ხეები


მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ ხეებს. უკან-უკან გარბიან.
ერთმანეთს წამის მეასედში ცვლიან.
შორიდან ყველა ხე ერთმანეთს გავს. უბრალოდ გავს. თორემ , ისე ყველაფრით განსხვავდებიან. განსხვავდებიან ტოტების რაოდენობით, ფოთლების ზომით, ფორმით, ხაზების რაოდენობითაც კი ფოთლებზე. ასაკით, ფერით. . და ჭრილობებით.. ჭრილობებითაც განსხვავდებიან ხეები.
ნაკაწრებით, დანით დახაზული სახელებით, ამოტიფრული რიცხვებით, თარიღებით, დღეებით..
სევდით.
ჰო, სევდითაც განსხვავდებიან.
დაუბერავს ქარი და ფოთლებიც ახმაურდებიან. დიდი ხნის სიჩუმეს დაარღვევნ და ჩურჩულებენ.. ჩურჩულებენ… ვინ იცის რას.
სიკვდილითაც კი განსხვავებულად კვდებიან ხეები.
ზოგი ცულის მოქნევით, ზოგი უცბად ჩამოხმება და წელის მოწყვეტით ეცემა ძირს. ზოგი ძირიანად წყდება მიწას და ასე ამთავრებს. ზოგიც ზეზეულად ხმება.
..
მკვდარი ხეები აღარ შრიალებენ.
მკვდარ ხეებს აღარაფერი რჩებათ სათქმელი.
კვდებიან ხეები და თან მიაქვთ ტოტებზე ამოტიფრული სახელები. ზოგი ცალკე, ზოგიც წყვილ-წყვილად ამოკაწრული. მიაქვთ თარიღები, დღეები, მომენტები, ამბები. და სევდა.
ყოველთვის სევდიანები არიან ხეები.
მანქანის ფანჯრიდან- მითუმეტეს.
ამ დროს შენ კი არ მიდიხარ წინ, ხეები მიდიან უკან. მიდიან და თითქოს რაღაც მიაქვთ.
რაღაც, რაც აუცილებლად მოგენატრება. აუცილებლად უნდა მოგენატროს ის, რაც ხეებს მიაქვთ.
ერთი კია, თუ გაიზარდე ვეღარასოდეს დაინახავ როგორ მირბიან ხეები უკან-უკან. ვერც მათ ჩურჩულს გაიგებ და ვეღარც ვერაფერს.

სევდიანები არიან ხეები.
მანქანის ფანჯრიდან- მითუმეტეს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s