2017


braid-girl-hair-nature-red-favim-com-455493
ისეთია დღეს ახალი წელი, ისეთი..როგორიც მხოლოდ ახალი წელი შეიძლება იყოს.
სევდიანად ჩვეულებრივი.
ან ჩვეულებრივად სევდიანი.

ოცნებების გაქრობა გამიგია, ოცნების სხვა ოცნებით ჩანაცვლებაც გამიგია, დაკარგულ ოცნებებზეც ბევრი მსმენია და თქვენ წარმოიდგინეთ, მკვდარი ოცნებებიც მინახავს.
მაგრამ ოცნების უნარის დაკარგვა ვერასოდეს წარმომედგინა.
მე ვერ ვოცნებობ.
სიკვდილს გავს რაღაცით. ალბათ იმით რომ ორივე უსაშველოა.

მახსოვს , ბავშვობაში მაღალი სიცხე მქონდა.დედამ სასწრაფოს დაურეკა, მაგრამ გადატვირთული გამოძახების გამო დაიგვიანეს.
მე ვტიროდი. დედა მხოლოდ ერთ სიტყვას მეუბნებოდა- გაუძელი.
ვიწექი, სიცხისგან ვიწვოდი და ვფიქრობდი, რომ მათ მოსვლამდე უნდა გამეძლო.
მას მერე ვუძლებ.
ვუძლებ სასწრაფოს მოსვლამდე.
ვუძლებ გათენებამდე.
ვუძლებ გაზაფხულამდე.
ვუძლებ ბედნიერებამდე..
იმიტომ რომ სხვა გზა არ არის,
სხვა გამოსავალი არ არსებობს!

2017.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s