თვითმკვლელთა სეზონი


სეთი ღამეა, ბლოგებს რომ უნდა შეყვე და პოსტები იკითხო. ასეთები ღამეები ჩემთვის შემოდგომაზე დგება ხოლმე . ცხოვრება რომ მშვიდდება, მოსაწყენად ლაგდება და ქუჩები უმეტესად ნაწვიმარია.

მოკლედ, ჩაის ჭიქაზე გამთბარი ხელების სეზონია.

სევდიანი შედარებაა, ვიცი. და ხანდახან ასეთი დღეებიც მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს. შემოდგომას რომ უხდება ისეთი და საერთოდ- სიცოცხლეს. მითუმეტეს მათთვის, ვინც ცხოვრებას ზედმეტად რეალურად აფასებს.

არ ვიცი, სადღაც წავიკითხე თუ მე გავიფიქრე- თვითმკვლელთა სეზონია – მეთქი შემოდგომა.

ამიტომაც უფრო სევდიანი მეჩვენება ხიდები შემოდგომაზე.

ამ დროს უფრო მეტს ამბობენ და ამ დროს უფრო მეტს ნიშნავს ხიდები. ზუსტად არ ვიცი რას, მაგრამ- ნიშნავს.

იმდღეს ერთი მეგობარი მომიკვდა.

ხედავთ, რამხელა განსხვავებაა “მოკვდასა” და “მომიკვდას” შორის?

სიტყვის უბრალო მორფოლოგიური ცვლილება ზოგჯერ მთელ ცხოვრებას ნიშნავს.

(მო-მიკვდა. ანუ, უბრალოდ კი არ მოკვდა, მე მომიკვდა, მე დამტოვა. ანუ ჩემგან წავიდა. )

“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,

ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ..”

ჭილაძე ისე უხდება შემოდგომას, როგორც ჩემს ქუჩას აყვავებული ტყემლის ხეები,

ან, თოვლიან ზამთრის დილას მზე.

(ანდაც- ჩემს ხელებს შენი ხელები.)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s