მე-17 საუკუნის ერთი სიყვარულის ამბავი


“თქვენ, მართლა არ ხართ, და არ ვოცნებობ, არც სიზმარია, არც ილუზია..
თქვენ თქვენი გზებით მოხვედით ჩემთან და მეც შემოგხვდით თქვენი თვალებით.
თქვენ მოიტანეთ დიდი ჩემოდნით ბევრი სევდა და ბევრი სიზმარი,
რომელშიც მე არ ვყოფილვარ, მაგრამ..
მაინც მიყვარდა.
მაინც მიყვარდა,
მაინც მიყვარდა.
მაინც..
მოსვლა დარჩენას არ ნიშნავს მაგრამ, მე მაინც გთხოვეთ-სერ, იქნებ დარჩეთ..
თავდახრილმა..

და  თქვენს თვალებში სევდა ,უკვე ნიშნავდა- არას.
და არაფერი თქვით გარდა ამის-მაპატიეთ მისს..
და მე გაპატიეთ.”

ჩვენ რომ მე17 საუკუნეში გვეცხოვრა ალბათ ასეც იქნებოდა ყველაფერი. შენ ვერ დარჩებოდი.
მანამდე კი..
შენ პრინცი იქნებოდი, მე კი უბრალო მოსამსახურე.
და მეყვარებოდი.
შორიდან, უთქმელად, მაგრამ არამტკივნეულად, რადგან სიყვარული და ბედნიერება ერთი და იგივე იქნებოდა ჩემთვის.
ყოველ დილით კიბის გვერდით სკამზე დავჯდებოდი საქსოვად. ზეპირად მეცოდინებოდა შენი გაღვიძების საათი და წუთი.
შენ ჩამოივლიდი, ლურჯი ფრაკითა და წითელი მოსასხამით, სანადირო ჩექმებით. ოდნავ ავანტიურისტი იქნებოდი ჩემი წარმოსახვით, ვიფიქრებდი რომ ცხენზე უუნაგიროდ ჯდებოდი, მაშინაც კი თუ სანადიროდ მიდიოდი.
ჩემს წარმოსახვაში ცოტა თავხედიც იყავი,( პრინცი რომ არ ყოფილიყავი კარგი ხულიგანი დადგებოდა შენგან.)
მაგრამ მე ეს არ მაწყობდა. ხულიგნები პრინცესებს უყვარდებათ, მოსამსახურე გოგოების ბედი კი ყოველთვის პრინცია! ამიტომაც, ვფიქრობდი გამიმართლა ,პრინცად რომ გაჩნდი.
არა, შენ პრინცესა არ შეგეფერება..განებივრებლ გოგონებს შენნაირი ბიჭი არ სჭირდებათ. საპირისპირო უნდა იყოს. მე კი შენი საპირისპირო ვარ. შენ პრინცი ხარ, მე კი მოსამსახურე- ამაზე მეტი დაპირისპირება რა გინდა?
ოცნებებში შორს რომ წავალ ხოლმე იმასაც წარმოვიდგენ, შენი მშობლები რას იტყვიან ჩემზე. მაგრამ ამაზე ფიქრს მაშინვე ვწყვეტ. ჯობია გავიქცეთ-მეთქი გადავწყვეტ ხოლმე და..
მივფრინავთ მე და შენ ცხენზე ამხედრებულები. მხოლოდ მე და შენ, მეტი არავინ!
..
გამეღვიძა.
..
მე 17 საუკუნეში რომ გვეცხოვრა, პრინცების და პრინცესების ეპოქაში, ალბათ ,ასე იქნებოდა ყველაფერი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s