4.11.2017


არ მეძინება.

იმიტომ კი არა, რომ კოშმარების მეშინია,

უბრალოდ, არ მეძინება.

კოშმარები დიდი ხანია აღარ მაშინებს. აგერ უკვე მესამე წელია მტანჯავს. მივეჩვიე. კოშმარებმაც მიჩვევა იცის.

ორი დღის წინ დაბადების დღე მქონდა.

დაბადების დღეები მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ იმ სიტყვებს ვეუბნებით ერთმანეთს, ჩვეულებრივ დღეებში რომ არასოდეს ვეტყვით. მაგალითად-მიყვარხარ-ს.

რაღაცნაირი სიტყვაა “მიყვარხარ” . გამაცოცხლებელი. დროს და მანძილს რომ აქრობს ისეთი. მაგრამ ძალიან, ძალიან ძნელი. სათქმელადაც, დასაწერადაც, გასაფიქრებლადაც კი.

ამიტომ მეშინია ამ სიტყვის. სიკვდილივით მეშინია.

ხშირად ნათქვამი “მიყვარხარის” არ მჯერა. ადვილად როცა ამბობ, არ მჯერა ასეთი ნათქვამის. არც ყველას გასაგონად და დასანახად ნათქვამის მჯერა.

(ჩემი “მიყვარხარ” ისეთია- სხვას კი არა, შენ კი არა, ჩემ თავსაც არ ვეუბნები.)

ახლა ისეთი ვარ, ღამის სამ საათზე რომ ვარ ხოლმე. არეული ფსიქიკით.მე რომ “ნამდვილს” ვეძახი , სხვები -“პათეტიკურს” და “მოსაწყენს”, ზოგი “ბანალურს”, ჩემი ფსიქოლოგი- არაადეკვატურს და დეპრესიულს.

(შენ – ყველაფერს გაიგებ. მორჩი სისულელეებსო- გაიფიქრებ, შენ რომ იცი ისე გაგეღიმება,მაგრამ არაფერს მეტყვი…)

ნოემებერი კი იქნება ისეთი…

როგორიც შემოდგომის ბოლო თვე უნდა იყოს..

სიცოცხლესავით-

ალაგ-ალაგ მზე რომ ანათებს, თბილი დღეებიც გამოერევა.. მაგრამ მაინც ყველამ ვიცით, დღე-დღეზე ზამთარი მოვა.

მეზიზღება ნოემბერი.

იმიტომ კი არა, ზამთარი რომ მოდის,

არც იმიტომ, ფოთლებთან ერთად გულზე ძაფები რომ მწყდება.

უბრალოდ..

უკვე ყველა ფოთოლი ჩამოვარდა.

ჩემი ოცნებები კი..

თუმცა , არც ამას აქვს აზრი.

Advertisements

4 thoughts on “4.11.2017

  1. “ხშირად ნათქვამი “მიყვარხარის” არ მჯერა. ადვილად როცა ამბობ, არ მჯერა ასეთი ნათქვამის. არც ყველას გასაგონად და დასანახად ნათქვამის მჯერა.
    (ჩემი “მიყვარხარ” ისეთია, სხვას კი არა, შენ კი არა, ჩემს თავსაც არ ვეუბნები.)” აუ ♥ ძალიან კარგი იყო!

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s