რაც შენ წახვედი

image

რაც შენ წახვედი, ვდგავარ ისე, როგორც ის სახლი,
რომ არ ცხოვრობენ და მერცხლები იგებენ ბუდეს..
რაც შენ წახვედი, ვსუნთქავ ისე როგორც პეპელა, ცუდმა ბავშვებმა ფრთა რომ მოგლიჯეს და მიატოვეს.
რაც შენ წახვედი, მწყდება გულზე თითოდ ძაფები, იმ შემოდგომის ფოთოლივით, წეღან რომ მოწყდა.
რაც შენ წახვედი, დამავიწყდა რაც ვიოცნებე და დამავიწყდა ის ოცნებებიც, რომლებიც მოხდა.
რაც შენ წახვედი, ვეღარ ვხვდები  ცა რა ფერია, ან ღამღამობით რას ვითვლიდი ვარსკვლავებს ცაზე.
რაც  შენ წახვედი, მოვკვდი ისე, როგორც არასდროს..
ჯერ არასოდეს არ მოვმკვდარვარ აქამდე ასე!
რაც შენ წახვედი, რაც წახვედი.. მას მერე დავრჩი , როგორც ფოთოლი, ზამთრისპირზე ხიდან რომ მოწყდა.
როგორც წერილი, არავის რომ არ მიუღია, როგორც ამბავი, რომელიც მორჩა..
ვერ აწყობილი მელოდია პიანინოზე,
წიგნში დიდი ხნის ჩამარხული წერილის მსგავსად,
დავიწყებული სიყვარულივით,
არ მოხდენილი.
ვარ ასე . არსად.

დამალობანა გინდა?

– დამალობანა გინდა?
და ისე , როგორც ადრე,
დრო დავაბრუნოთ გინდა?
ეზო , სხივებით სავსე..

რა დრო გასულა უკვე..
თითქოს ათასი წელი..
ეს დრო დაეტყოთ ქუჩებს,
ხეებს შეცვლიათ ფერი..

და იმ თამაშებს მომწყვეტს
დიდი ქალაქი ისევ,
მეც დავივიწყებ ნებით,
ან სულ არც მახსოვს იქნებ..

ციგით დავეშვათ მოდი !
ან , სულაც, ცასთან ახლოს
იმ ჰორიზონტებს ვდიოთ..
..სულ არაფერი გახსოვს?..

გთხოვ..სანამ ჩვენი ქუჩა
ფოთლებით არის სავსე..
-დამალობანა გინდა?
ჰო, ისე, როგორც ადრე..

დაბრუნება იანვარში

სულ ორი დღეა დაგფარა თოვლმა,
და უკვე ვამჩნევ ნაბიჯებს გზაზე.
და ისევ ისე, როგორც წლების წინ,
როცა ვხედავდი ნახატებს ცაზე.
და ჩემს სოფელში,ვიწრო ქუჩაზე,
როგორც წლების წინ ისე დავრბივარ,
ისევ მეძახის ბებო შორიდან,
ისე მეძახის, თითქოს ბავშვი ვარ.
ნელ-ნელა ვკარგავ ღამის სინათლეს
ქალაქის მტვერმა  შორს რომ დატოვა,
და ეს ქუჩები ასე სწრაფად მზრდის,
რომ ამ ხმაურში თითქოს მარტო ვარ.
ყოველ იანვარს ვბრუნდები სახლში,
იმ გზას მივყვები, რომ არ იცვლება.
ოცნებებიც კი იცვლება თურმე,
კაკლის ფოთოლსაც ფერი ეცვლება..
და მეც ვიზრდები,ვიცვლი ოცნებებს,
ბავშვობის წიგნსაც აღარ ვშლი თითქოს,
მაგრამ ჩემს სახლში ხატვა ვისწავლე,
ტომ სოიერსაც იქიდან ვიცნობ.Image

მადლობა დედა !

მე შვიდი წლის ვარ, და ჯერ ვერ ვხვდები, რატომ იცვლიან ხეები ფერს,
სკოლიდან ისევ ვბრუნდები სახლში ,და ვხედავ ისევ მთავრდება დღე..
მე ჯერ ვერ ვამჩნევ ,ყოველდღე, თითქოს,ფერები როგორ ეცვლება ცას,
სკოლაში ვტირი,დედა მამშვიდებს, და ჩვენ ორივე მივყვებით გზას.

და მე არ ვიცი რატომ მეძახის დედა სახლიდან როდესაც თოვს,
და მე არ ვიცი ჩემი მწვერვალი, ჩემი სახლიდან ,რატომ ჩანს შორს,
სკოლიდან გზაში ვტირივარ ისევ და დედა ამბობს „ნუ ტირი გთხოვ“,
და მერე ისევ მიკითხავს ზღაპრებს,იმ ზღაპრებს ,რომ ვერ აძველებს დრო.

10154321_305588569598631_1071008997173869355_n

დღეს თვრამეტის ვარ და უკვე ვიცი,რატომ იცვლიან ხეები ფერს,
სკოლიდან აღარ ვბრუნდები სახლში,აღარ  მახარებს ფიფქები დღეს,
და თითქოს ვამჩნევ ისევ და ისევ, ფერები როგორ ეცვლება ცას,
და აღარ ვითვლი ნაბიჯებს თოვლში , სახლისკენაც კი ,სულ სხვა მაქვს გზა..

Continue reading