არაფერს აქვს აზრი.არც იმას, რომ ამ ცივ შემოდგომას, როცა თითქმის ყველა ფოთოლი ჩამოვარდა, მეც რაღაცის დავიჯერე.

რაღაც სიყვარულის მსგავსის.

ახლა კი ..

აზრი არაფერს აქვს.

შენ წახვედი.

ადექი და წახვედი.

სადღაც,

არც იმდენად შორს,რომ მე ვერ დაგიძახო, და არც იმდენად ახლოს, რომ შენ ჩემი ხმა გაიგონო.

წახვედი, შენთვის დახეტიალობ. 

ღამის შარაზგებს დაუყვები ან წარსულის ოცნებებში ბოდიალობ.

მე კი შემეშინდა.

უშენობაზე მეტად შენი ცუდად ყოფნის შემეშინდა!

გესმის? 

..შენ ამასაც ვერ გაიგებ.

ან გაიგებ, მაგრამ არასწორად. და მე ისევ ისე ვიქნები ჩემებურად- მარტო.

შენ შენებურად- ყველასთან და არავისთან.

შენთვის ზედმეტად ბანალურია ეს ყველაფერი.

ჩემთვის ზედმეტად სევდიანი.

ორივესთვის კი- სრული უაზრობა.

ათასჯერ გადაკითხული და დაზეპირებული უაზრობა. მაგრამ მე მაინც ვწერ, შენ კი მაინც კითხულობ.

არაფერს აქვს აზრი.

არც იმ კილომეტრებს, შენს სანახავად რომ გამოვივლიდი ახლა..

ნეტავ სადა ხარ.

..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s