..რა სწრაფად გადის დრო


635789057336352911-1140763294_tumblr_n5xrbmefgx1sixm2uo1_400

‘პატარა სახლი გვექნება, წითელი აგურის, მწვანე კრამიტის სახურავითა და მოფილაქნებული ეზოთი. შესასვლელში სამი კიბით, და ყავისფერი კარით, რომლის გაღების ხმაზეც, ყოველ საღამოს მივხვდები, რომ- დაბრუნდი.
ჩვენს ტყუპ გოგონებს შენი ტუჩები და წარბები ექნებათ , ჩემი კი თმის ფერი და ხასიათი. მერის პიანინოზე დაკვრა ეყვარება, ელენს ძველი ნივთების შეგროვება. მათემატიკას შენსავით კარგად ისწავლიან. ხშირად იჩხუბებენ, მაგრამ ერთმანეთი ყველაზე მეტად ეყვარებათ !
ჩვენს ბიჭს შენი სახელი ერქმევა. თვალები და ღიმილიც შენი ექნება. შენსავით ჯიუტი და ცოტა უცნაური იქნება. მე მხოლოდ იმაში დამემსგავსება, რომ შენ ყველაზე მეტად ეყვარები ამქვეყნად..

საღამოობით შენს საყვარელ საჭმელს გავაკეთებ და ყველანი ერთად დაველოდებით შენს მოსვლას. ვახშმის შემდეგ მერი დაუკრავს, და ჩვენ ყველანი აღვფრთოვანდებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შეეშლება.

ასე გავა წლები.
ჩვენი ბიჭი მალე საცოლეს გაგვაცნობს და ცალკე გადავა საცხოვრებლად, გოგონები საზღვარგარეთ გააგრძლებენ სწავლას..

და დავრჩებით ჩვენ. მე და შენ.
ნახევარი ცხოვრება გავა, შენს თვალებს კი მხოლოდ ჩემს გული ეყვარება.
მოვალ, თავს გულზე დაგადებ და გეტყვი- რა სწრაფად გადის დრო..’

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s