იასამნისფერი


შენი თვალები- ლურჯი ბურთები
როგორც მისტრალი.
და უპეებზე დარჩენილი ღამის თევები.

შენი სამყაროს კუბოკრულ ნისლში მხლართავს და მინდა
გავიქცე..გავქრე.
მაგრამ დრომაც გამასწრო უკვე,
ავტობუსივით.

ვერ მოგასწარი,
ვერ მოგისწარი,
ვერ დავასწარი
შენს ჩუმ დემონებს,
შენი თვალების იქით რომ წვანან
და მჭამენ ცოცხლად,
ძვლებში მამტვრევენ..
***
ვდგავართ მე და შენ.
ქალაქის ზემოთ.
(მერვე სართული.)

ვდგავართ და ჩვენი სხვადასხვა ღმერთი ერთმანეთს მორცხვად, უხმოდ უყრებს.
და მე არ ვიცი, ესმით თუ არა უსიტყვოდ ისე,
როგორც შენ ჩემი.

***
ვდგავართ და აზრზე არა ვართ რატომ,
აზრზე არა ვართ რა გვინდა ერთად.
საიდან მოხვდა ჩემს ბლანტ ქაოსში,
შენი ბეჭებში მოხრილი სევდა.
..
შენ- მობუზული, უსულო ჭინკა.
მე- ფორმალური, დაღლილი ბავშვი.
რა გვინდა ერთად.
რა გვინდა ერთად…

ნოემბრის ქარს გავს შენი სუნთქვები ჩემს ლავიწებზე.
მახვევს მარწუხებს შენი ხელები ყელზე, მხრებზე , თმებზე … სულში და
ანუ მიმათრევ და თან მიშვებ და ..
ხელს კი არ მიშვებ, ისე მიშვებ და
ანუ არ ვიცი საით მიდიხარ.
რომელ უფსკრულში
და ვდგავარ შენთან.
შენი მხრის გასწვრივ. შენ კი..
გინდივარ.
ოღონდ არ ვიცი , სიგარეტივით, ყავასავით,
თუ უბრალოდ ,
როგორც სიცოცხლე.

ვდგავარ შენს გვერდით.
და ვერ მიშველის ვერც ჩემი ღმერთი, ვეღარც შენი და
ვერც ალაჰი და
ვერც გილგამეში
ზამთრის ღამეში…

როცა,
“შენს თვალებს ჩემი რენდერი უნდათ.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s