ჩვენ რომ ფილმში ვიყოთ


13239312_609137599252332_6895682304676841413_n
ვენ რომ ფილმში ვიყოთ-მეთქი, ვფიქრობდი. ანუ-მე და შენ.
ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა:
შენ  ყველაფრით განებივრებული, პოპულარული ბიჭი იქნებოდი.
მე ერთი ჩვეულებრივი გოგო.
ყველაფრით ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი თმით, ჩვეულებრივი თვალებით, ჩვეულებრივი მოსაწყენი ცხოვრებით. მხოლოდ ჩემი სიყვარული იქნებოდა არაჩვეულებრივი, რომელსაც ყველა შეამჩნევდა ..შენს გარდა.
ჰოდა, შენც ადგებოდი და ყველას შეამჩნევდი, ყველას შეიყვარებდი, ყველას დაინახავდი.. ყველას- ჩემს გარდა.
ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიქნებოდით და მეტი არაფერი.
და ასე გავიდოდა დღეები, კვირები, თვეები.. იქნებოდი-შენ შენთვის. მე არავისთვის.
დავჯდებოდი საღამოობით ფანჯარასთან და დავწერდი შენს ყველა გამოხედვას, შენს ყველა მაისურის ფერს, და შენს სიცილს, მზის სხივებად რომ მეჭრება სახეზე, ყოველ შენს დანახვაზე.


შენ რა თქმა უნდა შეყვარებული გეყოლებოდა, ყველანაირად არაჩვეულებრივი.არაჩვეულებრივი თმით, არაჩვეულებრივი თვალებით.. ისეთი, რომ უნდა უყვარდეთ. მაგრამ, მე მაინც ეგოისტურად ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ჩემსავით ვერავინ გაგიგებს !
და მერე ისევ და ისევ დავწერდი ყველაფერს, შენს ყველა გამოხედვაზე,შენს გულზე, მხოლოდ მე რომ ვხედავ და იმაზე, როგორ მიყვარს, როცა სიცილის დროს თვალის კუთხეები დაბლა გეწევა.

კიდევ გავიდოდა დღეები, კვირები, თვეები.. წახვიდოდი-შენ შენი გზით. მე – არსაით.
ყოველ საღამოს კი, ისევ შენს საყვარელ სიმღერებზე დავიძინებდი . და ისევ ეგოისტურად ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ სხვას ჩემსავით არასოდეს ეცოდინებოდა შენი ისტორია, და ის სიტყვები, რომლებსაც არ ამბობ.

და მერე, ერთ დღესაც, ავდგებოდი და მოვიგონებდი, რომ შეიძლებოდა, ისეც მომხდარიყო, გყვარებოდი..იმიტომ, რომ ეს ფილმია, და ფილმებში შენნაირ ბიჭებს სწორედ ჩემნაირი გოგოები უყვარდებათ !
ერთ დღესაც -ჯანდაბას  -მეთქი, ვიტყოდი, – ავდგებოდი და ყველაფერს წაგაკითხებდი, შენზე.
და მერე..
ის მოხდებოდა, რაც ფილმებში ხდება ხოლმე, რომანტიკულ მელოდრამებში, ან რამე ამდაგვარში.. წაიკითხავდი და, ჰო ! შენ მიხვდებოდი, გაიგებდი, დაინახავდი.. რომ ჩემსავით ვერავინ გიგებს, რომ ჩემსავით არავინ გიცნობს, რომ ჩემსავით არავინ იცის შენი საყვარელი სიმღერები , შენი ყველა გამოხედვა და ..
შეგიყვარდებოდი.
იმიტომ რომ ეს იქნებოდა ფილმი, და არა ცხოვრება.
და მერე ვიქნებოდით – მე და შენ. (ჩვენ.)
ვიქნებოდით, აუცილებლად ერთად ვიქნებოდით !
..ეს ცხოვრება კი არა, ფილმი რომ იყოს..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s