We never wanted a normal kind of love


49250813_2096275100394993_7041939356734455808_n

გიფიქრიათ იმაზე, რომ სიყვარულის უამრავი სახეობა არსებობს? მათ შორის ისეთიც, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს.

“- თუ გინდა არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?
– შენ კი გხედავ სოსოია..
– აბა, მეტი რა გინდა ხატია..
– მეტი არაფერი. “

სხვა სამყაროში სხვანაირი სიყვარული არსებობს. იქ არსებობენ სოსოია და ხატია, რომეო და ჯულიეტა, პოლი და ვირჟინი, ჯეკი და როუზი, გედია და მარიტა, ინგა და კუკარაჩა.. იმ სამყაროში ის სიყვარული არსებობს ნამდვილს რომ ეძახიან და ყველას კი გვჯერა მისი არსებობა (ღმერთივით) მაგრამ მაინც არასოდეს გვინახავს.

მერე, ერთ დღესაც მოდის ასეთი სიყვარული.

რაღაცნაირად, უცნაურად მოდის ხოლმე და თან შიშის გრძნობაც ახლავს. ზიხარ, დგახარ, დადიხარ და არ გტოვებს ეს განცდა- იქნებ , ეს არის
” ის” სიყვარული. ის მთავარი სიყვარული. და რატომ შენ ? რით დაიმსახურე, როგორ მოვიდა შენამდე?
ამაზე პასუხი არ არსებობს. მარტო ის იცი, რომ არსებობს რაღაც, რაც არ მიდის და რაც უფრო მეტია , ვიდრე მუცელში პეპლები. უფრო სულში სინათლის მსგავსი.

“-ყოველ დილით ჩაის ჩემებურად გაგიკეთებ ხოლმე.
– მაინც როგორ ?
– სანამ მოგიტან მოვსვამ, ზედმეტად ცხელი რომ არ მომივიდეს.
– არ ხარ ნორმალური.
-არ ვარ.”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s