წარმოსახვითი ურჩხულები


ჩემს ბავშვობის მეგობარ ელის წარმოსახვითი მეგობრები ყავდა. დანი, ციდავა და კავალა.

ელიმ მშობლებს ოთხი წლის ასაკში მოუყვა მათ შესახებ. მშობლებმა- ბავშვური ახირებააო და მეტი არც არაფერი უთქვამთ.

ელი არა მხოლოდ ელაპარაკებოდა მათ, სიმღერებსაც წერდა მათზე. ოღონდ არავის აჩვენებდა. პიანინოზე ერთ სიმღერას უკრავდა ხოლმე. ამბობდა რომ აკორდებს ისინი იღებდნენ. დანი, ციდავა და კავალა.

ელის ნამდვილი მეგობრები არ ყავდა. სხვა ბავშვებთან ვერასოდეს თამაშობდა. მოშორებით იჯდა ხოლმე და რაღაცას წერდა.

ერთხელ მასწავლებელმა თქვა- ზედმეტადაა ჩაკეტილი თავის სამყაროშიო. ფსიქოლოგმა კი მის მდგომარეობას სულ ორი სიტყვა ამყოფინა- ასოციალური ქცევა.

და კიდევ რაღაც თქვა, აღზრდასთან დაკავშირებით.

16 წლისები ვიყავით, როცა ელიმ ურჩხულებზე მომიყვა.

ისინი არც საწოლის ქვეშ ყოფილან, არც კარადის უკან. ურჩხულები ელის შიგნით იყვნენ და ეს თვითონაც იცოდა.

ფსიქოლოგმა ისევ ორი სიტყვა “პარანოიდული აშლილობა ” ამყოფინა ამ ყველაფერს.

მშობლებმა- ისევ არაფერი თქვეს. მხოლოდ წუხდნენ. წუხდნენ და წუხდნენ.

ელი ბოლოს რომ ვნახე მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა. კარი დახურე, მცივაო.

მე საბანი შევუსწორე და შუბლზე ვაკოცე.

მერე ფანჯარასთან მივიტანე სკამი და დავჯექი.

ელი ფანჯარას თვალს არ აშორებდა.

გამთენიისას ჩამეძინა.

დილით ფანჯარა ღია დამხვდა. ასფალტზე კი ელის ღამის თეთრი პერანგი და ქერა თმა დავინახე.

ასფალტს თვალი ავარიდე და ფანჯარა ჩავკეტე.

ამის შემდეგ ფსიქოლოგმა ვეღარაფერი თქვა.

ვერც მშობლებმა და ვერც ვერავინ.

არც არაფერი იყო სათქმელი.

“მაპატიე, ფანჯრებს ვერ ავეფარე, ელი. “

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s