14


ახლა ისე ვარ. რომ ვარ ხოლმე. 

მარტის დღესავით არეული და ზამთრის ღამესავით უსაშველო.

შენ რომ ვერ იტან, ისე ვარ.

დაუმთავრებელი ამბავივით.

შემოდგომის ფოთოლივით.

ძირს რომ ეცემა.

ვიღაცები რომ ვერ იტანენ, ისე ვარ, პატეთიკურად, ტრაგიკულად და მარტო.

რომ იწყებ და არ გამოდის, იმ ნახატივით ვარ.

რომ წერ და უაზრობა გამოდის, იმ წერილივით ვარ.

ამ პოსტივით ვარ, აზრი რომ არ აქვს და მაინც რომ ვწერ.

სხვები რომ ვერ გაიგებენ ისე ვარ.

შენ რომ გაიგებ, მაგრამ რომ არ გინდა გაგება , ისე.
თებერვალივით ვარ. 

გაზაფხულს, ერთი ნაბიჯი რომ აშორებს, ერთი ხელის გაწვდენა, მაგრამ, მაინც ზამთარი რომ ქვია.

….

ისე ვარ, ჩემნაირი ტრაგიკული და უაზრო ადამიანი რომ გაიგებს მარტო. და ღმერთი.

ჩემსავით ვარ. 

შენ კი..

შენ, არასოდეს მაჩუქებ გვირილებს.

ეს ყველაფერი, 

როგორც შენ იტყოდი -ბანალურია.

და როგორც მე ვიტყოდი- ტრაგიკული.

სხვებისთვის კი- მნიშვნელობა არ აქვს.

Advertisements

2 thoughts on “14

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s