როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო


სოციალური ქსელების ეპოქაში, როცა ადამიანზე პირველ წარმოდგენას მის კედელზე განთავსებული ფოტოები ან ინსტაგრამის პროფაილი გვიქმნის, ყველა ცდილობს სხვაზე უკეთესად წარმოჩინოს საკუთარი თავი.

ის, რომ ფოტოში ყველას გვსურს უკეთ გამოვიყურებოდეთ, ცხადია. მარტივი ხერხების საშუალებით შესაძლებელია შევქნათ საინტერესო, ეფექტური გარემო ჩვენს კედელზე. მე შემოგთავაზებთ ჩემს რჩევებს იმისათვის, რომ ინსტაგრამზე თუ სხვა სოციალურ ქსელებში უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი თავი.

1.შეარჩიეთ ლოკაცია

ლოკაცია, ანუ ადგილმდებარეობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოთ თავად, თუ ფოტო ცუდ ადგილზეა გადაღებული, მას ყველანაირი ეფექტი ეკარგება.

წარმოიდგინეთ, ძალიან გამოპანჭული გოგონა ან ბიჭი ფოტოზე, რომლის უკანა ფონზეც მონგრეული ღობე ან ცუდად შეღებილი ჭიშკარი ჩანს. სასაცილოა ხომ?

როდესაც განსაკუთრებულ ადგილას მიდიხართ ,ეცადეთ წასვლამდე არ გადაიღოთ ფოტო. თქვენი ჩაცმულობა ადგილმდებარეობას უნდა შეესაბამებოდეს.

თუ გსურთ გადაიღოთ ფოტო ახალ ტანსაცმელში, მაგრამ გასვლას არ აპირებთ, უბრალოდ იპოვეთ აგურის კედელი. აგურის კედლის ფონი მოდურიცაა და სადაც.

2. დგომის მანერა

ადგილმდებარეობის შემდეგ მნიშვნელოვანია დგომის მანერა.

შეგიძლიათ კამერას შეხედოთ ან გვერდით გაიხედოთ. ყველაზე არაოპტიმალური ვარიანტია, როცა თავით კამერისკენ დგახართ და თვალებით სხვაგან იყურებით. ეს არამც და არამც არ გააკეთოთ. თუ თავით კამერისკენ დგახართ უყურეთ კამერას , ოღონდ ოდნავ გაუღიმეთ. თუ უფრო ბუნებრივი ფოტო გნებავთ გაიხედეთ გვერდით, პროფილში და ჰორიზონტს შეხედეთ.

ფოტო უნდა იყოს ან საერთო, ან საშუალო ხედით. ანუ- ან მთლიანად უნდა ჩანდეთ ფოტოში , ან მუხლს ზემოთ. წვივებზე მოჭრილი ან წელზე მოჭრილი ფოტო იმდენად ლამაზი არ არის.

ფოტო უნდა გადაგიღონ გქვემოდან. რათა მაღალი გამოჩნდეთ ოღონდ აქაც ზომიერებაა საჭირო. ზედმეტად ქვემოდან გადაღებული ფოტო ხელოვნულად გაწელილს გავს.

ფეხები თხელი და მაღალი რომ გამოჩნდეს ერთი ფეხი ჩატეხეთ თეძოში(როგორც პირველ ფოტოშია), ან გადააჯვარედინეთ.(მეორე ფოტო.)

თქვენს ფოტოგრაგს სთხოვეთ ჩაიმუხლოს და პირდაპირ , სწორად აიღოს კადრი.

3. ჯდომის მანერა

დამჯდარ მდგომარეობაში ფოტოს გადაღების დროს, ჯობია გვერდულად იჯდეთ და ფეხი ფეხზე გადაიდოთ. რომელი მხრიდანაც იღებთ ფოტოს, იმ ფეხზე გადაიდეთ მეორე ფეხი და არა პირიქით. ასე ფეხი უფრო გრძელი ჩანს . (როგორც ფოტოზეა მოცემული.)

რაკურსი აქაც ოდნავ ქვემოდან ან პირდაპირ აიღეთ.

3. განათება

კაშკაშა მზეში ფოტო იშვიათად გამოდს კარგი.

აარჩიეთ დაჩრდილული ადგილი. ან ნახევრად განათებული. ეცადეთ რომ ფოტოები დღის სინათლეზე გადაიღოთ.

4. ხარისხი და ფილტრი და ფოტო-ედითორები

თუ ტელეფონით იღებთ, აუცილებლად თქვით უარი ფოტო-აპლიკაციებზე. რომლებიც ფოტოს ეფექტებს ადებს. ფოტო გადაიღეთ ტელეფონის კამერით.

ფოტოს დასაედითებლად გამოიყენეთ Snapseed , Facetune და თვითონ ინსტაგრამის ფილტერები.

ეს აპლიკაციები ნაკლებად უკარგავს ფოტოს ხარისხს.

სიმკვეთრის მოსამატებლად ინსტაგრამზე საშუალოდ აუწიეთ Sharpen -ს. დაადეთ ფერი (Colour) 30-მდე სიმძლავრის. ინსტაგრამის ფილტრი არ გამოიყენოთ. თუ გამოიყენებთ 10 -მდე აუწიეთ. მეტი უკვე არაბუნებრივად ჩანს.

VSCO – ეს აპლიკაცია მოიცავს ასობით ფილტრს, შეგიძლიათ სცადოთ.

5. ინსპირაცია.

შთაგონების გარეშე არაფერი გამოვა. სისტემატიურად ათვალიერეთ ინსტამრამზე ცნობილი მოდელების ფოტოები. და ეცადეთ ისწავლოთ მათგან. თუ გინდათ რომ თქვენი პროფაილი მიმზიდველი ჩანდეს, ზომიერად მაგრამ უნდა მიბაძოთ მათ, ვინც ეს საქმე კარგად იცის.

6. აღწერა

ამ პუნქტს ყოველთვის უგულებელვყოფ, მაგრამ საჭიროა. ფოტოს დაურთეთ მოკლე აღწერა. ეს უნდა მოიცავდეს ქალაქის სახელს, ღონისძიების ან ივენთის სახელს და არა დიდ, უაზრო ტექსტს თუ იუთუბის ლინკს.

საერთოდ, ეცადეთ თქვენი პროფილი და კედელი იყოს სერიოზული. შეესაბამებოდეს თქვენს პროფესიას, სტატუსს და ასაკს.

დროთა განმავლობაში ჩაატარეთ აფდეითი და არასასურველი პოსყები და ფოტოები წაშალეთ.

დროსთან ერთად ზოგი ტენდენცია სასაცილო ხდება.

მე თვითონ ყველა ამ პუნქტს ნამდვილად ვერ ვასრულებ, თუმცა ბევრ კომპლიმენტს ვიღებ ფოტოებთან დაკავშირებით.

მთავარი წესი კი ბუნებრივობაა. რაც ბუნებრივია ფოტო, მით უკეთესი !

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s