შემოდგომა


უკვე იმდენჯერ მოვკვდი, სიკვდილის აღარ მეშინია.

რის მეშინია მეც არ ვიცი. არაფერი აღარ ვიცი უკვე . მთვრალს რომ ფეხი აგერევა და სახლის მისამართს ვერ იხსენებ, ისე ვერ ვიხსენებ ვინ ვიყავი და რა მინდოდა.

ბევჯერ მიფიქრია საკუთარ სიკვდილზე. და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ის არც ჩუმად მომეპარებოდა და არც ზემოდან დამეცემოდა მოულოდნელად. არც სხვისი ტყვიით მოვკვდებოდი, არც ძილში გავიპარებოდი და არც ზედმეტი დოზა მომივიდოდა არასოდეს. ფსიქოტროპული აბების .

არც შემთხვევით, არც -ისე, უბრალოდ.

ჩემს სიკვდილს ყოველთვის მე ავირჩევდი.

ჩემს სიკვდილს ყოველთვის მე გადავწყვეტდი და ფორმასაც მე მოვუძებნიდი.

არ ვიცი რომელ ხიდთან მიმიყვანდა ჩემი გზა. მტკვირს რომელ სანაპიროსთან , ხიდის რომელ მოაჯირთან მიმიყვანდა სიკვდილი.

მხოლოდ ის ვიცოდი რომ იქ ჩემი ფეხით მივიდოდი.

სხვანაირი სიკვდილი არ მიფიქრია.

სხვანაირი სიკვდილი არ შემეძლო.

ახლა ოქტომბრის დასაწყისია. ზუსტად არ ვიცი დღე და რიცხვი. ვიცი რომ დასაწყისია და ვფიქრობ- რა იქნება ერთხელ მაინც , ისე დადგეს შემოდგომა არ ჩამოცვივდეს ფოთლები ხიდან.

ერთხელ მაინც გადარჩნენ შემოდგომის ფოთლები.

მერე, იქნებ სულ სხვანაირად იყოს ყველაფერი.

სულ სხვანაირად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s