Hello autumn!


14080016_680787442078740_2843243266416258280_n
სექტემბერია. საღამოა. წვიმს.
როგორ გაირბინა ამ წელმა. თვალსა და ხელ შუა გაქრა, სიზმარივით.
როგორ სხვანაირად იყო ყველაფერი შარშან ამ დროს. სხვა იმედებით, სხვა ოცნებებით.. მეც სხვა ვიყავი.
ახლა ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. ახლა უფრო ჩემი თავი ვარ. ჩემი იმედებით, ჩემი ოცნებებით.
ახლა ის დროა, როცა დღეს უფრო კარგადაა ყველაფერი, ვიდრე ადრე.  ვიდრე ერთი კვირის წინ, ვიდრე ერთი თვის წინ, ვიდრე შარშან ამ დროს. ახლა უფრო კარგადაა ყველაფერი.

სექტემბერია.
სექტემბერი ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისი მეგონა. იქნებ ასეცაა, ან იქნებ არ არის. მაგრამ მე ასე მგონია. თითქოს ახლა იწყება წელი, სეზონი, ცხოვრება.
ცივია ამ წელს სექტემბერი. ცივი და გარინდებული. ჩუმი. თითქოს გაცდის, შენ გელოდება, კარს გიღებს და შენ უნდა გადაწყვიტო შეხვალ თუ არა.
უცნაურია წელს სექტემბერი. იმაზე უცნაური, ვიდრე ზაფხული იყო.
უცნაურია, მარტოსული და ლამაზი.
..სევდიანად ლამაზი.

შემოდგომაა.
ალბათ ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ან ისეთი, როგორიც წარმომედგინა.. მთავარი ის არის რომ შემოდგომაა. მარტოობის სეზონი.
სექტემბერია.
საღამოა.
წვიმს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s