ზამთრის ინსომნია


პოსტებს სათაურად თვეების სახელებს ვარქმევ.
ვერაფერზე ვწერ, უფრო სწორად , რაზეც ვწერ, ის არაფერია.
ამას ძალიან მარტივ და მდგომარეობის ნათლადგამომხატველ სახელს- არაპროდუქტიულობას ეძახიან.
მეც ასე დამემართა.

“-გამარჯობა, მე ანა ვარ და მე არაპროდუქტიული ვარ.
-გამარჯობა – მეტყოდნენ ისინიც.
სხვა არაპროდუქტიულები,
სხვა არანაყოფიერები,
სხვა დაღლილები.
რომ არსებობდეს რაიმე ასეთი კლუბისმაგვარი, ჩემნაირი ადამიანებისთვის.
და მე გავაგრძელებდი თავჩაღუნული, ნაწყვეტ-ნაწყვეტ- ეს ყველაფერი რამდენიმე თვეა დაიწყო, ვეღარ ვწერ, ვეღარ ვხატავ.. თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნსაც ვეღარ ვკითხულობ ! ჰო, ვერც მხატვრულს..და თან ფეხებზე მკიდია ეს.

სხვები შემომხედავდნენ თანაგრძნობით სავსე თვალებდით. იმიტომ, რომ ეცოდინებოდათ რას ნიშნავს ეს.
შუაში, განსხვავებულ სკამზე იჯდებოდა შუახნის ქალი, მომღიმარი სახით და ყველას ისე შემოგვხედავდა როგორც ავადმყოფებს. ეს ქალი ეტყოდა შემდეგ არაპროდუქტიულს მოეყოლა თავისი ისტორია და ასე , ყველა სათითაოდ მოყვებოდა, როგორ დაკარგეს საქმის კეთების უნარი, როგორ გახდა მათთვის ყველაფერი ბუნდოვანი, როგორ დაიღალნენ, როგორ სცივათ, როგორ ეშინიათ.. როგორ ვეღარ წერენ. და ამ ყველაფერს, ეს შუახნის ქალი , მხოლოდ ერთ სიტყვას -“არაპროდუქტიულობას” დაარქმევდა და წარმოდგენაც არ ექნებოდა , რომ ამქვეყნად არსებობს რაღაც, რასაც სახელი არ აქვს.

ეს იქნებოდა ყველაზე უაზრო შეკრება, ასეთ უაზრო შეკრებებს შორის.
ისეთივე უაზრო, როგორც ეს პოსტი, ან დღევანდელი ამინდი, ან ჩემი ბოლოდროინდელი სიზმრები, ან რომელიღაც მობეზრებული პოპმომღერლის სიმღერის ტექსტი.
ვიღაც დამაიმედებს და მეტყვის, რომ არსებობს უაზრო დღეები,
ანდაც სეზონები.
ან წლები.
(ან, ცხოვრება.)
ვიღაც მომისმენს და ხელს ჩაიქნევს.
უმეტესობა მოგონილი გამამხნევებლი ტონით მეტყვის- როგორ, ვინ მოგცა დაღლის უფლება, -რით დაიღალეო- ამასაც კი მკითხავენ.
მე ვერ ვეტყვი კონკრეტულად რით და ისინიც იფიქრებენ, რომ “უაზროდ ვიქცევი”.
..
ბოლო დროს პოსტებს თვეების სახელებს რომ ვარქმევ-ეს არაფერი, ეს გაივლის.

ფსიქოლოგი კი ამ ყველაფერს ისევ რომელიღაც დიაგნოზის სახელს დაარქმევს. ერთი, ან ორი , მდგომარეობის ნათლადგამომხატველი სიტყვებით შედგენილს. როგორიცაა-“ზომიერი დეპრესია”, “შფოთვითი დარღვევა” ან რაიმე ამდაგვარი. და წარმოდგენაც არ ექნება, რომ ამქვეყნად უსახელო რაღაცებიც არსებობს.

მე არ ვიცი რა ქვია იმას, როცა ვეღარ წერ.

ამას სახელი არ აქვს.

Advertisements

6 thoughts on “ზამთრის ინსომნია

  1. არ ვწუწუნებ, მაგრამ სულ არ მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. ზეგინდელ დღესაც კი არ ვგეგმავ. ძნელია იშრომო როცა არც სხეული მოგყვება და არც გონება. უბრალოდ ვიცი რომ ჩემი მიზეზი არასდროს გამოსწორდება.

    მადლობა პასუხისთვის

    Like

    • მიზეზი ფსიქიკაში თუ მდგომარეობს გამოსწორდება. ფიზიკურად კი, სანამ ცოცხლები ვართ უნდა ვიცოცხლოთ. სხვა გზა არ გვაქვს. სიკვდილი მეც ბევრჯერ მდომებია. და ისევ ჩემ თავს გადავურჩენივარ. კარლ იუნგი იკითხე. დაგეხმარება. და ისე, ფსიქოლოგებმა ვერასოდეს მიშველეს. თუ მიშველმა საკუთარმა თავმა მიშველა.

      Like

  2. ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ გავზარმაცდი, ხანდახან კი დეპრესიას ვაბრალებ. ცუდად სწორედ ამის გამო ვგრძნობ თავს – ვერ ვარჩევ გავზარმაცდი და დეპრესიით ვიმართლებ თავს, თუ მართლა დეპრესია მიშვრება. საშინლად არაპროდუქტიული გავხდი ბოლო წელია, იქამდე კი ყოველთვის მობილიზებული და ორგანიზებული ვიყავი. მართლაც და საქმის კეთების უნარი დავკარგე და გული მიგრძნობს, რომ ჩემი ბრალია.

    კიდევ ერთი. ჩემი ტანჯვით იმდენად არ ვწუხდები, როგორც იმით, რომ საყვარელ ადამიანებს ვტკენ. უნივერსიტეტში ნორმალურად რომ აღარ ვსწავლობ, ასე მგონია ჩემს ოჯახს დააწვება ცუდად.

    შენგან განსხვავებით მე ვიცი რატომ ვარ ასე. თუმცა შენს მსგავსად ვერც მე ვეუბნები ჩემს გარშემო ადამიანებს ნამდვილ მიზეზს. ალბათ იმიტომ, რომ ბავშვობიდან თვით-იზოლაციისკენ ვიყავი მიდრეკილი, ახლაც 2-3 შემორჩენილ მეგობარს თავს ვარიდებ…

    მოკლედ ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ვიცი რაზეც წერ :დ ვიღაც 18 წლის ბიჭი შენნაირად უსახელო მდგომარეობაშია, არ შეუძლია ამოსვლა და არც ცდილობს ამას.

    Liked by 1 person

    • მიუხედავად იმისა რომ ეს შარშან დავწერე, ზოგჯერ ახლაც ვარ ასე. ცოტა მხატვრულად გავალამაზე ტექსტი, თორემ სინმადვილეში სისუსტის ბრალია. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს რომ ყველაფერი შეგვლიძია და ეს უნდა დავამტკიცოთ. ჯერ 18 წლის თუ ხარ ყველაფერი წინ გქონია. ახლა რომ მაგხელა ვიყო უფრო მეტს ვიშრომებდი და თავს დავაკლავდი ყველაფერს. ამიტომ გირჩევ მიბაძე წარმატებულ ადამიანებს და იცოდე რომ დრო გადის. იშრომე იმისთვის რომ შედეგი დადო. მართლა სხვანაირად მოვიქცეოდი ახლა 18 წლის რომ ვიყო. გაითვალისწინე.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s