01:56


მამაჩემი ელოდება, რომ სადოქტოროს დავიცავ.

ჩემი ძმა ელოდება, რომ ჩემს ნოველებს წიგნად გამოვცემ.

დედა ელოდება, რომ ყველა ოცნებას ავიხდენ და ბედნიერი ვიქნები.

მე – აღარაფერს ველოდები.

და შენ რას ელოდები ჩემგან, ღმერთო..

რას ელოდები ჩემგან. რისთვის ვარ,

რატომ ვარ,

რატომ დავათრევ ამხელა სევდას მხრებით.

რას ვეძებ.

ზაფხულის ღამეა და მე მარტოობაზე ვწერ. ხედავ? შენზე ამბობენ ყველაფერს ხედავსო. ალბათ მეც მხედავ.

მარტოობაზე ვწერ, და ღმერთმა იცოდეს რაზე ვფიქრობ.

რას ვითხოვ ისეთს. რას ვითხოვ ისეთს, რაც შეუძლებელია შენთვის, ღმერთო.

აი, ვზივარ და გწერ წერილს. ღირსიც არ ვარ რაიმე გითხრა, ანდა გთხოვო. მაგრამ, როგორც ჯიუტი ბავშვი მამას, ანდა, როგორც ქუჩაში, ბორდიურზე მჯდარი უსახლკარო , წარმოსადეგ კეთილ ბატონს, პურის, ანდა სიგარეტის ფულს სთხოვს- ისე გთხოვ, მაპოვნინე რასაც ვეძებ.

ერთი მუჭა სითბო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s