ოქტომბერი


სეთია ახლა ოქტომბერი, როგორიც უნდა იყოს.

ქუჩაში დაუდევრად მიყრილ-მოყრილი ფოთლებით, ახლახანს ნაწვიმარი ქუჩებით, დენის მავთულებზე შემომსხდარი ბეღურებით, ქუჩაში მოსეირნე პალტოებში გამოწყობილი კაცებით და ქოლგიანი ქალებით.

არაფერი განსაკუთრებული. წელსაც ჩვეულებრივია ოქტომბერი. მეტიც, ბანალურად ჩავეულებრივიც კი.

წვიმები დაიწყო. ჯერ არ ცივა. ალაგ-ალაგ მზეც გამოანათებს ხოლმე, მაგრამ, მაინც ყველამ იცის- ერთ თვეში ზამთარი მოვა.

ახლა, როცა ზამთარს ერთი თვე მაშორებს, შენს მოსვლას კი რამოდენიმე წუთი, ვზივარ, სადღაც ცენტრალური ქუჩის რომელიღაც ყველაზე ხალხმრავალ პარკში. თითოოროლა ადამიანი თუ ჩამივლის წინ, სიცივის გამო, ანდაც იმის, რომ ორშაბათია..

ვზივარ, გელოდები , და ცხოვრებაში პირველად შემოდგომას ვგრძნობ.

მიუხედავად იმისა, რომ წელსაც შარშანდელივით ჩვეულებრივია ოქტომბერი,

ბანალურად ჩვეულებრივიც კი..

მაინც დადგა შემოდგომა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s