***


ბედნიერება არ მიხდება -მეთქი, იმდღეს გითხარი და შენ არ დამიჯერე.
ისე არ მიხდება როგორც ის ვარდისფერი, ყვავილებიანი კაბა.
ისე არ მიხდება როგორც თმაში გვირილები ანდაც , გაზაფხულის დილა.
ან წითელი პომადა.
სისულელეს ამბობო შენ მეტყვი და მეც გავჩუმდები. შენი ხათრით გავჩუმდები. მაგრამ აზრი არაფერს ექნება.

საერთოდ არაფერს.

ბავშვობისდროინდელ სიზმარს გავხარ ახლა, მანძილით და კიდევ რაღაცით. რით – არ ვიცი.

(ალბათ იმით, რომ ვეღარ ვიხსენებ.)
ახლა სიგრძეც ფეხებზე მკიდია, მანძილიც და ისიც, რომ საკუთარ გულს ვერ ვგრძნობ.

მხოლოდ შენი ტკივილი მტკივა.

ზამთრის ბეღურებს ვგავდით დღეს.
ერთად რომ სხედან დენის მავთულებზე,

მაგრამ , ორივე ძალიან მარტოა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s