ყველაფერი ცხვირის ოპერაციის შესახებ


 

18237815_836533333170816_640034781479610277_o

ასე გამოიყურება ჩემი ცხვირი დღეს

ცხვირის ოპერაცია ის საკითხია, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი მესიჯი მომდის სოციალურ ქსელებში. უკვე წინასწარ ვხვდები,როცა ცხვირის შესახებ მწერენ. მეც უკვე დაზეპირებული პასუხებით  შეიარაღებული ვუხსნი მათ  ყველაფერს.
ეს იმდენად ხშირად ხდება და ინტერესი იმდენად დიდია , გადავწვიტე ერთი ვრცელი პოსტი მივუძღვნა ამ თემას.
პოსტში დაწვრილებით წაიკითხავთ ყველაფერს, ყველაზე გავრცელებული ოპერაციის- რინოპლასტიკის შესახებ.
მაშ ასე !

12 წლის ასაკში ცხვირი უკვე 3-ჯერ მქონდა დარტყმული და საერთოდ ვერ ვსუნთქავდი. 19 წლის ასაკში ამ პრობლემით მივედი მე-9 საავადმყოფოში, ქირურგ გია ოდიშვილთან .
მანამდე ინტერნეტის საშუალებით ვნახე ყველა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქირურგის მიერ გაკეთებული ცხვირის ოპერაციები. მათგან ყველაზე ბუნებრივი და დახვეწილი ცხვირები გია ოდიშვილს ჰქონდა. ასევე ჩემ გარშემო მისი პაციენტები საკმაოდ ბევრნი იყვნენ.
პირველი ვიზიტი კონსულტაციაა. ქირურგი ადგენს რა პრობლემები გაქვს. გიშვებს ფოტოების გადასაღებად, იკეთებ ყველა ანალიზს, და თუ რაიმე პრობლემა არ აღმოგაჩნდაჯანმრთელობის   მხრივ, დგება ოპერაციის დღეც.
მისვლიდან 7 ან 10 დღეში უკვე საოპერაციო მაგიდაზე წევხარ.

ნარკოზი ორნაირია:
პირველი :ადგილობრივი ანესთეზია, ანუ ოპერაციას იკეთებ მღვიძარე და ფხიზელ მდგომარეობაში, ცხვირი გაბუჟებული გაქვს და ტკივილს ვერ გრძნობ.
ამ სახის ნარკოზის უპირატესობა ისაა, რომ არ გჭირდება გამოფხიზლება. არ გაქვს ძილის შეგრძნება თვეების განმავლობაში, ნარკოზი არ რჩება ორგანიზმში. ამ დროს სიკვდილის შემთხვევა გამორიცხულია, არ იხდი დამატებით 300 ლარს.

მეორე: ზოგადი ანესთეზია. ანუ კლასიკური ნარკოზი. (ავტ. ნარკოზი (ბერძ. narkōsis გაშეშება) – ნარკოტიკული საშუალებებით ხელოვნურად გამოწვეული ძილი, რასაც თან ახლავს ცნობიერებისა და მგრძნობელობის დაკარგვა.) ამ დროს პაციენტს სძინავს დაახლოებით 3, 4 საათით. ძილი იმდენად ღრმაა რომ ის ოპერაციის დროს ვერაფერს გრძნობს. ამ სახის ნარკოზს აკეთებენ მაშინ, როდესაც პულსი ძალიან მაღალია, ან გულის სხვა პრობლემები აქვს პაციენტს.
ზოგად ნარკოზს დადებითი ის აქვს რომ ოპერაციის დროს გძინავს, შესაბამისად შემდეგ არაფერი გახსოვს. იღვიძებ უკვე გაკეთებული და თაბაშირში ჩასმული ცხვირით.
მე ორივე სახის ნარკოზი გამოვცადე.
პირველად სუნთქვის აღდგენის ქირურგიული ოპერაცია გავიკეთე. ადგილობრივი გაუტკივარებით. ანუ მეღვიძა და ვგრძნობდი როგორ ბურღავდნენ ცხვირს, როგორ აკერებდნენ კანს და ა.შ. ტკივილის შეგრძნება ამ დროს არ არსებობს. არც-ერთი პროცენტით. მთელი სახე გაბუჟებულია.
მეორედ სამი თვის შემდეგ პლასტიკური, უკვე ზოგადი ნარკოზით, ანუ მეძინა.
ერთად ვერ გაკეთდა ოპერაცია ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ სუნთქვის პრობლემა უფრო დიდი იყო და ძგიდის შეხორცება და ცხვირის ფორმის შეცვლა ერთად არ შეიძლებოდა. ძგიდე ჩავარდებოდა. როგორც ხდება უამრავ შემთხვევაში, როცა ქირურგები სუნთქვის აღდგენას და პლასტიკურს ერთად აკეთებენ. ვერ ასწრებს ცხვირი  ერთდროულ შეხორცებას და დაბლა იწევს.
მე ადგილობრივი გაუტკივარება მერჩივნა პალსტიკურის დროსაც, იმიტომ რომ თეორიულად ვიცოდი, ნარკოზი რჩება ორგანიზმში და არ არის სასურველი. თუმცა პულსი ძალიან მაღალი მქონდა და ანესთეზიის გაკეთება ვერ გარისკეს, ვინაიდან ამ დროს ბევრი ადრენალინის შეშვება ხდება ორგანიზმში.
თავის საშინელი ტკივილი სამი დღე მაწუხებდა, თვეები ძილის შეგრძნება მქონდა და ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს.
თუმცა ეს ადამიანზეა    დამოკიდებული და თქვენი ასარჩევია.

ჩემს ექიმს არ უნახებია წინასწარ როგორი ცხვირი მექნებოდა. თუმცა, მას რომ გაიცნობთ მიხვდებით რომ ეს არც გჭირდებათ. იმდენად პროფესიონალია და ეს პირველივე შეხვედრისას  ჩანს.
დღესაც ვერავინ მატყობს რომ ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მხატვრების და დიზაინერების გარდა.
თაბაშირს 7 ან 10 დღეში იხსნით, ერთ თვეში ცხვირი და სახე ჩამცხრალია. ღამით თაბაშირს მხოლოდ მოხსნიდან ერთ თვეს იკეთებთ.
საბოლოო სახეს კი ცხვირი ერთ წელში იღებს. თუმცა მე 5 წელია გავიკეთე და ჯერ კიდევ იცვლის ფორმებს და უკეთესდება.
წარმატებები თქვენ!

ეს კი ჩემი ექიმის Facebook  მისამართია.  სადაც ყველანაირ ინფორმაციას იხილავთ.

პ.ს. – ტუჩები დაბერილი ან სხვა მხრივ გაკეთებული არ მაქვს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s