ბებიაჩემი


ბებიაჩემი 95 წლისაა. ერთი საუკუნის. გამხდარია, ძვლები ეტყობა წვრილ მკლავებსა და წვივებზე. გრძელი ,თეთრი თმა მხრებზე აფენია. წევს. ვერ დგება. უმეტესად ჩუმადაა. არაფერს ამბობს. სანახავად მისულებს სათითაოდ ხელზე ხელს კიდებს და კოცნის. უღიმის, მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ არც ესმის რას ამბობენ.

ერთი საუკუნის უკან ბებიაჩემი ულამაზესი ქალი იყო. აივლიდა თავაწეული, მხრებში გამართული, ბეჭებზე ეფინა მსხვილი,შავი ნაწნავი . შემოიდგამდა მხარზე სურას, აივლიდა და ჩაივლიდა ქუჩებს.. 

-რვას მარტო ყანჩეველს ვუყვარდი . -დაიწყებს ნელა, ხმადაბლა, ათჯერ მოყოლილ ამბავს. 

– ყველას მე ვუნდოდი შვილო, მე არავინა მყვარებია.-გაასავსავებს დროისგან დანაოჭებულ, გამხდარ ხელს. და თავს ბალიშზე მიდებს.

ბებიაჩემის ხელებზე მთელი ცხოვრება იკითხება. ამ ხელებს არასოდეს სმიათ ფრჩხილზე ლაკი, არასოდეს კეთებიათ ოქროს ბეჭდები. ეს ხელები ხალიჩებს ქსოვდნენ, მიწას თოხნიდნენ, ფიჩხს ეზიდებოდნენ, ჩონგურე უკრავდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, ლექსებს წერდნენ..

ახლა კი მხოლოდ საბანზე ასვენია მისი ხელები. 

-პაპაშენი შვილო- აგრძელებს- ჩემი სახლის ფანჯრის ქვეშ იწვა და იქ ეძინა სანამ არ გავყე! მე არ მინდოდა მაგრამ არ დაიშალა, ვუნდოდი შვილო, ძალიან ვუნდოდი.

მიასვენებს თავს ბალიშზე და თვლემს. მე ვიცი რასაც ხედავს სიზმარში ბებიაჩემი. მთიული, გაუტეხელი ბებიაჩემი. ერთ დროს ულამაზესი ქალი . 

95 წლისაა. გვერდით წიგნები უწყვია:”ეკატერინე ჭავჭავაძე”.” კაკო ყაჩაღი”, ეგნატე ნინოშვილის “მოთხრობები”.

სიზმრებში გართულს ღიმილი ეკვრის პირზე. ოდნავ უტოკდება ტუჩის კუთხე.

მე ვუყურებ და არ მჯერა, როგორ ცვლის დრო ყველაფერს, როგორ აქრობს.. 

ვაკვირდები , ვცდილობ ის ლამაზი ქალი დავინახო ამ ნახევრად ცოცხალ მოხუცში. ვაკვირდები, თვალს არ ვაცილებ. ტირილი მინდა.

ის ხელზე ხელს მიჭერს, მიღიმის, და ძილში ბრუნდება.

ვინ იცის რა ესიზმრება, მშობლიური მთები, პირველი სიყვარული თუ თავისი ბავშვობა.. ვინ იცის.

Advertisements

4 thoughts on “ბებიაჩემი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s