სევდიანი გოგოები


49001921_2087095214646315_798321694614749184_n

ამონარიდი ჩემი მეგობარი ელლის დღიურიდან-” ერთხელაც ავდექი და ბედნიერება მოვიგონე. დავიარე ჩემი სულის თითოეული კუთხე, წამოვკრიფე დაუდევრად მიყრილ-მოყრილი სევდის ნარჩენები. რომელიმე არ დამრჩეს-მეთქი ვიფიქრე და ყველაზე ბნელ კუნჭულშიც ვაფათურე ხელები. მოვაგროვე, მოვხვეტე ყველა სევდა, ერთ დიდ ფუთად შევკარი და წამოვიღე. გათენებული ღამეებიც წამოვაყოლე ხელს. გამოვათრიე და სადღაც შორს მოვისროლე.

მერე მივბრუნდი და კარგად გამოვკეტე კარები. ვერაფერმა ვეღარ შეაღწიოს- მეთქი და გასაღები გადავმალე.”

ხომ არსებობენ ლამაზი და ბედნიერი გოგოები. ისეთები, რომ იციან ლამაზები და ბედნიერები ვართო და უხარიათ.

ვფიქრობ ხოლმე, ასეთი გოგო რომ ვყოფილიყავი, მერე რა იქნებოდა მეთქი და პასუხსაც იქვე ვცემ ხოლმე-ასეთი რომ ვიყო, ამაზე არასოდეს ვიფიქრებდი. როცა ყველაფერი კარგად არის, ალბათ ძალიან იშვიათად ფიქრობენ სევდაზე.

სევდაზეც და ისეთ რაღაცებზე, რაზეც მარტო სევდიანი გოგოები ფიქრობენ ხოლმე.

სევდიანი გოგოები კი ისეთებს ფიქრობენ, ისეთებს რომ..

სევდიანი გოგოები ხიდებზე ფიქრობენ.

განსაკუთრებით, შემოდგომაზე. შემოდგომაზე ხომ ყველაზე მეტს ნიშნავს ხიდები. შემოდგომაზე უფრო ფართოები და დიდები ჩანან . თითქოს მთელი ქალაქი ხიდია, და ქვემოთ მდინარე .

რომელი მდინარე რა მნიშვნელობა აქვს.

რა მნიშვნელობა აქვს მტკვარი იქნება თუ თერგი, არაგვი თუ კიდევ რომელიმე სხვა..

ამ დროს ყველაფერი სულ ერთია.

მნიშვნელობა მარტო ხიდს აქვს.

სევდიან გოგოებს ფოთლებიც უყვართ.

ხიდან წყდებიან ფოთლები და ამ დროს გულზე ძაფებიც უწყდებათ.

თუ დააკვირდებით, თქვენც დაინახავთ როგორ ილევა ფოთლის დღეები, წუთები და როგორ ვარდება, უსულოდ ეცემა ძირს.

კვდება ფოთოლი.

ვიღაც იტყვის რა დროს ფოთლის სიკვდილია, ხომ არ გაგიჟებულხართო.

გავგიჟებულვარ, კი.

კვდებიან ფოთლები და რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი.

არც არაფერი.

სევდიან გოგოებს ლურჯი თმები და ლურჯი სული აქვთ.

კედები და დიდი შარვლები აცვიათ.

სიგრილის და ზამთრის სუნს ატარებენ.

დადიან სევდიანი გოგოები და ხედავენ ფოთლებს, ქუჩის ძაღლებს და მათნაირი თვალებით უყურებენ მერე სამყაროს.

ძნელია ასეთი გოგოების შემჩნევა.

ლამაზი და ბედნიერი გოგოების სამყაროში- მითუმეტეს .

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s