სად წავიდა თებერვალი


მარტის პირველი დღეა და ყველა გაზაფხულზე წერს.

მე მინდა თებერვლის ბოლო დღეზე დავწერო.

გაზაფხულზე წერა ადვილია. გაზაფხული ლამაზ ქალს გავს. ყვავილებით დაწინწკლული კაბით, გაშლილი , გვირილებჩაბნეული თმით.. მოეფინება ქუჩებს და კისკისით ჩაიქროლებს ფეხშიშველი ,
ნათელი ცისფერი თვალებით..

ყველაფერს გაანათებს,

ყველაფერს გააცოცხლებს.

ასეთია გაზაფხული.

ასეთი ქალივით ადვილი შესაყვარებელია გაზაფხული. მასზე წერაც ადვილია. წერაც და ფიქრიც ადვილია გაზაფხულზე.

ზამთრის ბოლო დღეა ძნელი.
ზამთრის ბოლო დღედ ყოფნაა ძნელი.

თებერვლის ბოლო ღამედ. გაზაფხულს ერთი ნაბიჯი რომ აშორებს, ერთი ხელის გაწვდენა, მაგრამ მაინც ზამთარი რომ ქვია.

თებერვალიც ქალს გავს.

ოღონდ არა ნათელს, არა მხიარულს, არა სიცოცხლით სავსეს..
ასეთი ქალების სიყვარული არ შეიძლება. თებერვალივით ქალების სიყვარული შეუძლებელია!

ასეთ ქალებს არასოდეს აცვიათ ყვავილებიანი კაბები.
არ უხდებათ.
ისევე არ უხდებათ, როგორც სიცილი. ისევე, როგორც ზამთარს მზე.

ასეთი ქალები მზიან დღეებს ვერ იტანენ, თებერვალივით და ისევე ვერ იტანენ, როგორც ბედნიერება ვერ აიტანეს ერთხელ.

ასეთ ქალებს არ ელოდებიან. ისევე, როგორც თებერვალს არ ელოდება არავინ.

ასეთი ქალები სევდას დაატარებენ. სევდას იმაზე, ზამთარი რომ ქვით და კიდევ რაზე, ვინ იცის.

დადიან თებერვლის ქალები და არავის უყურებენ. არსად მიდიან. მათი გზა არ სრულდება.

თებერვალივით.

სადღაც წყდება დასასრულამდე სამი დღით ადრე და არავინ კითხულობს სად წავიდა თებერვალი.

არავინ იცის, როგორ დამთავრდა თებერვალი.

რომელ ხიდთან,
რომელ ქუჩაზე,
რომელ მიწისქვეშაში,
რომელი სახლის სახურავზე.

ყველაზე სევდიანი თვეა თებერვალი.
ყველა თვეზე უფრო მეტად სევდიანი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s