მწვანე შპალერი


ჩემს სოფელში, ჩემს ოთახში მწვანე შპალერია გაკრული. ფიგურებიანი, გახუნებული. იმ მხარეს, საიდანაც მზე ურტყამს, უფრო მეტადაა გაყვითლებული. ზოგან შპალერი ამძვრალია და ალაგ-ალაგ კალმით ნაჯღაბნსაც ნახავთ. შემოსასვლელთან, ფანქრით ნიშნულებია გაკეთებული. ჩემი სიმაღლის გასაზომად.

ეს შპალერი ჩემი ბავშვობაა.

ვერ წამომიდგენია დავწვე და დაძინების წინ მემილიონედ არ შევხედო იმ უცნაურ ფიგურებს. მარცხენა მხარეს მზისგან რომაა გახუნებული, და ალაგ-ალაგ კალმით ნაჯღაბნი.

ჩემს სოფელში სხვანაირი სახლებიცაა, გარემონტებული, ლამაზი, გაწკრიალებული. მე ასეთი სახლები არ მიყვარს. ასეთ სახლებში ვერაფერს დახატავ კედელზე. 

მე მგონია, თუ კი იმ შპალერს გამოცვლიან, თითოეული ნაწილის ჩამოხევას, ჩემი ბავშვობის ნაწილი გაყვება.

მე მგონია, ის მზისგან გახუნებული ნაწილი , ყველა იმ მზიან დღეს ინახავს რომელიც იქ გამომივლია.

მე მგონია, მილიონი წლის წინ კედელზე ამოკაწრული ჩემი სახელი მე ვარ, და თუ აღარ იქნება, მეც გავქრები.

მე მგონია რომ ის ოთახი, ის სუნი, ის სიძველე , ის სინამდვილე ისაა, რაც გადამარჩენს, 

მხოლოდ ის მიმიღებს,

მხოლოდ ის გაიგებს.

ჩემს სოფელში, ჩემს ოთახში, მწვანე შპალერია გაკრული..

Advertisements

2 thoughts on “მწვანე შპალერი

  1. რაც ბებია-ბაბუა გარდამეცვალნენ,სოფლის სახლში ბევრი რამ შეცვლილი მხვდება ხოლმე და ზუსტად ეგრე განვიცდი თითოეულ ცვლილებას,ბავშვობა მიყვება..

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s