ეკონომიური შოპინგი, ანუ- სად ვიყიდოთ იაფად ?


გაფრთხილება: პოსტი არ არის გათვალისწინებული მათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც აღემატება 60 000 ლარს. ანუ მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის. მათ ისედაც იციან სად, რა და როგორ იყიდონ.

ეს ხუმრობით. პოსტი კი დაეხმარება მათ, ვისაც არ აქვს საკმარისად მაღალი შემოსავალი უმაღლესი ხარისხის სამოსის შესაძენად, მაგრამ უნდათ რომ არ ჩამორჩნენ ტრენდებს.

👉 მოყვანილი მაგალითები გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე.

1. ბაზრობა არ ნიშნავს იაფს.

შეხედულება იმის შესახებ, რომ ბაზრობაზე ტანსაცმელი იაფია, აბსოლუტურად მცდარია. ბაზრობაზე ნახავთ ყველა ფასიან პროდუქტს. გაბერილ ფასსაც. მთავარია იცოდეთ სად რა ღირს. ჩვეულებრივ , ვაგზალზე, მიწისქვეშა ბაზრობაზე შეგიძლიათ ნახოთ ტრენდული ტანსაცმელი გაცილებით იაფად ე.წ. პასაჟთან, ანუ დახურულ ბაზრობასთან შედარებით. ვინაიდან , მაღაზიის ქირის თანხა დიდია ,მაღაზიები პროდუქტს მაღალ ფასად ყიდიან. დახლზე განლაგებული ტანსაცმელი კი იაფია, რადგან მეპატრონეს არ აქვს გადასახდელი დიდი რაოდენობის ქირის თანხა.

ამიტომ, გამორიცხეთ შოპინგისთვის დახურული ბაზრობა (პასაჟი) , მიწისქვეშა ბაზრობებზე 30% -ით დაბალ ფასად შეიძენთ იგივე პროდუქტს.

მაგალითისთვის, 40 ლარად აღებულ ჩექმას, მიწისქვეშა ბაზრობაზე ყიდიან 70- ად, პასაჟში 90 -ად და მეტად. ბაზრობის 89 ლარიანი ფეხსაცმელი, პასაჟში 121 ლარი ღირს.

2. ბრენდულ მაღაზიებში გაცილებით იაფი და ხარისხიანია პროდუქტი.

ეს ასეა. როცა, მაგალითად 200 ლარზე მეტი არ გაგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ წავიდეთ ბაზრობაზე. მაგრამ, ამ დროს არ ვიცით, რომ შეიძლება გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტი შევიძინოთ ბრენდულ მაღაზიაში იგივე ფასად.

რატომ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული ბრენდის სამოსი?

პასუხი მარტივია: ბრენდი, თუნდაც კომერციული, ზრუნავს სახელზე. სახელის გაფუჭებას მათ ყველაფერი ურჩევნიათ. ორ ჩაცმაზე გაფუჭებულ და მუხლებგამობერილ შარვალს არ გაყიდის ბრენდული მაღაზია. ვინაიდან მომხმარებელი მეორედ იქ არ შევა.

ბაზრობა, ამ მხრივ , ვერ რეგულირდება. რომელიღაც თურქულ , ჩინურ, ან ქუთაისის ფაბრიკაში შეკერილ ტანსაცმელს არავინ აძლევს გარანტიას. მათ სახელი ვერ გაუფუჭდებათ, ვინაიდან არავინ იცის ვისი დამზადებულია სამოსი.

(ისე კი, ამ სამიდან, აუცილებლად თურქული აირჩიეთ.)

ბრენდული მაღაზია, ყველაზე იაფიანიც კი, უფრო სანდოა, ვიდრე ბაზრობა.

მაგალითად: ბაზრობაზე ნაყიდი სპორტული შარვალი 25-30 ლარი ღირს. lc wikiki -ში კი მსგავსი შარვალი 20-25 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ასევე, ე.წ. ბაიკერის ქურთუკები, რომელიც ასეთი ტრენდულია წლების განმავლობაში, არც-ერთ ბაზრობაზე არ არია 100 ლარზე ნაკლებად.

იგივენაირი და უკეთესი მასალის ქურთუკი შეგიძლიათ შეიძინოთ Coton -ში 70 ლარად, ასევე წინა სეზონის მოდელი 40 ლარადაც კი ვნახე რამოდენიმე დღის წინ.

ასევე lc wikiki -ში უახლესი მოდელები 79 ლარად და 89 ლარად.

განსხვავება ბაზრობასთან -30 ლარი. და თან-

ბრენდი სანდოა!

3. თუ დიდი ზომის არ ხართ ,შეგიძლიათ ნახევარ ფასად იშოპინგოთ!

ჩემი საყვარელი ადგილი მოზარდების განყოფილებაა. მოზარდებში 30%- ით იაფია ტანსაცმელი. 13 წლის ასაკის ბავშვის ზომა კი ნებისმიერ სტანდარტულ გოგოს მოერგება.

3. Outlet უხარისხოს არ ნიშნავს!

აუთლეტის ხსენებაზე ყველას სიტყვა “ჩამოფასებული” გვახსენდება. მაგრამ ეს მხოლოდ სახელია. აუთლეტი ნიშნავს წინა წლის ან სეზონის მოდელებს. რომელიც დარჩა და მესამედ ფასად იყიდება.

კარგი აუთლეტ განყოფილება აქვს “კოტონს” . ამჟამად ფასდაკლება-70 % -ია და 120 ლარად ღირებული კლასიკური ჩექმა შეგიძლიათ 35 ლარად შეიძინოთ.

4. არ გაეკაროთ ე.წ. კერძო “ბუტიკებს”!

ეს არის ყველაზე მთავარი წესი. არასოდეს, არასოდეს შეხვიდეთ აღმაშენებლის გამზირზე, პეკინზე და სხვა დიდ, ცენტრალურ პროსპექტებზე განლაგებულ პატარა ,კერძო მაღაზიებში.

ისინი მუშაობენ ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომლებიც არ დადიან ბაზრობებზე და შესაბამისად არ იციან რა იყიდება იქ.

მე ჩავატარე პატარა კვლევა. დავიარე პეკინის ბუტიკები და დავრჩი გაოგნებული. ბათინკი რომელიც ვაგზლის მიწისქვეშა ბაზრობაზე ღირს 55 ლარი, ბუტიკში ღირდა 150 ლარი.

არა, არ მოგესმათ. სამმაგი ფასი. და ზუსტად იგივე ბათინკი. არა მარტო ერთი, მთელი ციგნების ბაზრობა გადამეშალა თვალწინ. გამყიდველი მატყუებდა , რომ პროდუქტი თურქული იყო და ამიტომ იყო ძვირი. სასაცილო არგუმენტია. რათქმა უნდა იყო თურქული, მაგრამ იგივე თურქული ბათინკი სამჯერ ნაკლები ღირს ბაზრობაზე.

ვინც ბაზრობაზე ნამყოფია მას ვერ მოატყუებენ. ამიტომ- გაიარეთ.

მაგალითად, შარშან დავუშვი ასეთი შეცდომა. აღმაშენებელზე, ბუტიკ “ნატალიში” ვიყიდე ბასანოშკი 60 ლარად. გულმა მიგრძნო და მეორე დღესვე წავედი ბაზრობაზე და ვიპოვე მსგავსი 35 -ად.

უარყავით ბუტიკები!

5. შოპინგამდე გაიარეთ სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე.

სანამ ყიდვას გადაწყვეტთ დაათვალიერეთ ყველაფერი. რომ იცოდეთ სად რა იყიდება. გაიგეთ ფასები , შეადარეთ ბრენდული მაღაზიისა და ბაზრობის პროდუქტი, იფიქრეთ და შემდეგ იყიდეთ.

6. ტრენდული სამოსის ასარჩევად დაიხმარეთ ინსტაგრამი.

ინსაგრამზე გამოიწერეთ მოდელები და მოდის ბლოგერები. ასევე Fashion გვერდები, რაც ძალიან მრავლადაა. ამოარჩიეთ ბევრ პოსტიანი და არანაკლებ მილიონ ლაიქიანი ექაუნთები და ხშირად ათვალიერეთ პოსტები.

ასე თვალი ადვილად დაიმახსოვრებს მოდურ ტრენდებს და არჩევის დროს ადვილად აარჩევთ სამოსს.

ეს იყო უმარტივესი და ელემენტარული რჩევები ჩემგან ეკონომიური შოპინგისთვის. რომლებიც ნებისმიერ დროს გამოგადგებათ.

კომენტარებში კონკრეტულ კითხვებს ველი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s