პარასომნია


არ ვიცი რომელი უფრო ძნელია- სიკვდილი თუ სიცოცხლე.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ-  ნეტავ გათენება უფრო დიდი სიკვდილია თუ დაღამება. 

რომელი უფრო რთულია, დაღამებამდე მხრებით მიიტანო დღე, თუ პირიქით, ღამეს წუთებს უთვლიდე იქამდე, სანამ მზე არ ამოვა.

მზე კი.. ამოვა, მაგრამ ჩემთვის- არა.

….

დაძინების რომ გეშინია მაგას რა ქვია? კოშმარებს ისევ გათენება რომ გირჩევნია-მაგას.

სამედიცინო ენაზე არა, ადამიანურ ენაზე გეკითხებით.

მე ამას ნახევრად სიკვდილს ვეძახი. მთლად სიკვდილი რომ არ არი, მაგრამ არც სიცოცხლე რომ ეთქმის.

სადღაც შუაში გაჩხერილი მდგომარეობაა. არც იქით, არც აქეთ. არც ისე, არც ასე.. 

ნახევრად ცოცხლები გაიგებენ ამას. ისეთები, მათთვის ბედნიერება ჰაერში გამოკიდული სიტყვა რომ არის, ხელი რომ არასოდეს შეუხიათ მისთვის, სადღაც რომ არსებობს, შორს, ვიღაცისთვის, მაგრამ, შენთვის-არა.

სისულელეა ყველაფერი. 

ადამიანები თავს მხოლოდ იმიტომ არ იკლავენ, ეშინიათ ის უფრო დიდი რაღაც არ დაკარგონ, უფრო დიდი სოცოცხლე. და სხედან და ელოდებიან როდის მოვა ის დღე. როცა ადგებიან და წავლენ, სამუდამოდ.

(ღმერთო, შენ, შენ მაინც მითხარი, გათენება უფრო დიდი სიკვდილია თუ დაღამება. 

მე დღემდე ვერ გავიგე, ღმერთო.)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s