150 კილომეტრი


ახლა უფრო სევდიანია ყველაფერი. როცა კილომეტრების იქით დარჩა ჩემი ქუჩა. ჩემი ქუჩაც და მეც.
უკვე მივეჩვიე. ყველაფერი შორსაა რაც მენატრება ხოლმე. შორსაა და არასოდეს მეკუთვნის.
ჩემი ქუჩა ყოველთვის ცარიელია. ჩუმი და ცარიელი. დილაობით ჭრიჭინების ხმას და ფოთლების შრიალს თუ გაიგონებთ მხოლოდ. ღამით მატარებლის გუგუნს და ძაღლების ყეფას. სხვა არაფერი ხდება ჩემს ქუჩაზე.
მიტოვებულ სახლს გავს. უცვლელად რომ დგას, ერთი მიმართულებით იყურება და რაღაცას ელის.
არ ვიცი რას ელის ჩემი ქუჩა. რატომ არის ასეთი ჩუმი და ცარიელი. (ჩემსავით.)
და ამავე დროს ასეთი მტკივნეული.
მხოლოდ ის მიცნობს. მხოლოდ მან იცის ვინ ვარ. მხოლოდ ის არ მთხოვს დიდივით მოვიქცე. ისეთს მელოდება როგორიც ვარ.
მთელი წელი მელოდება . მაგრამ მე ვეღარ დავრბივარ ჩემს ქუჩაზე ფეხშიშველი. ვეღარც შუა გზაზე ვწვები და ვეღარც ცას ვაშტერდები საათობით.
ამასაც მაპატიებს.
ყველაფერს მაპატიებს ჩემი ქუჩა.
იმასაც, რომ გავიზარდე.
ყველაფერი შეიცვალა. ოცნებებიც კი შეიცვალნენ.
მხოლოდ ჩემი ქუჩა დარჩა ისეთად, როგორიც იყო.
და ლამპიონები..
ლამპიონები არასოდეს იცვლებიან.
ლამპიონები ყოველთვის ერთ ადგილას დგანან და თავხდახრილები იცდიან. შეუძლიათ საუკუნე გაძლონ ასე.
ლამპიონებზე სევდიანი არაფერია ამქვეყნად..
აქედან მართლა საშინლად , უსაშველოდ მენატრება ჩემი ქუჩა.
ჩემსავით მარტოა. ჩემსავით ცარიელია. ჩემსავით იმას ელოდება რაც არ მოხდება.

დედამიწაზე ალბათ მილიარდობით ქუჩაა. დიდი, ლამაზი, განათებული, სიცოცხლით სავსე ქუჩები არსებობს. იმ ქუჩებზე ყველაფერია . იმ ქუჩებს სიცოცხლე უყვართ. სავსეები არიან ადამიანებით, ლამაზი შენობებით, ცათამნჯენებით, ხიდებით.. მილიარდი ასეთი ქუჩა არსებობს დედამიწაზე..
და არსებობს ჩემი ქუჩა, პატარა, ცარიელი ქალაქის, უფრო ცარიელი ქუჩა. მიტოვებული, უმნიშვნელო სხვა დიდი ქალაქებისა და ქვეყნებისთვის, უმნიშვნელო სხვა დიდი ქუჩებისთვის.
მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის!
ის არის ჩემი გათენებული ღამეების მოწმე.
ჩემი მუხლებდაკაწრული ბავშვობა.
ჩემი ტკივილამდე მონატრებული ბავშვობა.
და ახლა ყველაზე საშინელი ციფრია 150 კილომეტრი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s