვანაირად კი არა, ჩემებურად.
თუ თქვენც გიფიქრიათ მსგავსი რამ, იცოდეთ რომ ეს გაზრდა არ არის. ეს დაკარგვაა.
ვფიქრობ ხოლმე. რატომ არ მიყვარდა ბავშვობაში ასე ძალიან ჩემი სოფელი. რაც ვიზრდებოდი უფრო და უფრო მიყვარდებოდა. სულ ადრე კი ,არც ჰქონდა ჩემთვის აზრი ,ზაფხულს სოფელში გავატარებდი, თბილისში თუ სადმე სხვაგან. ეს მიჯაჭვულობა ამ პატარა და ცარიელი ქალაქის მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც გავიზარდე. როცა იქ ვარ, ჩემს ეზოში, უბრალოდ კედებით, მაისურით და ჯინსის შორტით, ცხენის კუდად შეკრული თმით და ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე, როცა არც ვფიქრობ როგორ გამოვიყურები, სწორედ მაშინ მგონია რომ ისევ ის ანა ვარ.. კიდევ მაშინ ვხედავ ჩემს თავს, როცა აქ ვარ, ჩემს ბლოგზე. როცა დღიურს ვწერ..
ეს ალბათ ის არის, რაზეც ყველა ვფიქრობთ, როცა მარტოები ვრჩებით..
გახსოვთ, როდის იყავით ბოლოს მხიარულები და ბედნიერები?

Disney channel-ის 10 ფილმი, რომელიც გაგამხიარულებთ

1997 წლიდან,   Disney Channel Original Movies-მა 97 ფილმი  გადაიღო. 2015 წელს ველოდებით კიდევ ხუთს.
ყველას გვსურს ხანდახან ბავშვობაში დაბრუნება, მე ამას დისნეის მეშვეობით ვახერხებ ხოლმე. ჩემი თაობის თითქმის ყველა ფილმი მაქვს ნანახი, რაც Disney channel-ზე გასულა. მე ავარჩიე 10 ყველაზე მხიარული ფილმი მათ შორის.  უყურეთ, და ცხოვრებაც უფრო ლამაზი გახდება 🙂 თანაც, დისნეის ფილმები ხომ უფრო მეტს გვასწვალის, ვიდრე ეს ერთი შეხევდით ჩანს.
და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ – ჩვენ არასოდეს ვიქნებით დიდები დისნეის ფილმებისათვის !
ფილმის სანახავად დააჭირეთ სათაურს !

1. Geek charming/მომხიბვლელი ჭკუისკოლოფი (2011)

MATT PROKOP, SARAH HYLAND
ფილმი შეუმჩნეველი ჩკუისკოლოფი ბიჭის და ლამაზი, მდიდარი პოპულარული გოგოს შესახებაა. ისინი ვერ იტანენ ერთამენთს, მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ, რომ წარმატებისთვის ერთმანეთი სჭირდებათ. მართალია მომხიბვლელი ჭკუისკოლოფები რეალურ ცხოვრებაში ,მგონი, არ არსებობენ, (მე არ მსმენია) , მაგრამ ფილმში ეს ყველაფერი ძალიან კარგი სანახავია.

2. How to build a better boy/ როგორ შევქმნათ უკეთესი ბიჭი (2014)

uk_hbbb_brs_gbl
ორი მეგობარი გოგო გართობის მიზნით გადაწყვეტს კომპიუტერულ პროგრამაში შექმნან იდეალური ბიჭი. მალე აღმოაჩენენ რომ ეს გართობა არ არის და ეს ბიჭი ნამდვილად არსებობს.
Continue reading

“თუ კი ერთხელ გაიზრდები, ვერასოდეს დაბრუნდები უკან !”

tumblr_n5k21cNqHm1sbnhoho1_500
“თუ კი შენ ერთხელ გაიზრდები, ვეღარასოდეს დაბრუნდები უკან! ” 
პიტერ პენმა ეს ყველაზე უკეთ იცოდა, ამიტომაც დარჩა სამუდამოდ ბავშვობაში.
და ეს ბავშვობა რა ცოტაა, რა შეუმჩევლად გადის აქ, ჩვენთან.
რა მალე აღმოვაჩენთ ხოლმე რომ გავიზარდეთ, რომ დიდები ვართ, დიდების სამყაროში აღმოვჩნდით, იქ სადაც ყველაფერს წინასწარ გეგმავენ, იქ სადაც იბრძვიან, იქ სადაც იტყუებიან, სადაც ოცნებებს ივიწყებენ, სადაც წვიმაში აღარ დარბიან, სადაც ხეზე ასვლა , ფეხბურთის თამაში, სახლში ფანჯრიდან გადასვლა , მეზობლის ტყემლის მოპარვა,
მწვერვალებიდან ციგით დაშვება, ბებიის გაბრაზება და სხვა ყველაფერი კარგი, სირცხვილად ითვლება.
სადაც არ შეიძლება დაგეზაროს, არ შეიძლება გადაიფიქრო, არ შეიძლება თქვა , რომ რასაც გინდა იმას გააკეთებ! სადაც დიდი ხანია დაავიწყდათ როგორია, იყო უდარდელი.
დიდების სამყაროში ხომ სისულელეა, სასწაულების გჯეროდეს.
თუმცა, მათ დიდი ხანია აღარ უნახავთ სასწაულები, თავგადასავლებიც აღარ ახსოვთ.. არ ახსოვთ ის მოგზაურობები, მეკობრეებით სავსე დიდი გემები, არ ახსოვთ სასახლეები, მარმარილოს კიბეებით, კაბებშრიალა სეფექალებითა და ლურჯფრაკიანი კარისკაცებით, წითელი სამხრეები რომ ამშვენებდათ.. არც ხმლების შეჯახების და მარაოების დავარდნის ხმა ესმით..
ვერც გაიგებენ, ეს ხომ ბავშვობაში ხდება.. რომელიც როგორიც არ უნდა იყოს, მაინც სავსეა დიდი თავგადასავლის მოლოდინით.
..და ნეტავ რა იქნებოდა ყველანი ბავშვებად რომ დავრჩენილიყავით..
რა იქნებოდა, აღარ მეძახდნენ სახლიდან, როცა გარაჟის სახურავზე, თხილის მოსაპარად დავრბივარ..
რა იქნებოდა ,ჩემს გარშემო არავის სჭირდებოდეს ხვეწნა იმის გამო, რომ დამალობაანა ითამაშოს..
რა იქნებოდა, ისევ გვჯეროდეს. რომ ქუჩის ბოლოს მიტოვებული სახლი, მოჩვენებებით და მთელი საიდუმლოებებით არის სავსე.
ვინ იცის, როგორ ელოდებიან დიდებს ტომ სოიერი და ჰეკი ფინი. მათ კი ათასში ერთხელაც კი არ ახსენდებათ..
ალბათ ეს ცხოვრების ბრალია.
და ნეტავ რა უნდა ვქნათ ჩვენ..
“თუ კი გაზრდა ნიშნავს, რომ ვეღარასოდეს ავალ ხეზე, მაშინ მე არასოდეს, არასოდეს გავიზრდები!” -პიტერ პენი

Just wanna go anywhere

8971018
ინდა ჩავალაგო ზურგჩანთაში მხოლოდ ის ნივთები რაც ჩაეტევა, ჩავიცვა ლურჯი ჯინსი და ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები.
და წავიდე.
იქ წავიდე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, ვიარო დაუსრულებლად..ავტობუსით, ფეხით, თვითმფრინავით, ველოსიპედით, სკუტერით..
იმდენი ვიარო, სანამ ისე არ დავიღლები, რომ უცხო ქალაქის ავტოსადგურზე დავიძინო და ბილეთების გამყიდველი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
მინდა ვიარო სიცხეში, სიცივეში, წვიმაში, ტყეში, ავტოსტრადაზე, მიტოვებულ დასახლებებში.. ვიარო და ვნახო ის ყველაფერი, რაც არასოდეს მინახავს.
ვიპოვო ყველა ის თავგადასავალი, რაც მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში არსებობს, გავიგო საიდუმლოებები, გავაკეთო
აღმოჩენები, ვნახო ის ადგილები, მხოლოდ სიზმრებში რომ ვხედავდი..
მინდა  ჩავიცვა ლურჯი ჯინსი, ჩემი საყვარელი ვარდისფერი კედები, და წავიდე.