8.6.17.


შარშან ამ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო.
მეათედ ვიწყებ ალბათ წერას ამ სიტყვებით.
არ ვიცი რამდენად მართალია ეს. არ ვიცი მართლა იყო თუ არა სხვანაირად ყველაფერი. ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი-არც ეს ვიცი.
მარტო ის ვიცი ,რომ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, შეიცვალოს სახლი სადაც ცხოვრობ, შეიცვალოს გეგმები, ოცნებებიც შეიცვალოს! შეიძლება ცა ჩამოიქცეს და გადარჩე, შეიძლება კვდებოდე და წამოდგე, შეიძლება ახლიდან დაიბადო, მაგრამ , მაინც არ იცოდე რა შეიცვალა.
შარშან ამ დროს ყველაფერი სხვანაირად იყო.
შარშან ამ დროს ვწერდი რომ მინდოდა მოსულიყო ის დღე, როცა აღარ ვიტყოდი რომ ადრე ყველაფერი უფრო კარგად იყო,
როცა ვიტყოდი რომ, ადრე კი არა ახლაა ყველაფერი უფრო კარგად.
შარშან ეს მინდოდა. და ახლა ჰო, ასეა, ყველაფერი უფრო კარგადაა ვიდრე ადრე, ვიდრე შარშან, შარშანწინ ან იმის წინ.. მაგრამ მე მაინც არ ვიცი, არაფერი ვიცი.
არ ვიცი სად წავიდა ჩემი ოცნებები,
არ ვიცი სად წავიდა ჩემი იმედები
არ ვიცი სად წავიდა ჩემი საკუთარი თავი,
არ ვიცი სად წავიდა ჩემი სოფლის გზა,
“არც ის ვიცი შენ სად წახვედი..”
არაფერი ვიცი.
მარტო ის ვიცი რომ არ ვიცი რა გავაკეთო, როცა ყველაფერი კარგადაა,  და მაინც არაფერია კარგად.

Advertisements

2 thoughts on “8.6.17.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s