ყოველდღიურობის სირთულეები


17966417_828305770660239_1079771134021486107_o

მე დილით ადრე არ ვდგები.
და ეს მეზიზღება.
მინდა 9 -ზე ავდგე , ვივარჯიშო, სუფთა ჰაერზე ვირბონო და ვიზრუნო იმაზე რომ ჩემი ორგანიზმის მეტაბოლიზმი წესრიგში იყოს. არ მივიღო ტოქსინები, დავაბალანსო ცილების და ცხიმების მიღება და მსგავსი რაღაცეები.
მე ამ ყველაფერს არ ვაკეთებ, მე ამ ყველაფერს ვცდილობ.
დილით კატა მაღვიძებს (როცა არ ვმუშაობ ან არ ვსწავლობ)
მიყვარს როცა კატა მაღვიძებს.
თუ კატა არა მამაჩემი მაღვიძებს რომელიც სხვა ოთახში, მაგრამ იმხელა ხმაზე ლაპარაკობს ტელეფონზე რომ ჩემს  შუა სიზმარში აღწევს მისი საქმიანი საუბრები.
ეს კარგი იმითაა, რომ ღამის კოშმარებიდან ვაღწევ თავს. მაგრამ თუ კარგ სიზმარს მაწყვეტინებს ვიდნე, უკვე რეალობა იქცევა ხოლმე კოშმარად და საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ.
მერე ვსვამ ყავას. დიდად არ მიყვარს მაგრამ დამოკიდებული ვარ. თუ კარგი ამინდია გარეთ გავდივარ და კატების კიბეზე (სადაც ისინი ცხოვრობენ) ვჯდები და მათი მოფერებით ვიღებ დიდ პოზიტივს.

(რჩევა ჩემგან აქვე- იყოლიეთ კატა !)

გარეთ გასვლის წინ ყოველთვის ვემზადები რიტუალურად. ზოგადად რიტუალებს ვერ ვიტან, თუმცა თავის მოვლის საკითხში ყველაფერი დაბალანსებული მაქვს.
ამ ყველაფერს “თმპ” -ს ვეძახი, რაც შემოკლებული ვარიანტია -თავის მოვლის პროცედურების.
ჩემი ფსიქიკური უცნაურობების გამო ჩემს თავს ვყოფ ორ ანად. მაკიაჟით და უმაკიაჟოდ. სხვებისთვის ორივე ერთი ვარ, მაგრამ ბევრ აკვიატებასთან ერთად ესაც მახასიათებს.

საღამოს ვუყურებ ფილმებს. იშვიათად კომედიას. ხშირად -ფსიქოლოგიურ თრილერებს და დრამებს. არცთუ ისე იშვიათად საშინელებათა ფილმებს ,რომელთა უემტესობაც არ მომწონს.
ვინაიდან წიგნების კითხვას ნერვები უნდა და მე ეს უკანასკნელი ბოლო დროს გაფუჭებული მაქვს, ვკითხულობ ცოტ-ცოტას მაგრამ გამუდმებით.
საღამოობით ასევე ვმეცადინეობ მეტყველებაში, ტექსტების კითხვაში და შემდეგ დაძინებას ვცდილობ.

ეს არის ჩემი ყოველდღიურობა.ჰო, ეს სისულელე რაც ზემოთ წერია. და სირთულეები?
სირთულეები სწორედ ის არის რომ ისინი არ არსებობს.
ეს ყველაფერი ერთი დიდი უაზრობაა, რომელსაც აქვს ორი დრო, დღე და ღამე.
დღე გაღიზიანებს შენი თმა და გინდა ჩაიცვა მაღალქუსლიანი ახალი ფეხსაცმელი, რომელის ჩაცმაც გეზარება და ეს ნერვებს გიშლის.
ღამე კი… უბრალოდ გენატრება. ბავშვობის მსგავსი რამ, შეიძლება ღმერთი გენატრება, შეიძლება თავისუფლება. შეიძლება ვიღაც. შეიძლება აკრძალულია ეს. ან არც არის.
მერე თენდება. თვითონ. მხოლოდ ეს ხდება თვითონ. მხოლოდ ამას არ სჭირდება ძალისხმევა.
მთავარია შენ მოახერხო და ადგე.
გაახილო თვალები და მზე დაინახო.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი საათი იქნება.
არც იმას აქვს მნიშვნელობა კატა გაგაღვიძებს თუ მამის ხმა, რომელიც ტელეფნზე ლაპარაკობს.
მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ ხარ, და უნდა ადგე.
ეს არის მთავარი სირთულე.
სწორედ ეს..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s