დეკემბერი


თვითონაც არ ვიცი რას ვწერ. მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვანაირად ვერ გადავრჩები.
ჩემს ნაწერებს არასოდეს აქვს ჟანრი, ფორმა ან სათაური.

ჩემი ნაწერები ჩემსავით არეულია. ამიტომაც ვეძახი მათ ნაწერებს. ისინი მოთხრობები, ლექსები ან ჩანახატები არ არიან. ასეც არ გაუმართლათ. ნაწარმოებზე ან რომანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

არასოდეს მიყვარდა სახელების დარქმევა. არასოდეს ვყოფდი ადამიანებს მეგობრებად, საუკეთესო მეგობრებად, ახლობლებად ან უფრო ახლობლებად.

არასოდეს ვყოფდი სიყვარულს ფორმების მიხედვით.
თუ მიყვარს, მიყვარს.
ან ჩემია , ან არა.
წერაც ასეა.
მე ვწერ. და რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია ამას. სიტყვების და ასოების გროვას, გრძნობების და სიზმრების თავშესაყარს, სიკვდილებით და სიცოცხლეებით სავსე სიტყვების ჯაჭვს, რომლესაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული.
რომლიდანაც სხვას ვერაფერს დაინახავთ, ჩემი არეული ყოველდღიურობის გარდა.
მე ვწერ და ამით არასოდეს არაფერს მოვიგებ.

ეს არასოდეს არაფერს მომიტანს. ალბათ გაზეთის ერთ სვეტსაც კი.
მაგრამ მე მაინც ვერ დავარქმევ ამას სახელს. ვერ ჩავსვამ სიტყვებს ფორმასა და ჩარჩოში. ჩემს ნაწერებს არაფერი ქვიათ.
ჩემი ნაწერები არსად მიდიან. (ჩემსავით.)

ჩემი ნაწერები მე მგავს.
უსახელო, უფორმო. რომ უყურებ და ვერ იგებ- რისთვის არის, ვისთვის, რატომ ან როდემდე.

ეს მეც არ ვიცი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s